topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

იშხანი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

იშხანი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. იშხანი ისტორიულ - მხატვრული თვალსაზრისით // ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - ისტორიული ცნობები ძეგლის შესახებ. მისი ხუროთმოძღვრული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ეპისკოპოსი ნერსე, გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი.

2. იშხანი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.32-33; გვ.143-144. - ტაძრის გეოგრაფიული მდებარეობა, მშენებლობის ეტაპები, ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ორნამენტების ანალიზი. მოხსენიებულია ხუროთმოძღვარი იოანე მორჩაისძე. ტექსტს ახლავს იშხნის ტაძრის გეგმა, ნ.სევეროვის ნახაზი ან.კალგინის ანაზომის მიხედვით, ფოტოები (ტაბ.105-107).

3. იშხანის საყდარი // თაყაიშვილი ექვ. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1960.- გვ.7-37. - აღწერილია იშხნის საეპისკოპოსო საყდარი, მისი მდებარეობა, გეგმა, შიდა სივრცე, ფასადები. მოთხრობილია აგების ისტორია, გაანალიზებულია ტაძრის წარწერები. დახასიათებულია მთავარი ტაძრის გვერდით გურგენ მეფის მიერ 1006 წელს აშენებული პატარა ეკლესია. აღნიშნულია ქტიტორთა, ხუროთმოძღვართა და არქიტექტორთა ვინაობა.

4. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მესამე ეტაპი აყვავების ხანაში: იშხანი, ბანა //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. - ტ.1. - თბ., 1936. - გვ.168-179. - იშხნის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ძეგლთა გეგმები და ფოტოები (127-129).

5. ჩაგუნავა რ. იშხნის ტაძრის ერთ-ერთი ფრესკული წარწერის დათარიღებისათვის //მრავალთავი. XVIII. - გვ.344-350. რეზ. ინგლისურ ენაზე. - ტაძრის ერთ-ერთი წარწერის დათარიღება ამავე წარწერაში მოხმობილი მოვლენების მიხედვით.

6. დიდი ხუთეული ტაოთა: იშხანი //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2004. - გვ.129-137. - ტაძრის ისტორია, მთავარი ტაძრის - ჯვარგუმბათოვანი ნაგებობის ხუროთმოძღვრული დახასიათება, დეკორატიული ფორმებისა და მოხატულობის ფრაგმენტების ანალიზი, სიძველეთა აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ვ.ჯობაძე, მ.დიდებულიძე, კალისტრატე ცინცაძე, დ.კაკაბაძე. ტექსტს დართული აქვს მდიდარი ფოტომასალა.

7. ბოლქვაძე თ. იმოგზაურეთ ტაო - კლარჯეთში //ბურჯი ეროვნებისა. - 2003. - N1-2. - გვ.20-23. - იშხნის (X-XI სს.) ეკლესიის ახლანდელი მდგომარეობის შესახებ.

8. სამცხე-საათაბაგოს დაკარგული და აწინდელი სოფლები //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო. - ტფ., 1905. - გვ.14. ცნობები იშხნის ტაძრის შესახებ.

9. ბოსტაშვილი ნ. ახალგანთავისუფლებულ მიწა-წყალზე სამხრეთ საქართველოს 1917 წლის სამეცნიერო ექსპედიციის ორი დოკუმენტი //მნათობი. - 1990. - გვ.152-155. - ექვ. თაყაიშვილის მიერ 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის შესახებ.

10. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. გვ.61-63. - იშხნის ტაძრის ისტორია. მოხსენიებული არიან: გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი.

11. გუგუნავა ალ. მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1996. - გვ.25-27. - ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა იშხნის სამონასტრო კომპლექსის შესახებ, ძეგლის თანამედროვე მდგომარეობა, წარწერების მოკლე პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: გრიგოლ ხანძთელი, საბა იშხნელი, ხუროთმოძღვარი იოანე მორჩაისძე (X ს.). ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (გვ.33-35).

12. იშხანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980. - გვ.288. - მოკლე ცნობები შუა საუკუნეების ძეგლის - იშხნის შესახებ.

13. ჯანაშვილი მ. მესხეთი. - თბ., 1915. - გვ.20-21. - იშხნის ტაძრის მოკლე დახასიათება.

14. მაკალათია ს. მესხეთ - ჯავახეთი. - თბ., 1918. - გვ.22.- მოკლე ცნობები იშხნის ტაძრის შესახებ.

