topmenu

 

აბულის ციხე - მელიქსეთ-ბეგი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ... << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<მეგალითები საქართველოში>>>

აბულის ციხე // ლ. მელიქსეთ ბეგი  - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბილისი 1938 წ., გვ.67-70

ციკლოპურ ნაციხარ-ნაქალაქევთა ტრანსფორმაცია კლასობრივ საზოგადოებაში

ციკლოპური ნაციხარ-ნაქალაქევები ძირითადად მიეკუთვნება გვაროვნულსა და გვაროვნულ-ტომობრივ საზოგადოებას, ან მისი რღვევის ხანაა, ყოველ შემთხვევაში, ამა თუ-იმ ქვეყნის განვითარების წინაკლასობრივ ფორმაციას. ამასთანავე, ასეთ ნაციხარ ნაქალაქევთა გვერდით, საქართველოში მოიპოვება ისეთი სადგომებიც, რომლებიც ციკლოპური ნაგებობის სისტემისაგან გარკვეულად დაშორებულნი არიან, მაგრამ ფეოდალური ეპოქის ნაგებობათა ყაიდაზე მაინც არ არიან გამართულნი. ამიტომაც, ჩვენ მათ პირობითად ციკლოპურ ნაციხარ-ნაქალაქევთა ტრანსფორმაციას ვუწოდებთ. უკანასკნელი ტიპის შენობები ხასიათდება შემდეგი თვისებებით 1) ისინი ისეთივე უზარმაზარი და ტლანქი ნაგებობანია, როგორც "მეგალითები"; 2) ისინი ისევე  უკირო და, საერთოდ უდუღაბოთაა აგებული: მაგრამ, ამასთანავე 3) ისინი ვეერბერთელა ქვებიდან კი არ არიან დაწყობილი, არამედ ხელოვნურად (ეგების ლითონის საშუალებით) ნამტვრევ ქვათაგან, რომლებიც, ბუნებრივ პირობებთან შეფარდებით, ან მსხვილ ფიქალთა სახითაა გამოყენებული, ან წვრილ-წვრილ ნაჭრებად ქცეული ქვების სახით; დაბოლოს 4) ისინი შედარებით უფრო რთული გეგმისა არიან. მაშასადამე, ასეთი ტიპის ნაგებობათ ის საერთო რამ აქვთ ციკლოპურ ნაციხარ-ნაქალაქევებთან, რომ ისევე გრანდიოზულნი და ტლანქნი არიან და ყოველგვარი დუღაბის მოუხმარებლად აგებულნი: ხოლო ისინივე განსხვავდებიან ციკლოპურ ნაგებობათაგან მით, რომ მათი კონსტრუქტრული ხერხი შედარებით უფრო მაღალი ტექნიკისაა, ეგების ლითონის ნაწილობრივად გამოყენების გამო, და, ამასთანავე, საკმაოდ რთული გეგმისა არიან. და, რასაკვირველია, ცხადია, რომ ასეთი ტიპის შენობები იმავე ეპოქას ვერ მიეკუთვნება, სადაც ციკლოპურ ნაგებობათ ეთმობა ადგილი. ასეთი, ციკლოპური ნაგებობის სისტემისაგან ცოტად თუ ბევრად დაშორებული და ფეოდალური არქიტექტურის სიმაღლემდე ჯერ კიდევ მიუღწეველი ნაციხარ-ნაქალაქევი საქართველოში ორია, ორივე ფარავნის ტბის რაიონში ანუ ძველს ჯავახეთში. ორივე ეს ნაციხარ - ნაქალაქევი "ქოროღლის" სახელწოდებითაა ცნობილი: ერთი მცირე აბულის ერთ-ერთ მწვერვალთაგანზე, ხოლო მეორე - ამავე სახელწოდების მთაზე, რომელსაც ვახუშტი "შაორს" უწოდებს.

მცირე აბულის "ქოროღლი"

