topmenu

 

ლაბეჭინა - გ.ბოჭორიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<რაჭა // ეკლესია მონასტრები>>>

ლაბეჭინა - ბოჭორიძე გ.// რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები.- თბ., 1994.- გვ.63-66

ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესია (სურ.35) ჩვეულებრივი ტიპის დიდი ზომის ბაზილიკაა. მას ეგვატერი ჰქონია უწინ სამხრეთით და დასავლეთით. საქალებოც ექნებოდა. დღეს ეგვტერი და საქალებო აღარ აქვს; დარჩენილია მარტო კედელი ეგვტერისა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის გასწვრივ, რომელსაც აქვს კარი და კარის თავზე წარწერა. (შენიშვნა: ამ ნაშთს ეგვტერისას ადგილობრივი პირნი დაშლას უპირებდნენ და სოფლის წყაროსათვის მასალად გამოყენებას, რაც შეჩერდა ჩვენს მიერ.) ეკლესია ნაშენია თლილი, თეთრი ქვისაგან. უწინ იგი ქვითკირის თაღით ყოფილა შეკრული, ხოლო რამდენიმე ათი წლის წინათ ქვითკირის თაღი სიძველისაგან მოუხსნიათ და ყავარი დაუხურავთ. ამავე შეკეთების დროს შირიმის, ანუ სპონდიოს ქვაც შეუხამებიათ შენობისათვის. ეკლესიის სამხრეთ კედელზე ორი პირია გამოქანდაკებული, ესენი ეგვტერის აღმშენებელნი უნდა იყვნენ (ქანდაკება უხამსია, წვრილი ფეხები და სხვ.). ამავე კედელზე არის ლომის ქანდაკება. "ეგვტერის ამშენებელი, ხალხის გადმოცემით, ყოფილა ინასარიძე თვალია, რომლის საფლავსაც უჩვენებენ ეკლესიის სამხრეთით, დასავლეთის ნაწილისაგან, სადაც დევს დიდი ლოდი; აქ ცოლ-ქმარი ინასარიძეები არიან დასაფლავებულნიო; ამ ქვას ადრინდელ დროში მღვდელი ხდიდა ზოგიერთი პიროვნების საჩვენებლადო. მას (ინასარიძეს) აცვია ჯაჭვის პერანგი და არტყია დიდი ხმალი. ახლა ეკლესიაში ვიპოვე დაჭყლეტილი მუზარადი სპარსული ხელობისა, რომელსაც აკუთვნებენ ხსენებულ პირს. ეკლესია ფრესკებიანია, მაგრამ ფრესკები ძლიერ დაზიანებულია. მხოლოდ ადგილ-ადგილ მოჩანს კარგად. მომსწრეთა სიტყვით ფრესკებს დიდი ზარალი მოსვლია თაღის მოხსნის დროს. ეგვტერის ნაშთის კარის თავზე არის ქვა გატეხილი ორად, როლის გულშიც გამოსახულია ჯვარი და აქვს ასომთავრული წარწერა:

ნებითა ღმრთისაჲთა აღვაშენეთ ეკუდერი [ესე] ჩუენ, ინასარიძემ[ან]... და თანამეცხედრემა[ნ] ჩემმან ჩხეტი[ძ]ის ქალმა ანა[მან] მჴსნელად ცოდვილისა [სულისა] ჩუენისათუის. [ა]წ [ვინცა] ძემან კაცისამან, ანუ [მცირემან, ანუ დიდმან]... [ანუ] ჩუენგან...

 

უკანასკნელი სტრიქონის ნაწილი უკვე გადადის კარების მარცხენა კედელზე და იქ წარწერა იპყრობს ოთხ ქვას. ეკლესიის სამხრეთის კედელზე დასავლეთის კუთხისკენ არის ქვა ოთხსტრიქონიანი წარწერით, მის ქვევით კი, ცოტა აღმოსავლეთით, როგორც ჩანს, ამ წარწერის ბოლო სამი სტრიქონი (სურ.4):


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე


[დიდებაჲ] შენდა ქრისტე, [რამეთუ] ღირს მყავ მე, ცოდვილი... ყოვლადწმიდისა ამის ეკლესიისა შენაბად. გით-------მიქაელ  ფ~ლთა(?) გალატოზ[მან]-------ას (?).

დასავლეთის კედელზე სამხრეთის კუთხისაკენ არის ქვა ასომთავრული წარწერით, რომელისაც თავი მარჯვენა გვერდზე აქვს მიქცეული, ეი, უწესოდაა ჩასმული კედელში

წმიდაო მთავარანგე[ლოზ]ო, შეიწყალე რატი დაფქუაჲსძე.

 

ამავე დასავლეთის კედელზე, ჩრდილოეთის კუთხესთან არის ქვა ასომთავრული წარწერით, რომელსაც თავი აგრეთვე მარჯვენა გვერდზე აქვს მიქცეული:

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

ქრისტე შეიწყალე ცოდვილი მგ[ელაჲ] (?).

 

ჩრდილოეთის კედელზე დასავლეთის კუთხესთან არის წარწერა (სურ.5).

ქრისტე შეიწყალე კჳრიკე, ჩოღერი და ნათელ დედოფალი.

იმავე კედელზე:

ქრისტე შეიწყალენ იოვანე და გაბრიელ გალატოზნი.


გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე