topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბაკურიანი - თორის მეგალითები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება ... <<<საქართველოს მეგალითები>>>


 

ბაკურიან - თორის რაიონი //ლ. მელიქსეთ ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბილისი 1938 წ., გვ.63-64

ბაკურიანი.

აქ ციკლოპური სისტემის ნაგებობანი გვხვდება, პირველ ყოვლისა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ისინი გაბნეული არიან სხვადასხვა კუთხეში, როგორც ნამსხვრევები ოდესღაც დიდი სადგომისა; აქ გარკვევით იმჩნევა ოთხკუთხედისა და ცილინდრული გეგმის კედლები, აწ ხშირი ტყით გარშემორტყმული. ასეთივე ნაგებობანი მიმობნეულია ბაღის ტერიტორიის გარეშე, მთის ფერდობებზე.

ციხისჯვარი.

ყოფილი „ფერმის" ტერიტორიის გარეთ, ტყის მახლობლად, მდებარეობს უზარმაზარი ციკლოპური ნაქალაქევი, რომელც შესდგება მრავალ ზღუდეთაგან (ტაბ.XX), მენჰირისა და კრომლეხისაგან: შემდეგში შიგ აუგიათ პატარა ეკლესია, რომლისთვისაც გამოუყენებიათ მეგალითები, კერძოდ ერთი მონოლითი, რაზედაც წარწერილია (ასომთავრულად): "იოანე ნათლისმცემელი".

საკოჭავი და სხვა ადგილები.

ეჭვს გარეშეა, ციკლოპური ნაციხარ-ნაქალაქარი ბაკურიან - თორის რაიონში, აღნიშნულ პუნქტებს გარდა, კიდევ ბევრგან მოიპოვება, მაგ.ბორჯომის მიდამოებსა და საკოჭავში და სხვაგანაც, მაგრამ მათზე ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ვინაიდან ცნობები მათ შესახებ პირადად შემოწმებული არ გვაქვს.