ამ ადგილზე ი.როსტომაშვილი 1898 წელს სწერდა: „მცირე აბულზე აქამომდე დაცულია კარგა მოზრდილი ციხე, უქვიტკიროთ დიდი ლოდებით ნაშენი“. ესევე ნაციხარ ნაქალაქევი დაწვრილებით აღწერილია იმავე ი. როსტომაშვილის რუსულ ნაშრომში შემდეგი სიტყვებით: (ი.როსტომაშვილი, სალარო ცოდნისა. რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი, I, გვ.14): «На южном склоне Малого Абула доныне ещё хорошо сохранилась старинная обширная крепость, совершенно отличная по виду постройки от всех крепостей, какие только мне приходилось видеть в остальных местах Грузии. Сложена она вся из огромных плитневых саженных камней и достигает высоты до 3-х саженей, при толщине стен до 5 -6 аршин. Крепость разделена продольной стеной на две неровные части: на северную – меньшую, и южную – большую. Южная часть внутри вся затсроена множеством небольших комнат, или скоре логовищ, соединяющихся друг с другом узкими ходами, так что вся крепость проедсьавшяет одну обширную багню со множеством комнат внутри и с одною дверью снаружи. У самых же крепостных стен комнаты эти двухэтажные, а может быть были трёхэтажны. Как стенв крепости, так и стены самых домиков сложены без всякого цемента и глины. Крепость доныне стоит цклой; свалилась только малая часть южной стены и средней. Кругом крепости, как о том свидетельствуют множество жилищ, искусстно сложенных и крытых плоскими камнями, со множеством ходов, переходов и улиц, существовало обширное поселение. Не ошибусь, если скажу, что таких жилищ в бывшем здесь поселении насчитывается до тысячи, и по обширности оно может поспорить с любим уездным городом. Следов каких-либо орудии, при постройке употреблявшихся, нет никаких: крепость и все находяшиеся здесь постройки сложены голыми руками. Но стены и башни сложены весьма искустно и красиво. Это поистине киклопическая постройка.» ამ აღწერას დართული აქვს ნახაზი, სადაც წარმოდგენილია ზოგადი სახე ნაციხარ ნაქალაქევისა ჩრდილოეთ-დასვლეთ მხრიდან (ტაბ. XXV). თვით აღწერა, სამწუხაროდ, სავსებით არ შეეფერება სინამდვილეს. ჯერ ერთი, ციხე-სიმაგრე, რომელიც, მართლაც, ორი ძირითადი ნაწილისაგან შესდგება, სიმაგრისა და ციხე-დარბაზისაგან (შიდა ციხისაგან), თვისი ძირითადი გეგმით სიმაგრის ნაწილში რვაწახნაგოვანია რვა ფორტპოსტით გარეშე კუთხეებთან, რომელთავან ერთი, ციხე-სიმაგრე, რომელიც, მართლაც, ორი ძირითადი ნაწილისაგან შესდგება - სიმაგრისა და ციხე-დარბაზისაგან (შიდა ციხისაგან), თვისი ძირითადი გეგმით სიმაგრის ნაწილში რვაწახნაგოვანია რვა ფორტპოსტით გარეშე კუთეებთან, რომელთაგან ერთი (ჩრდილოეთ-დასავლეთისა) რკალისებრი გეგმისა, დანარჩენები კი ოთხკუთხედი (ტაბ.XXIV). მეორე, ციხე-სიმაგრეს ერთი შესასვლელი კი არ აქვს, არამედ სამი: 1.ჩრდილოეთ-დასავლეთით. 2.ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით და 3.თვით ციხე-დარბაზში (ტაბ.XXVI). მესამე ციხე-სიმაგრე ისევე, როგორც მასში მის გარეთ ნაშენი ბინები მხოლოდ ვეებერთელა ლოდებით კი არ არის აგებული, არამედ ნატეხი ქვებითაც, რაც მაინცა და მაინც ამ სადგომს ციკლოპურ ნაგებობათა სისტემას აშორებს. ამ ნაციხა-ნაქალაქევიდან სოფელ აბულში დაბრუნების შემდეგ გავიგეთ, რომ აქ თიტქოს ქვიდან გამოკვეთილი აკვანი ყოფილიყოს დაცული ერთ-ერთ ბინაში, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვნახეთ. სხვათაშორის, ეს ნაციხარ-ნაქალაქევია რომ იგულისხმება ცნობილ ბალადაში ფარავნის შესახებ, რომელიც ჩაწერილი და პოეტურად გაფორმებულია ოჰ.თუმანიანის მიერ, ხოლო რუსულად ნათარგმნი ს.ქაფანაკიანისა და ქართულად ი.გრიშაშვილის მიერ. სამწუხაროდ, თუმანიანის ჩანაწერში (და, მაშასადამე, რუსულსა და ქართულ თარგმანებშიც) ამ კუთხის ტოპონიმიკა მთლად არეულ-დარეულია: კონტექსტში შეტანილია მითითება - "მთები მთინ-აბული" მაშინ, როდესაც უნდა ყოფილიყო "მთანი აბულნი", რამდენადაც აქ "მთინი" არაფერ შუაა; ასეთი სახელწოდებით ცნობილია მთა ოჰ.თუმანიანის სამშობლოს ლორეს მახლობლად, ძველი კანგარქის (აწ ყაზახის) რაიონში, რომელიც (მთინი) მას მოელანდა, ქართულის უცოდინარობის გამო, როდესაც ხალხში მოსმენილ თქმულებაში "მთანი აბულნი" გამოთქმას წააწყდა. ესევე ნაციხარ-ნაქალაქევი თითქოს იგულისხმება ჯავახეთისა  და კერძოდ სოფელ განძის მიდამოების იმ ობიექტებს შორის, რომელთაც თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენიათ სომეხ დიდ პოეტ, აწ განსვენებულ ვაჰან ტერიანზე და ზეგავლენაც კი დაუჩნევიათ მის შემოქმედებაზე.