topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ჯვრის მამის სახ. ეკლესია თბილისში - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება

თბილისის "ჯვრისმამა“ და ღოუბნის “ორმოცნი“ // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 171

XVI ს.

ეს ორი, ერთმანეთის მონათესავე ეკლესიაა, გუმბათოვანი, აგურით ნაშენი, რომელთაც ჩვენ XVI ს-ეს ვაკუთვნებთ. "ჯვარისმამა". თბილისშია, ლესელიძის ქუჩაზე (ჯვარის მამა იერუსალიმის ჯვარის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. ამ ეკლესიას ეს სახელი იმიტომ შეარქვეს, რომ იგი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქაური ქართველი ბერების მეტოქი - ფილიალი - იყო).

"ორმოცნი ანუ ორმოცი მოწამის ეკლესია ქოროღლის ციხის ძირში მდებარეობს - უახლოესი სოფელია თეთრიწყაროს რაიონის სოფელი ღოუბანი. ეს სწორკუთხედებია, შვერილებს გარეშე, აფსიდიანი საკურთხევლებით, უაფსიდო სადიაკვნითა და სამკვეთლოთი. გეგმის სპეციფიკას ის შეადგენს, რომ გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან პერპენდიკულარულად გამოწვდილ შვერილებს, და არა ცალკე მდგომ ბოძებს. ამით ეს გეგმები ე.წ. კუპელჰალეს ტიპს უახლოვდება. გვიანა ფეოდალური ხანის დამახასიათებელია გუმბათოვანი ეკლესიის სხვადასხვა ვარიანტების" ამოტივტივება. კუპელჰალეს თავისებური ვარიანტი XVIII ს-შიაც შეგვხვდება (იხ. ქვემოთ, მანავი)."ჯვარისმამის გარეთა ზომებია: 13,15X9,25 მ., "ორმოცთა" ზომები - 9,8X7,0 მ.

 

 

 

 

 

  • თბილისის ძეგლები
  • საქართველოს ეკლესია მონასტრები
  • "ჯვრის მამის" ეკლესია თბილისში - მთავარი გვერდი
  • "ჯვრის მამის" ეკლესია თბილისში - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • "ჯვრის მამის" ეკლესია თბილისში - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია
  • "ჯვრის მამის" თბილისში - ფოტოგალერეა // ფოტოალბომის სრული ვერსია