topmenu

 

საფარა

საფარის მონასტერი, ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა, ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამცხის მფლობელ ჯაყელთა ერთ-ერთი რეზიდენცია. დაარსებულია არა უგვიანეს X საუკუნისა. მდებარეობს ახალციხიდან 10-12 კმ-ზე

 

 

 

 

 

***********************************************************************************

გ. ხუციშვილი - ფრესკა საფარის მონასტრის წ. საბას ტაძრიდან-  ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ. 64-67

საფარის მონასტერი - ქართული შუასაუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მონასტრის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს XIII ს. ბოლოს ბექა მანდატურთუხუცესის დროს აგებული - წმ. საბას გუმბათოვანი ტაძარი. ძეგლი ფრიად საყურადღებოა და განსაკუთრებით იმით, რომ იმ დროინდელი აღმოსავლეთ საქართველო არც თუ ისე მდიდარია მსგავსი ძეგლებით; სულ მცირე ხნის წინ ძლევავამოსილი ქვეყანა ფაქტიურად ჰკარგავს დამოუკიდებლობას და სისხლისმღვრელ ომებში დაუძლურებული ძლიერი დამპყრობლების წინაშე პირისპირ აღმოჩნდება... <<ტექსტი სრულად აქ <<

***********************************************************************************

საფარა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.63.

საფარის მონასტერი, დაარსებული, ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს X ს-ისა, მდებარეობს ხეობის სიღრმეში, მთებით გარშემორტყმულ ადგილას. XIII ს -ში იგი ეკუთვნოდა სამცხის მფლობელთ - ჯაყელებს, რომელთაც საუკუნის მიწურულში ააშენეს წმ.საბას ტაძარი. ხუროთმოძღვარი იყო ფარეზასძე, რომლის სახელიც მოხსენებულია დასავლეთ კარიბჭის სარკმლის წარწერაში....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: საფარა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.100, 112, 134

საფარის მონასტერი მდებარეობს ქალაქ ახალციხის მახლობლად. მრავალ ნაგებობათა შორის (აქ მარტო 12 ეკლესიაა) პირველყოვლისა გამოიყოფა წმ. საბას ტაძარი აგებული XIII საუკუნის ბოლოს ბექა მანდატურთუხუცესის დაკვეთით ხუროთმოძღვარ ფარეზაისძის მიერ. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს წაგრძელებულ ოთხკუთხედს გუმბათით ორი თავისუფლად მდგომი ბურჯითა  და პატრონიკეებით დასავლეთის მკლავის გვერდებზე. ტაძარს აქეს სამი შესასვლელი,  რომელთაგან დასავლეთისას ახლავს სამმალიანი კარიბჭე....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

საფარა // ზაქარაია პ. -  ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა - XI-XVIII სს.-წ.3. - XIII-XVIII სს. - თბ., 1981. -გვ.5-54.

...........................<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

საფარის მონასტერი //საქართველოს სულიერი საგანძური. -   წ.I. -თბ., 2005.- გვ.303-307.

XI საუკუნეში აგებული წმინდა საბას სახელობის საფარის მონასტრისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა. ცნობები სამცხის მფლობელების , ჯაყელების შესახებ. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ფოტოები....<<ტექსტი სრულად აქ...<<