topmenu

 

რაჭა
There are no translations available.

ქ. გამზარდიას ფოტო

რაჭა შეადგენს დასავლეთ საქართველოს ერთ კუთხეს. მის საზღვართათვის ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "რამეთუ მზღვრის რაჭას: აღმოსავლეთით კუდაროსა, წონისა და ფაწის მდინარის შორისი მთა, და კავკასი კედელა, და მუნიდამ ჩრდილოთ წარსული კავკასივე, ვიდრე დიგორის კავკასამდე, რაჭა გლოლისა და ჟღელეს შორისი; სამჴრით წონიდამ წამოსული მთა დასავლეთად აღმოსავლეთიდამ, ვიდრე არპანისა და დღნორამდე, გაჭრილი რიონისაგან მუნ. და მთასა ამას საერთოდ უწოდებენ რაჭის მთას, ხოლო განყოფით დღნორს ზეით წმიდის გიორგისას, მერმე გაჭრილს, ნაქერალას, ველევს, საღორეს, გარჯილას, ნაჯიხურევს, საწალიკეს და კეცებს. ამ მთათა ჩდილოთ კერძი არს რაჭისა და სამჴრეთის კერძი - გარჯილა - ნაჯიხურევ - საწალიკე - კეცებისა - არს არგუეთისა, და მდინარენიცა ეგრეთვე; დასავლით მზღვრის საღორის მთიდამ დღნორამდე რომელნი მთანი აღვსწერეთ, და მთა გუელის თავისა. ხოლო მათ მთათა დასავლის კერძო არს ოკრიბა... და ჩდილოთ მზღვრის რაჭას კავკასი, რომელი განჰყოფს გლოლას, ღებს, ჭიორასა და დიგორს - ბასიანსა, ლუხუნსა და სუანეთსა, სადმელს, ტოლას და სუანეთსა. და ამ საზღვართ შინაგან არს რაჭა, ფრიად მაგარი მთითა, კლდითა ჴრამითა, ჴევითა და ტყითა, შეუალი გარე მტრისაგან ჰავით არს კეთილმშვენი, ზაფხულს გრილი, ზამთარ თბილი და უქარო, მოსავლიანი, თჳნიერ ბრინჯ-ბამბისა ნაყოფიერებს ყოველნი მარცვალნი, ვენახნი, ხილნი, მტილოვანნი ყოველნი“. (ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, გვ.382). ზემოხსენებული მიწა-წყლიდან დღევანდელი პოლიტიკური და ადმინისტრაციული დაყოფით რაჭის ფარგლებში (ამბროლაურის, ონის რაიონებში) არ შედის აღმოსავლეთის ერთი კუთხე - კუდაროს ნაწილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაშია მოქცეული და მეორე დასავლეთისა - დღნორიდან ჭრებალომდე, რომელიც ლეჩხუმზე (ცაგერის რაიონზე) არის მიწერილი. გეოგრაფიულად რაჭა იყოფა ორ ნაწილად: ზემო რაჭა და ქვემო რაჭად; ზემო რაჭა იპყრობს ტერიტორიას დაწყებული ღებ-ჭიორიდან  და გათავებული წესით („იწროთა“); ქვემო რაჭა კი წესის ქვემო ნაწილს. რაჭის სახელისათვის ვახუშტი წერს, რომ „სახელი რაჭა, მოიგო გარემოთა დიდროვანთა მთათაგან და შიგან ღრმის ადგილებისა მიერ "იხილე რა ჭაა ესე"-ო; ეს განმარტება, რასაკვირკელია, საეჭვოა: სიტყვა "რაჭა" სხვა ძირიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ვახუშტი აგრეთვე წერს: „რაჭას პირველად თაკუერი ეწოდებოდა“ (ვახუშტი, „ქართლის ცხოვრება“, IV, გვ.748, შენ.1). ივ.ჯავახიშვილის აზრით, „იქნებ წინათ თაკუერი საზოგადო სახელი იყო რაჭა-ლეჩხუმისა, ხოლო შემდეგ რაჭა შემოიღეს და თაკუერი ლეჩხუმს შემორჩა"- ო (ივ.