topmenu

 

სარკინეთი (დმანისის)

< უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე

სარკინეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპრედია. ტ.IX.- თბილისი, 1985.- გვ.107

სარკინეთი // ჟღერს ქვის ჰარმონია, თბილისი, გამ. "ციცინათელა, ტ. 14, გვ.330

სარკინეთი - სოფელი დმანისის რაიონში, გომარეთის პლატოზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფლები: განახლება, ველისპირი, იაილა). ზღვის დონიდან 1400 მ., დმანისიდან 28 კმ...სოფელში შემორჩენილია ქართული ზუროთმოძღვრების ძეგლები: წმინდა ბარბარეს (განვითარებული შუა საუკუნეები) და წმინდა ბასილის (VIII-IX საუკუნეების) ეკლესიები. ორივე ძეგლზე ქართული ასომთავრულით შესრულებული ლაპიდარული წარწერებია.

სარკინეთი (დმანისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ზურტაკერტის ველის ხელოვნების ძეგლთა დახასიათების საკითხისათვის //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები.- თბ., 1994.- გვ.16-22; გვ.32-33; გვ.48. - სარკინეთის წმინდა ბასილის. წმინდა ბარბარეს სახელობისა და ერქუშაანთ სოფლის ეკლესიების ხუროთმოძღვრული ფორმების, სივრცის, მხატვრული შემკულობის ვრცელი მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ეკლესიების დეტალების ჩანახატები (სურ.7, გვ.32). აღნიშნულია სარკინეთის ე.წ. შვიდი-ძმა ანუ იედი-ყარდაშ ეკლესიის შესახებ. დართულია ეკლესიის ჩანახატი (გვ.48).

2. სარკინეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპრედია. ტ.IX.- თბ., 1985.- გვ.107. - სოფ.სარკინეთის ორი ეკლესიის - წმინდა ბარბარესა და წმინდა ბასილის სახელობის ეკლესიების მოკლე აღწერილობა.

3. სარკინეთი // ჟღერს ქვის ჰარმონია, თბილისი, გამ. "ციცინათელა, ტ. 14, გვ.330