topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ილიჩევსკის ნაქალაქარი

<უკან დაბრუნება

ადრეშუასაუკუნეების ილიჩევსკის ნაქალაქარი (IX-XIII სს.) მდებარეობს კრასნოდარის მხარეში, დაბა ილიჩთან, ბორცვზე. წარმოადგენს არქოლოგიურ ობიექტს, რომელიც აღმოაჩინეს მე-20 საუკუნის 60-იან წლებში (რომელიც ჩატარდა 60-იან წლებში კრასნოდარის პედაგოგიური ინსტიტუტის ექსპედიციის - მ.ლოჟკინის და ნ.ვ.ანფიმოვის მონაწილეობით, აღმოჩენილ იქნა ქართულ სტილში შესრულებული ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტისა და კედლების ნანგრევები. ნაქალაქარი მდებარეობს კრასნოდარის მხარის ოტრადნენსკის რაიონში, ზეგანზე, მდინარე ურუპის მთის მდინარეების კუვისა და გამოვსკის ტყით დაფარულ ხეობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ნაქალაქარს ხელსაყრელი ბუნებრივი მდებარეობა ჰქონდა, მოსახლეობამ იგი დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების სისტემით გაამაგრა - მიწაყრილით თხრილით და ოთხი ქვის გალავნით. ყოველივე ეს გზას უღობავდა მტერს და მომიჯნავე სოფლების მოსახლეობისათვის სანდო თავშესაფარს წარმოადგენდა. ამ თავისებური სიმაგრის ცენტრი ახლანდელი საზაფხულო მერძევეობა – მესაქონლეობის ფერმის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მიმდინარე გათხრების დროს ამ მდელოზე აღმოჩნდა XI–XIII საუკუნეების ხუთი ქრისტიანული ეკლესია. ამ ძეგლების ფუნდამენტები და კედელწყობის პირველი რიგები დაფარული იყო ყორღანის მსგავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ შემაღლებაში და შედგებოდა ნეშომპალასა და სამშენებლო ნარჩენებისაგან. სამი ძეგლი უდაოდ ქართული სტილისაა. ფიქრობენ, რომ ნასახლარს ეწოდებოდა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ცივიტას კონსტანსი, რომელზეც გადიოდა დიდი აბრეშუმის გზა.

 

მის შესახებ სტატიები:

1.მიხეილ ლოჟკინი - შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ძეგლები კრასნოდარის მხარეში // ძეგლის მეგობარი. - 1981. - N57. - გვ.30-35. // Средневековые памятники грузинской архитектуры в Краснодарском крае // Дзеглис Мегобари (Друзья памятников культуры. Издание Грузинского общества охраны памятников культуры). 1981. № 57 (на груз, яз., аннот. на русс. и англ. языках). Тбилиси. С.47-50.

ადრეშუასაუკუნეების ილიჩევსკის ნაქალაქარის (XI-XIII სს.), არქეოლოგიური გათხრების დროს, რომელიც ჩატარდა 60-იან წლებში კრასნოდარის პედაგოგიური ინსტიტუტის ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ნ.ვ.ანფიმოვი), აღმოჩენილ იქნა ქართულ სტილში შესრულებული ქრისტიანული ეკლესიის ფუნდამენტისა და კედლების ნანგრევები. ნაქალაქარი მდებარეობს კრასნოდარის მხარის ოტრადნენსკის რაიონში, ზეგანზე, მდინარე ურუპის მთის მდინარეების კუვისა და გამოვსკის ტყით დაფარულ ხეობებს შორის...<<ტექსტი სრულად აქ....<<

2. http://www.v-life.ru/index.php?area=content&id=9