ჯავახიშვილი, თხზ. ტ.II, თბ., 1983, გვ.52). საჭიროდ ვთვლი მოვიყვანო ზოგიერთი ისტორიული ცნობები რაჭის დასახლებული ადგილების შესახებ. რაჭის უძველესი ხანის მოსახლეობისათვის ძვირფას მასალას იძლევა ნიკორწმინდის ეტრატზე ნაწერი სიგელი XI ს. მასში მოხსენებული არიან შემდეგი სოფლები: ზნაკუა, მეტეხარა, ჯვარისა, ნიკოლაოს წმიდა, ბეთაბრელი, ზახლეული, კაჩაეთი, ჴევ-ჴმელი, შხრო, შომეთი (შოშიეთი ?), ქუმელოანი, თერნეული თუ თერნეულისთავი, ხოტევი, აგარა, ძირგეული, ჴივში, შქმერი, საჴიდი, ველიშეული, ცხილათი, საწირუ, მუხურა, ამათგან ზნაკუა, ჯვარისა, ნიკოლაოსწმიდა იგივე ნიკორწმინდა, ხოტევი, აგარა, ძირგეული იგივე ძირაგეული, ჴიეში და შქმერი დღესაც არსებობენ; შომეთი (შოშიეთი ?) თ.ჟორდანიას მიერ შეცდომით არის ამოკითხული; უნდა ყოფილიყო შომიეთი, რომელიც დღესაც ეწოდება ნიკორწმინდის დასავლეთ - ჩრდილოეთ განაპირას მდებარე ადგილს, ჭელიშისაკენ მიმავალ გზაზე, რომელზედაც უბანი გაშენებულა ამ 60-80 წლის წინათ. კაჩაეთი ჰქვიან სოფელს ნიკორწმინდის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით (მობმულია ნიკორწმინდაზე); შხრო დღეს ჰქვიან ერთ წყაროს ნიკორწმინდაშივე რომელიც ხვდება ტყიბულიდან მიმავალ ადამიანს მარჯვენა მხარეს, ე.ი. ნიკორწმინდის ეკლესიის დასავლეთით, მცირე უბანში (30 კომლი); ალბათ, ამ წყაროს გარშემო მდებარე ადგილსაც ძველად იგივე სახელი ერქვა. ჴევ-ჴმელიც ადგილს ეწოდება ორგან: ერთი სოფ.ნიკორწმინდის ბოლოზე, დასავლეთით მეორე კი ნიკორწმინდიდან დასავლეთით მთაში, 3 ვერსზე; უფრო პირველი უნდა იყოს. არა ჩანს მდებარეობა: მეტეხარასი, ბეთაბრელისა, ზახლეულისა, ქუმელოანისა, თერნეულისა თუ თერნეულისთავისა და საჴიდისა. სხვა რა სოფლები არსებობდა XI ს. არ ვიცით. მერმე, XV ს. მოსახლეობისათვის მცირე ცნობებს იძლევა ალექსანდრე მეფის სიგელი 1432 წლისა (ს.კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის წ.I, გვ.126-130). აქ მოხსენებული არის ზემო რაჭის ერთი ნაწილის შემდეგი ადგილები: ონი, ჭიდროთა, გლოლა, ზედაქალაქი, ბუბა, ჩუშო, ჭიორა, შოდა, ღები და თევრეშო; ამათში ყველა დასახლებული ადგილია, მხოლოდ ჭიორა და გლოლა არა ჩანს მოსახლეობიანია თუ არა. შემდეგ, XVII ს. მოსახლეობისათვის ცნობები მოგვეპოვება აგრეთვე რუსეთის ელჩების ტოლოჩანოვის და იევლევის ელჩობის წიგნში. იმერეთის სამეფოს დასახლებული ადგილების - ციხესიმაგრეების აღწერაში მათ შეტანილი აქვთ რაჭის ციხესიმაგრეებიც. ბოლოს, XVIII ს-ში რაჭა აღწერილი აქვს ვახუშტის. მისი აღწერილობა ყველაზე მთლიანი და სრულია: იგი აღწერს მიწა-წყალს, მოსახლეობას, მის ყოფა-ცხოვრებას, ისტორიულ ძეგლებს და სხვ. აქ აღვნიშნავ მხოლოდ მთავარ დასახელებულ ადგილებს - დაბებს, რომელიც მოყვანილი აქვს მას: კრიხი (ვახუშტი, საქ. გეოგრაფია, ბროსეს გამ., გვ.374), ხოტევი (იქვე), ნიკოლაწმიდა (იქვე), წესი (გვ.376), შქმერი (378), წედისი (იქვე), ონი, ღარი, ძეგლევი, უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები (გვ.380) და სხვ....<<ტექსტი სრულად აქ...<<

