topmenu

 

ბუგეული - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<რაჭა // ეკლესია - მონასტრები>>>


ბუგეული (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოჭორიძე გ. რაჭის ისტორიული ძეგლები // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. V.-თბ., 1930.- გვ.169-173. - ბუგეულის ღვთისმშობლის სახელობის (XVI ს.)ერთნავიანი ეკლესიის აღწერილობა.

2. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები - თბ., 1994.- გვ.69-74. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, კედლის მხატვრობისა და წარწერების აღწერილობა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები (სურ.19–29).

3. ბუგეული //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II.- თბ., 1977.- გვ.548. - მოკლე ცნობები ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის შესახებ.

4. გვიანი შუა საუკუნეების მხატვრობა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.- თბ., 1997.-გვ.59-60; გვ.VII-VIII. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - დასავლურ-ქართულ მონუმენტურ ძეგლთა (შეირჩა: ბუგეულის, ცაიშის, კორცხელის, დერჩის, ჩხარის ოქონისა და ამაშუკეთის ეკლესიები) გრაფიკული და ფოტო ფიქსაციის მიზნით, ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედეგების შესახებ; მოცემულია ბუგეულის ცალნავიანი, XVI საუკუნით დათარიღებული, 1991 წლის მიწისძვრის შედეგად დაზიანებული, წმ.მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიის მოხატულობის სტილისტური ანალიზი. ტექსტს დართული აქვს ნახაზები.

5. თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919-1920. - თბ., 1963. - გვ.64-67. - ერთნავიანი ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

6. კაკაბაძე ს. საისტორიო კრებული. IV.- ტფ. 1929.- გვ.108-109. - ერთნავიანი ეკლესიის მოხატულობის განხილვა.

7. ბუგეული //ხუსკივაძე ი. ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეთა "ხალხური" მოხატულობანი.- თბ., 2003.- გვ. 225-270. - სოფ.ბუგეულის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი.

8. ჭელიძე რ. ჭელიძე ს. რაჭა.- თბ., 1971.- გვ.29-30. - სოფ.ბუგელისა და ბეთლევის ეკლესიების ფრესკები იმდროინდელი ჩაცმულობის შესწავლის თვალსაზრისით.

9. დასავლეთი საქართველო //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების საეკლესიო ხუროთმოძღვრება.- თბ., 1994.- გვ.206-207. - სოფ.ჩხარისა (თერჯოლის რ-ნი) და სოფ.ბუგეულის ეკლესიების ხუროთმოძღვრების შედარებითი დახასიათება. ტექტს ერთვის ფოტომასალა (ტაბ.296-301; 303-304).

10. ბუგეული //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005.- გვ.323-325. - ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტი ქართულ და ინგლ ენებზე. დართული აქვს საკურთხევლის კონქისა და XVI-XVII საუკუნის მოხატულობის ფოტოები.

11. ბერაძე თ. რაჭა.- თბ., 1983.- გვ.86-87. - XVI საუკუნეში აგებული, ფრესკებით მდიდარი ეკლესიის მოკლე დახასიათება. მოხსენიებულნი არიან:ლასხიშვილები.

12. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): ბუგეული. - თბ., 1991.- გვ.40. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა პორტალთა სახასიათო მორთულობითა და სარკმელთა ორნამენტული საპირეებით გამორჩეული, XVI-XVII სს. ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ეკლესიის შესახებ. მოცემულია ძეგლის ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.

13. ბუგეულის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობა //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - თბ., 2008.- გვ.14-19. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიის მხატვრობის ვრცელი იკონოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი. ტექსტს ერთვის მდიდარი ილუსტრაციები.