< უკან დაბრუნება ...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
უბისი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 167
ეკლესია IX ს-ისა, კოშკი 1141 წლისა
სოფ. უბისი იმერეთშია, ორჯონიკიძის (ხარაგოულის) რაიონში, თბილის-ქუთაისის გზის მარცხნივ. აქ ძველ ნაგებობათა მთელი კომპლექსია. ერთნავიანი ეკლესია, რომლის აშენების ამბავი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია მოხსენებული, გვიანდელი, ალბათ XVI ს-ის, მინაშენები მის გარშემო (თავად აბაშიძეების მიერ გაკეთებული), რიყის ქვით აშენებული სამრეკლო და 1141 წლით დათარიღებული დიდად საინტერესო ნაგებობა - კვადრატული სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი (დაყუდებული ბერისთვის?), აშენებული ნასვრეტოვანი ტუფის თლილი კვადრებით. ეს ერთი იშვიათი ნიმუშთაგანია იმდროინდელი საცხოვრებელი შენობისა, მით უფრო მნიშვნელოვანი, რომ ზუსტად არის დათარიღებული. 1967-69 წწ. ჩატარდა ძეგლის რესტავრაცია (არქ. ვ.ცინცაძე). უბისი განსაკუთრებით ცნობილია ეკლესიის ფრესკებით, რომლებიც XIV ს-შია შესრულებული. ეს ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც ბიზანტიური მხატვრობის ე.წ. პალეოლოგურ სტილს უახლოვდება.
1. Е. Такайшвили, АЭРЗ, V, Т., 1915 გვ. 1-41
2. ვახტანგ ცინცაძე, უბისის სვეტი: „ძეგლის მეგობარი“, კრებული მეთვრამეტ, თბ., 1969 წ., გვ. 34-37
3. რ. შმერლინგი, უბისის ტაძრის დათარიღების საკითხისათვის. სსსრ მეცნ. აკად. მოამბე, ტ. XVI, №2, თბ., 1955, გვ. 169-174.
|