topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ძაღინის სასახლე - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<ციხე - კოშკები და სასახლეები>>>

 

ძაღინის სასახლე// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 184

XVII ს.

ძაღინა ძველ შიდა ქართლშია, მდ.ფრონეს ხეობაში (ახლა ზნაურის რაიონია). სოფელში დარჩენილია ციხისა და ფეოდალური სასახლის ნანგრევები. სასახლე XVII ს-ის დამახასიათებელი ნაგებობაა (აგურით ნაშენ, ხის სარტყლების გამოყენებით), ერთსართულიანია, შედგება ორ მწკრივად დალაგებული ხუთი ოთახისა და ლოჯიასაგან (განაპირას კვადრატული ოთახებია, შუაში, წინ, ღრმა ლოჯია, უკან გრძელი სწორკუთხა დარბაზი). ზედ სასახლეზევეა მიშენებული და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენს ხუთსართულიანი ქვიტკირის კოშკი. დარბაზები და კოშკის სამი სართული კამაროვანია. ისრული კამარები, სარკმლების ისრული თაღები, ისრულივე კედლის ნიშები, ბუხრები, საბჯენი თაღები ამ დროის ინტერიერების ტიპურ სურათს ქმნის. კოშკის ზემო სართულს  ფართოდ გაშლილი ღია თაღები ჰქონდა ორ მხარეს. სასახლის სიგრძე-სიგანე უკოშკოდ - დაახლ. 23,5X14 მ. მთავარი დარბაზის ფართობი დაახლ. 9X5,8 მ (52 კვ. მ.) კოშკის გადარჩენილი სიმაღლე გარედან - 22 მ-მდე.

1. ლ. რჩეულიშვილი. XVII ს.-ის სასახლე ძაღინაში: „ქართული ხელოვნება“, 5, თბ. 1959, გვ. 221-231.