topmenu

 

ლაბეჭინის მონასტერი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

ლაბეჭინის მონასტერი (ამბროლაურის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ლაბეჭინა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.- თბ., 1983.- გვ.95. - სოფ.ჭყვიშის ახლოს მდებარე შუა საუკუნეების ეკლესიის - ლაბეჭინის დარბაზული ეკლესიის მდებარეობა. ხუროთმოძღვრების, ნაკვეთი ჩუქურთმების, შემორჩენილი მოხატულობის, წარწერებისა და სიძველეთა აღწერილობა. ტექსტს ახლავს ლაბეჭინის ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ფოტო.

2. ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ. ლეჩხუმი. - თბ., 1983. - გვ.46-49. - ექვ. თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილი გაბრიელ ლაბეჭინელის წერილი და მასში მოთხრობილი ცნობები ეკლესიის მშენებლობაზე. ტექსტს ერთვის ეკლესიის გეგმა და ფასადთა ფოტოები (ტაბ.XXIII-XXIX).

3. ლაბეჭინა // ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII ს.). - თბ., 1980. - გვ.162-167. - ლაბეჭინის ეკლესიის XI-XIII საუკუნეთა წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.146-152).

4. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): ლაბეჭინა. - თბ., 1991.- გვ.42. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - XII საუკუნით დათარიღებული, დარბაზული ტიპის, მთავარანგელოზთა სახ. ლაბეჭინის ეკლესიის მოკლე აღწერილობა. მოცემულია ძეგლის გეგმა და ფოტოები სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ.

5. ლაბეჭინის მონასტერი //გობეჯიშვილი ვ. რაჭის მონასტრები. თბ., 2006.- გვ.30-33. - ისტორიულ და სამეცნიერო წყაროები ნასოფლარ ლაბეჭინის მიდამოებში, სოფლის ზემოთ გაბრიელ ლაბეჭინელის მიერ აგებული მონასტრის შესახებ. აღსანიშნავია მონასტრის წიგნთსაცავი (XIII ს.-ს მიწისძვრის შემდეგ ძლიერ დაზიანდა) და ტაძართან არსებული სასულიერო სასწავლებელი. მოხსენიებულინი არიან: მონასტრის წინამძღვარი გაბრიელ ლაბეჭინელი, გიორგი (თვალია) ინასარიძე; ივ.ჯავახიშვილი, ლ.მენაბდე, ლ.ფრუიძე. ტექსტს ერთვის მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის ფოტო.

6. ლაბეჭინა //რაჭა 1991: მიწისძვრით დაზიანებული ძეგლები. - თბ., 2008.- გვ.25. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - მოკლე ცნობა მიწისძვრით საგრძნობლად დაზიანებული ძეგლის შესახებ. ტექსტს ახლავს ეკლესიის ფოტო.

7. ბოჭორიძე გ. რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994.- გვ.63-66