ბოჭორიძე გ. // რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები. - თბ., 1994. - გვ.40-43

 

რაჭის ისტორიული ძეგლების სია

  1. ამბროლაურის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები და კოშკი
  2. ბარაკონის ღვთისმშობლის  მიძინების ეკლესია
  3. ბარეული ციხის ნანგრევები მაქსიმეს ძე ფოფხაძის მამულში და სოფლის ძირას, დედაღვთისას ეკლესიის ნანგრევები, ბარეულის "საგვალას" კოშკები, ციხის ნანგრევები ქვევიდან ესიკი რობაქიძის მამულში.
  4. ბარი (ზემო ბარი და ქვემო ბარი): ქვემო ბარის მაცხოვრის ეკლესია საბუკეს გორაკზე და ღვთიმშობლის ეკლესია, ზემო ბარის ეკლესია.
  5. ბეთლევის თვთისმშობლის მოხატული ეკლესია (ამბრ.)
  6. ბეჟანის ციხე
  7. ბოყვის მთავარანგელოზის ეკლესია, გამოქვაბული მაღალ კლდეში.
  8. ბუბის მონასტერი
  9. ბუგეულის ღვთისმშობლის ეკლესია
  10. გენდუშია ტაძარი
  11. გენდუშის "მალის" ციხე
  12. გლოლის "ზედქალაქის"  წმ.გიორგი და ჯვარიპატიოსანი (?), ბერის საყდარი, გლოლის ტაძარი, გლოლას კოშკის ნანგრევები სოფელში და სოფლის მახლობლად, ნათლისმცემლის თუ ღვთისმშობლის ეკლესია,
  13. გოგოლათი
  14. გომის წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები
  15. გონის მთავარანგელოზი
  16. გორის წმ.გიორგის ეკლესია, ჩუქურთმებიანი ქვა.
  17. გორისუბნის, წმ. ბარბარეს სახელობის ტაძარი
  18. დვალთის დედათა მონასტერი
  19. ველიეთის სამი კოშკი მდ. რიონის მარცხენა მხარეს
  20. ველტყევის მონასტერი
  21. ზემო ბარის ტაძარი (იხ. ბარი)
  22. ზემო ჟოშხის ძეგლები (იხ.ჟოშხა)
  23. ზნაკვის ციხე, ზნაკვის ტაძარი
  24. თამარ დედოფლის საყდარი
  25. თლუღის "ტეხისის" წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები
  26. ირის "ძელი ჭეშმარიტის" ნასაყდრალი, რუბოძალის (ხევია) ჭალაში
  27. იწას ეკლესია
  28. კვაჟა, შუა კვაჟას ეკლესიის ნანგრევები
  29. კვარაციხე, სოფელ სხვავაში იხ. სხვავა
  30. კვაშხიეთის ყორეები საჯვარისა და ანო გოშაძის ეზოში
  31. კვაცხუთის ბაზილიკა
  32. კვერთის ნასაყდრალი
  33. კვირიკეწმინდის კვირიკეს და ივლიტას ეკლესია
  34. კვიტაშვილის (?) ციხის ნანგრევები და კლდის წვერზე კოშკის ნანგრევები
  35. კლდისუბნის ციხე-კოშკები (თავად იაშვილების საგვარეულო კოშკი ), ღვთისმშობლის ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია კლდეზე.
  36. კრიხის (ზემო კრიხის) მთავარანგელოზი და ქვემო კრიხის ეკლესია
  37. კუნეთის მეგალითური ნაციხარი (კუნეთის წყაროსთან, ონის მახლობლად)
  38. ლაბეჭინის მონასტერი, სოფელი ჭყვიში
