topmenu

 

ლაბეჭინა (რაჭა)

<უკან დაბრუნება

ლაბეჭინა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.- თბ., 1983.- გვ.95.

ლაბეჭინა, შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, დარბაზული ეკლესია. მდებარეობს ამბროლაურის რაიონის სოფ. ჭყვიშის მიდამოებში, მაღალ გორაკზე. ძლიერ დაზიანებულია. (ამჟამად აღდგენილია). კედელთაგან შედარებით უკეთ არის დაცული 2 სამკუთხა ნიშით სამად დანაწევრებული აღმოსავლეთი ფასადი. ძეგლი უხვად არის შემკული ქვაზე ნაკვეთი ჩუქურთმებით, რელიეფებითა და ასომთავრული წარწერებით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებული არიან "ივანე და გაბრიელ გალატოზნი". ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. მიწისძვრისგან დაქცეული ეკლესია XIII-XIV საუკუნეებში გაბრიელ ლაბეჭინელის თაოსნობით ხელმეორედ აუგიათ და მოუხატავთ. ნაგებობაში გამოირჩევა როგორც ადრინდელი, ისე გვიანდელი სამშენებლო ფენები. ლაბეჭინა ინახებოდა ღვთის მშობლისა და წმ.გიორგის XI საუკუნის ჭედური ხატები (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) და სხვა.

დვალი მ.,

გამოყენებული წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/

 

 

 

 

 

***************************************************************************************

ლაბეჭინა - ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994.- გვ.63-66

ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესია (სურ.35) ჩვეულებრივი ტიპის დიდი ზომის ბაზილიკაა. მას ეგვატერი ჰქონია უწინ სამხრეთით და დასავლეთით. საქალებოც ექნებოდა. დღეს ეგვტერი და საქალებო აღარ აქვს; დარჩენილია მარტო კედელი ეგვტერისა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთის კუთხის გასწვრივ, რომელსაც აქვს კარი და კარის თავზე წარწერა....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***************************************************************************************

ლ ე ჩ ხ უ მ ი, სოფელი ლაბეჭინა //ე.თაყაიშვილი - არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937 წ.

ალპანიდან ჩვენ გავემგზავრეთ ლაბეჭინაში, რომელიც რვა კილომეტრით შორავს ალპანას. გზად გავიარეთ საირმეს სოფელში და გავშინჯეთ მისი ახალი ეკლესია. გზა ალპანიდან საირმემდე სულ აღმართ-აღმართ მიდის; საირმედან ლაბეჭინამდის აღმართი ისე ძლიერი აღარ არის. ეკლესია ლაბეჭინისა, ცაგერის შემდეგ, საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს მთელს ლეჩხუმში. აქ წინად მონასტერი ყოფილა, ეხლა სამრევლო ეკლესია არის, მაგრამ სოფელი ახლოს არ ახლავს. ტაძარი აშენებულია მთის მაღალ სერზე, რომელიც მიჰყვება რიონის მარჯვენა ნაპირს...<<ტექსტი სრულად აქ...<<