topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დედოფლის მინდორი - ი.ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<უძველესი საქართველო>>>

ი.ციციშვილი - დედოფლის მინდორი//ქართული ხელოვნების ისტორია, - ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ.27-28

კომპლექსის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ცენტრალური კვადრატული ეზო. რომლის ოთხივე მხარეს, ცენტრალურ არეებში აგებულია ტაძრები და სამლოცველოები. სამხრეთის მხარეს მოთავსებულია მთავარი ტაძარი, კვადრატული ეზოებით მის ორსავე მხარეს. ტაძრის მთავარი თემაა კვადრატული ოთხსვეტიანი დარბაზი, რომელსაც ახლავს, ასევე ოთხსვეტიანი კარიბჭე. დარბაზს სამი მხრიდან გარს უვლის ვიწრო გარსშემოსავლელი, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან ორ-ორი გრძელი ოთახი ესაზღვრება. ცენტრალური დარბაზი (ცელა) კარით უკავშირდება გარშემოსავლელს, ხოლო ეს უკანასკნელი ორი ღიობით ცენტრალურ ეზოს. დარბაზში სვეტებს შორის მოწყობილი იყო საკურთხეველი. ცელას და კარიბჭის სვეტებიხის შეწყვილებულ, ხის ბაზისებზე შემდგარ საყრდენებს წარმოადგენენ. ტაძრის გვერდითი მინაშენები კრამიტის სახურავით ყოფილა დახურული, ხოლო დარბაზი და კარიბჭე ბანური სახურავით, რომლის ცენტრში გვირგვინი უნდა ყოფილიყო. ცენტრალური ეზოს სამხრეთის მხარეს - ცენტრში, მთავარ ტაძარს ედგმის მცირე ზომის გახსნილი, ორსვეტიანი სამლოცველო. სვეტები აქაც ხისა ყოფილა, მაგრამ ჰქონია ქვის სვეტისთავები ლოტოსის გაშლილი ყვავილის სახის, ხოლო აბაკა შემკული ვარდულების წნულით. ცენტრალური ეზოს ჩრდილოეთ მხარეს გამართულია მცირე ტაძარი კარიბჭეთი, რომელიც იმეორებს სამხრეთის სამლოცველოს კარიბჭეს. თვით ტაძარი დაფუძნებულია სქემაზე - კვადრატი კვადრატის კუთხეში. დარბაზის ცენტრში იდგა ერთი სვეტი. ხოლო კარიბჭეში ორი სვეტი. ტაძარი დახურული უნდა ყოფილიყო ორქანობიანი კრამიტის სახურავით. ეზოს დასავლეთის და აღმოსავლეთის კედლების ცენტრში მოთავსებულია ერთნაირი ტაძრები. გარედან ისინი წარმოადგენენ ოთხსვეტიან პრონასოებს, განივად გაჭიმული ცელის ორსავე მხარეს მოთავსებულია ვიწრო ოთახები, ეზოს მხრიდან კი, მოწყობილია ორსვეტიანი კარიბჭეები. ეზოს ჩრდილოეთ მხარეს განლაგებულია ექვსი ერთნაირი ტაძარი. მათი ცელას ცენტრში თითო სვეტია აღმართული, ხოლო კარიბჭეები ორსვეტიანია. ყოველ ტაძარს ახლავს კვადრატული ეზო. დედოფლის მინდვრის სატაძრო კომპლექსი თარიღდება ძვ.წ. I - ახ.წ. I საუკუნეებით. იგი დაფუძნებულია აღმოსავლურ საკულტო არქიტექტურის ტრადიციებზე და დაკავშირებულია ნაყოფიერების იდეასთან, ხოლო არქიტექტურაში გამოკვეთილია "ცეცხლის  ტაძრის" ელემენტები.