  39. ლაგვანთას კოშკის ნანგრევები მდ.საკაურას ხიდის გაღმა
  40. ლაჩთის კოშკი
  41. ლეკნარის მონასტერი
  42. მეორე ტოლის სამების ეკლესია
  43. მეჭვრეთის (სოფ.ლიხეთი) მონასტერი
  44. მთასაყდარის ნამონასტრალი, ლეკნარი
  45. მინდაციხე (ამბროლ.)
  46. მიქარწმინდის მონასტერი
  47. მრავალძალის წმ.გიორგის ეკლესია
  48. მოტყიარი - ეკლესია, ბერის წყარო
  49. ნააგარევის ციხე-სასახლე წუსუკიძეთა
  50. ნაკიეთის იოანე ნათლიმცემლის სახელობის ტაძარი
  51. ნიკორწმინდა
  52. ონის მთავარანგელოზი, ონის სინაგოგა, ონის წერეთლების სასახლე კარის ეკლესიით
  53. ონი - ამბროლაურის ისტორიული ხიდი
  54. პატარა ონის წმ. ნიკოლოზის და წმ. გიორგის ეკლესიები, ციხე - დარბაზი
  55. პატარა ჩორჯოს "საყიორის" წმინდა გიორგის ეკლესია
  56. პირველი ტოლის ციხე და მაცხოვრის ეკლესია
  57. პიპილეთის წმ.გიორგის ეკლესია
  58. ჟაშქვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია
  59. ჟოშხოს (ქვედა ჟოშხოს) - ჯვარცმის ეკლესიის ნანგრ., ქვედა ჟოშხოს ციხის ნანგრევები
  60. სადმელის წმინდა გიორგი ტაძარი
  61. საკაოს სამზიარის უდაბნო, წინა საკაოს ხიდეშლების უბნის ჭიდილა ქედის ნასაყდრალი სოფლიდან 1 ვერსზე, ხოჯორას ნასაყდრალი (სოფლდან ჩღდ-დას 2 ვერსზე), ვერძის რუს ნასაყდრალი (სოფლ-დან დას. 1 ვერსზე), ნაციხარი (სოფ-ის სამხრ), სხარალის ნასაყდრალი (სოფლ-დან სამხრ-ით 1 ვერსზე),  უკანა საკაოს "სამზიარის" უდაბნოს წმ.გიორგის ეკლესია
  62. სამთისის დედაღვთისას ეკლესია
  63. საქორიის ციხის ნანგრევები ძეგლევის მახლობლად.
  64. სევას ეკლესიის ნანგრევები
  65. სომიწოს წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები
  66. სორის ჯვარცმის მოხატული ეკლესია, "ნაციხარი" გორაკზე, ციხის ნანგრევები რუბენ გოცირიძის გზაზე
  67. სხვავის ეკლესია, სხვავას კვარაციხე, მეფის სასახლე კოშკით, ეკლესიით, "სხვავას "ძელი ჭეშმარიტის" ეკლესიის ნანგრევები, სხვავას მახლობლად ტყეში ნათლისმცემლის უდაბნოს ეკლესიის ნანგრევები...
  68. სხიერის "მირიანისეული უძრავი" წმ.გიორგის მოხატული ეკლესია (მე-10 ს.)
  69. ტბეთის მთავარანგელოზის ეკლესია
  70. ტოლა - (იხ. პირველი ტოლის (ციხე და მაცხოვრის ეკლ) და მეორე ტოლის (სამების ეკლესია)) ძეგლები
  71. უწერის ღვთისმშობლის ეკლესია
  72. ფარახეთის მთავარანგელოზის მოხატული ეკლესია
  73. ფუტიეთის სამება
  74. ქედისუბნის წმ.გიორგის და მთავარანგელოზის ეკლესიები.
  75. ქვემო ბარის ეკლესიის ნანგრევები
  76. ქვემო კრიხის ეკლესია
  77. ქვედა ჟოშხას ეკლესია (იხ. ჟოშხა)
  78. ქვედა შავრის ანჩისხატის ტაძარი
