topmenu

 

ვანათი

<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>

გ.ბაგრატიონის ფოტო

ვანათი, V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეკლესიანი ბაზილიკა. მდებარეობს სოფ.ქვემო ბოლნისსა და წითელსოფელს შორის, ბოლნისის რაიონში. ამჟამად ძლიერ დაზიანებულია, შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია გამოყოფილი აღმოსავლეთით. სხვა არავითარი დანაწევრებისა ან დამატებითი სათავსის კვალი არ შეინიშნება. შუა ეკლესია აქვს შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი სამხრეთიდან. თავისი გეგმით, ზომით, პროპორციებითა და საშენი მასალით ვანათი ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია.

ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, - თბ.,"ციცინათელა", 2007 წ., გვ.13

ქსე, ტ. 4, გვ. 287

http://ka.wikipedia.org/wiki/ვანათი_(ძეგლი)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

 

 

 

 

***********************************************************************************

ქვემო ბოლნისი, ვანათი - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - 1974.- გვ. 93-94

ქვემო ბოლნისის (ახლანდელი ბოლნის-ქაფანაქჩის) ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან შვიდიოდე კმ-ის მანძილზე, ბოლნისის სიონის მახლობლად. ძეგლი დაზიანებულია, სტილისტიკური ნიშნებით ძეგლი, რომელიც სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს...<<<ტექსტი სრულად აქ...<<<

***********************************************************************************

ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, - თბ., გამ."ციცინათელა", 2007 წ., გვ.13

ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა მდებარეობს ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისსა და სოფელ ხატისსოფელს შორის. ეს არის V-VI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ამჟამად ძლიერ დანგრეულია.... <<<ტექსტი სრულად აქ..<<<