15. ბერიძე ვ. ადრეფეოდალური ხანის ქართული - ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. II. - თბ., 1973. - გვ.623-630. - იშხანი - საეპისკოპოსო ტაძარი.

16. ჩუბინაშვილი გ. ქართული არქიტექტურის გზები. - თბ., 1936. - გვ.69-70. - მოკლე ცნობები VII საუკუნის კათედრალური ტაძრის- იშხნის შესახებ.

17. ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების მესამე ეტაპი აყვავების ხანაში: იშხანი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია, ტ I. - ტფ., 1936. - გვ.175-179. - ძეგლის ვრცელი აღწერილობა და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.127-129).

18. ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.46-47. - იშხნის კონსტრუქციული დახასიათება, გეგმის თავისებურებანი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XIV, ნახ.11,12,15-19; ტაბ.XV,სურ.1).

19. ტაო-კლარჯეთი (გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით) //გაფრინდაშვილი ქ. ქართული სულიერების სათავეებთან. - თბ., 2005. - გვ.73-150. - იშხნის ტაძრის მოკლე დახასიათება.

20. ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1991. - N1. - გვ.117-161. - იშხნის ტაძრის დაწვრილებითი აღწერილობა.

21. ტაო-კლარჯეთის ფოტოთეკა //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - იშხნის ტაძრის არქიტექტურა, მხატვრობა-მოკლე ანალიზი.

22. ალადაშვილი ნ. ტაო-კლარჯეთის ძეგლთა ფიგურული სკულპტურა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXII სამეცნიერო სესია 1967 წლის 22 და 23 ივნისს. თეზისები. - თბ., 1967. - გვ.8. - იშხნის მცირე ეკლესიის რელიეფების ანალიზი.

23. იშხნის ეპარქია //სილოგავა ვ. შენგელია კ. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2006. - გვ.19-40. - იშხნის კათედრალური ტაძრის მდებარეობა, ისტორია, ხუროთმოძღვრება, ეპიგრაფიკა, შემკულობა. წარწერების ანალიზის საფუძველზე დადგენილია პირველი იშხნელი ეპისკოპოს საბას, შემდეგ-ბასილის, სტეფანესა და ილარიონის მოღვაწეობის თარიღები. მოხსენიებულნი არიან:ვახუშტი ბატონიშვილი, კათალიკოსი ნერსე III შინოღისი (აღმაშენებელი); კ.კეკელიძე, ანტონ ცაგარელი და სხვები. ტექსტს დართული აქვს: ტაძრის გეგმა, წარწერებისა და ჯვრების ფერადი ილუსტრაციები (სურ.1-10). ტექსტი წარმოდგენილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე.

24. იშხნის კათედრალი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.217-243. - სოფ. იშხნის დახასიათება, ეპისკოპოს ნერსეს ტეტრაკონქის ნაშთები და მასთან დაკავშირებული საკითხები, კათედრალის ვრცელი აღწერილობა, წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი, სამშენებლო ტექნიკა, ფასადები და მათი ხუროთმოძღვრული პლასტიკა, გურგენ მეფეთა მეფის სამლოცველოს არქიტექტურა. მოხსენიებულნი არიან: მარი ბროსე, ექვ. თაყაიშვილი. ტექსტს ერთვის ტაძრისა და სამლოცველოს გეგმები, წარწერების ფოტოები, ტაბულები და ილუსტრაციები.

25. იშხანი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.164-166. - მდ.ოლთისის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სამონასტრო ცენტრის მოკლე ისტორია და აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია იშხნის ტაძრისა და შესასვლელის თავზე გამოხატული ფრესკის ფოტოები.

26. პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია, 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.314-331. რეზ. ინგლ. ენაზე. - იშხნის, ოთხთა ეკლესიის, ოშკისა და ხახულის მოხატულობის ვრცელი ანალიზი. მოხსენიებუნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ვ.ჯობაძე, ნიკოლ და მიშელ ტიერები, დ.უინფილდი, ნ.ალექსიძე, დ.ხოშტარია, თ.ვირსალაძე. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.

27. ლორთქიფანიძე ი. ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული ხელოვნების საკითხები. - თბ., 1982. - გვ.50-57. - ტაძრის მხატვრობის შესარულების თავისებური მანერის შესახებ (მონუმენტური მხატვრობა, XII ს.).