  79. ქვიშარის ეკლესიები ( მაცხოვრის ეკლესია და დედაღვთისა­­)
  80. ქოლოსი (შქმერი), შქმერის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი
  81. ღადიშის ნამონასტრალი, წმ.გიორგი
  82. ღების გოდოლნი 10-ზე მეტი, ღების კოშკი ილიკო ნიკოლოზის ძე გავაშელიშვილის გზაზე, ღების პატარა სოფლის დედაღვთისას ეკლესია-კოშკი.
  83. ღვარდია - ზედა ღვარდია, ქვედა ღვარდია
  84. ღვიარას ციხის ნანგრევები, ჯგირეშის ეკლესია, სოჩბის წმ.გიორგის ეკლეისი ნანგრევები მთაში
  85. შავრა (ზედა შავრას) ეკლესია
  86. შარდომეთის ციხე (ონის რ-ნი)
  87. შეუბნის სინაწმინდის ეკლესია
  88. შოდის მონასტერი
  89. შუა კვაჟას ეკლესია
  90. შქმერის უშოლთის წმ.გიორგის ეკლესია, "მოჭოხის" წმ.გიორგის ეკლესია, ხარისთვლის "ოლოსის" ეკლესია
  91. ჩორჯოს სამების ეკლესია
  92. ცხომის დედათა მონასტერი
  93. ცხრაჯვარი
  94. წინა საკაოს ნასაყდრალი (იხ. საკაო), ხოჯორას ნასაყდრალი, ვერძის რუს ნასაყდრალი, ნაციხარი სხარალსი ნასაყდრალი
  95. წედისის წმ.გიორგის ტაძარი ნაძვების ეკლესია ფორაზე, ციხის ნანგრევები
  96. წერეთლების ციხე-სასახლეს ნანგრევები
  97. წესის "ნინიას ციხის" ნანგრევები, წმ.მარინეს ეკლესიის ნანგრევები, ბარაკონის ღვთიმშობლის ტაძარი, წესის ძველი ეკლესიის ნანგრევები.
  98. ჭალის სამების ეკლესია
  99. ჭელიაღელეს ტაძარი
  100. ჭელიშის მონასტერი, უდაბნოს ღვთისმშობლის ეკლესია, "ნადაყუდებლოთი".
  101. ჭიდროთციხე თავისი ნანგრევებით
  102. ჭიორის გოდოლნი 5.
  103. ჭოლევის მონასტერი
  104. ჭყვიშის ციხე
  105. ხვანჭკარის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები, გოლგოთის ეკლესია.
  106. ხიდიკარის ციხე, ორი კოშკი გამოქვაბულებით.
  107. ხიმშის წმ.გიორგის ეკლესია, ჭიჭინაძიანთ უბნის "ლანდიას" ციხე-კოშკი
  108. ხონჭიორი
  109. ხოტევის ეკლესია, ხოტევის "წულუკიძის ციხე"
  110. ჯოისუბანი, ჯვარისუბანი, ჯოისუბნის "მცხეთის" წმ.გიორგის ეკლესია

 

ახლად აშენებული ტაძრები

  1. უწერის ეკლესია (ახალი)
  2. ღების მაცხოვარი (ახალი)...
  3. ზვარეთი (ახალი)
  4. ქვედის წმინდა სამება
  5. აგარა
  6. უყეში..
  7. მოტყიარის წმ.გიორგი
  8. ტეხისა
  9. საკეციას ტაძარი
  10. წკადისის ბაზილიკა
  11. ქვედის ეკლესია
  12. ლაჩთის ტაძარი
  13. ჭიორის ეკლესია
  14. ჭრებალოს წმ. ნიკოლოზის ტაძარი

 

შედგენილია გ. ბოჭორიძის წიგნის მიხედვით - "რაჭა - ლეჩუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბ., გამ. "მეცნიერება", 1994, გვ. 269-272

"რაჭა და რაჭველები" http://www.facebook.com/pages/racha-da-rachvelebi