topmenu

 

დავით გარეჯი - ჩიჩხიტური

<<უკან დაბრუნება (მთავარ გვერდზე) ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, უდაბნო და ნაწილობრივ ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა.

ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ბატონიშვილი ვახუშტი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ წმ.დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი. რუსი მოგზაური ანდრეი მურავიოვი წერს, რომ ჩიჩხიტურში არაფერი შემორჩა კოშკისა და ორი ნახევრადჩამოქცეული ქვაბოვანი ეკლესიის გარდა, რომელთაგან მთავარი ეკლესია, ტრაპეზით, მოწამე წმ.იაკობ სპარსის სახელობისა იყო. მიხეილ საბინინი, აღდგომის ღამეს "მოწყვედილ" გარეჯელ მოწამეთა მარტვილობის ტექსტში მიუთითებს, რომ ის ორი მორჩილი, რომლებმაც აღდგომის ეკლესიასთან სისხლისღვრას თავი გაარიდეს, წმ.დავითის ლავრასა და იოანე ნათლისმცემლის მონასტერს შორის მდებარე დიდმოწამე იაკობ სპარსის მცირე მონასტრის მახლობლად დახოცეს. ჰაგიოგრაფი წერს, რომ ამ მონასტერს ზემოდან სადარაჯო კოშკი დაჰყურებს. ლავრასა და ნათლისმცემლის მონასტერს შორის მდგომი ერთადერთი ნაგებობა ჩიჩხიტურის მონასტრის ოთხკუთხა კოშკია. 1921 და 1929 წლებში გარეჯის მრავალმთაში გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილი ექსპედიციების დროს, ჩიჩხიტური სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილა. ამის გამო, გ.ჩუბინაშვილის მიერ გარეჯის მრავალმთის მონასტრებისადმი მიძღვნილ სქელტანიან მონოგრაფიაში ჩიჩხიტურის მონასტრის აღწერას მხოლოდ ექვსი სტრიქონი აქვს დათმობილი, ილუსტრაციის სახით კი შორი მანძილიდან გადაღებული ოთხი ფოტო აქვს დართული. ჩიჩხიტურის შესახებ მრავალი ათეული წლის მანძილზე სამეცნიერო ცირკულაციაში არანაირი ინფორმაცია არ შემოსულა.

ლ.მირიანაშვილის მიერ შესწავლილი იქნა ა.მურავიოვის მიერ წმ.იაკობის ეკლესიად წოდებული ქვაბთა ჯგუფი, რომელნიც მანამდე მომუშავე მეცნიერთა უმრავლესობისათვის და, მით უფრო, მომლოცველებისა და მოლაშქრეებისათვის, წლების განმავლობაში უცნობი რჩებოდა. ქვაბთა ამ ჯგუფის სამლოცველოში შემორჩენილია სრულიად უნიკალური ფრესკული მოხატულობა. ამ კვლევის დასკვნები წარდგენილი იქნა პირველად 1998 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე „აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კლდის ძეგლები“, ხოლო სრული ტექსტი 2001 წელს გამოქვეყნდა, რაც ჩიჩხიტურის მოხატულობისა და ნაკაწრი წარწერების პუბლიკაციის პირველი და დღემდე ერთადერთი მცდელობაა. ერთადერთი იმიტომ, რომ, ბოლო დროს, საქართველო-აზერბაიჯინის საზღვრის ამ კონკრეტული, ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე მონაკვეთის ჩაკეტვის გამო, მოხატული სამლოცველოს მოხილვა შეუძლებელი გახდა.

 

 

 

 

************************************************************************************

ლადო მირიანაშვილი - ჩიჩხიტურის მონასტერი და მისი უცნობი კედლის მხატვრობა

ჩიჩხიტურის შესახებ წერილობით წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში უაღრესად მწირი ცნობებია დაცული. გარეჯის მთის აღწერისას, ბატონიშვილი ვახუშტი აქ მოქმედ ოთხ მონასტერთან დაკავშირებით ამბობს, რომ დავითგარეჯასა (ანუ წმ.დავითის ლავრასა) და ნათლისმცემელში ზის არქიმანდრიტი, ხოლო ჩიჩხიტურსა და ბერთუბანში – წინამძღვარი (ვახუშტი 1973: 332). რუსი მოგზაური ანდრეი მურავიოვი წერს, რომ ჩიჩხიტურში არაფერი შემორჩა კოშკისა და ორი ნახევრადჩამოქცეული ქვაბოვანი ეკლესიის გარდა, რომელთაგან მთავარი ეკლესია, ტრაპეზით, მოწამე წმ.იაკობ სპარსის სახელობისა იყო.... <<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

ლადო მირიანაშვილი // საქართველო–აზერბაიჯანის ადმინისტრაციული საზღვრის გარეჯის მონაკვეთის  ისტორია (ეს სტატია განსხვავებული სათაურით – „საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილების ისტორია XX საუკუნეში“გამოქვეყნდა ჟურნალში „კავკასიოლოგიური ძიებანი“ #1, 2009, გვ. 493–501)

საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, სახელმწიფო საზღვრების დადგენის აუცილებლობა დააყენა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მხოლოდ თურქეთთან არის შეთანხმებული. დანარჩენ მოსაზღვრე ქვეყნებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან, მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება. საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში რამდენიმე სადავო უბანია. 2007 წლის დასაწყისისთვის ამ ორი ქვეყნის საერთო საზღვრის 480 კილომეტრიანი მონაკვეთიდან მხოლოდ 310 კილომეტრი იყო მხარეებს შორის შეთანხმებული. ეს პროპორცია დღემდე დიდად არ შეცვლილა... <<ტექსტი სრულად აქ...<<