topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბეთანია - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>

განვითარებული ფეოდალიზმი: ბეთანია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბილისი, 1995. - გვ.97.

XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის პირველი ნახევრის გუმბათოვან ძეგლებს აერთიანებს გეგმისა და შიდა სივრცის საერთო გადაწყვეტა. გეგმის მხრივ თავს იჩენს კვადრატისკენ მიახლოების ტენდენცია. იცვლება შენობათა პროპორციები და განსაკუთრებით ფასადთა მორთულობის კომპოზიციური ხერხები. ამ ჯგუფის ძეგლებს შორის აღსანიშნავია XII საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ბეთანიის ტაძარი. გეგმაში იგი უახლოვდება სამთავისის ტაძარს, მაგრამ აქ მასშტაბი შემცირებულია. ძირითადი ჯვრის მკლავები ცოტათი ამაღლებულია კუთხურ ნაწილებთან შედარებით, სამაგიეროდ გუმბათის საფუძველი აწეულია და თვით გუმბათიც მნიშვნელოვნად წაგრძელებულია. ფასადების დეკორატიულ მორთულობაში შემორჩენილია ტრადიციული ნიშები აღმოსავლეთის ფასადზე, მაგრამ გამაერთიანებელი თაღედის სისტემა უარყოფილია. მთავარი ყურადღება ექცევა ფასადებზე სარკმელთა განაწილებას და ორნამენტული აქცენტების შექმნას. აღმოლეთის ფასადზე ნიშები გაერთიანებულია ცენტრალური სარკმლის თავსართით და გვერდითი, მდიდრულად მოჩუქურთმებული სარკმლები ქმნიან ერთიან კომპოზიციას. ამავე დროს ისახება მეორე, ვერტიკალური დეკორატიული ღერძი შედგენილი ცენტრალური სარკმლით, მის ზემოთ მდებარე დეკორატიული ჯვრითა და ბოლოს, პატარა მრგვალი სარკმლის მედალიონით. ტაძრის ყველა სარკმლის საპირეები მრავალფეროვნად და ოსტუტურადაა მოჩუქურთმებული. შიგნით ტაძარი მშვენივრად იყო მოხატული.