<უკან დაბრუნება
(+) - გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე
კვარშა (ყვარშა) - ეკლესია ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, ქილდას ჩრდილოეთით რამოდენიმე კმ-ის დაშორებით. დღესდღეობით შემორჩენილია ნანგრევების სახით. ეკლესიის შიგნით აღინიშნება ძლიერ დაზიანებული ფრესკის ფრაგმენტები და ასომთავრული წარწერები ეკლესიის ფასადებზე. ეკლესიის გარშემო ძველი ნასახლარებია. ტაძრის გარშემო მეგალითური წყობის გალავანია.
წარწერა ჩრდილოეთ ფასადზე
ცისკარიშვილი ვ. - ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. -ყვარშას წარწერები - გვ.124. - თბ., 1959
ახალქალაქის ჩრდილო - დასავლეთთ, 18-იოდე კილომეტრის მანძილზე მდებარე სოფელ ყვარშას ეკლესიაზე ამოკვეთილია 6 პატარა წარწერა. წარწერებს ივ.როსტომაშვილი ასე კითხულობს
1. წარწერა მოთავსებულია სამხრეთ კარის თავზე:
"ქრისტე, შეიწყალე... შეუნდვენ ცოდვანი".
2. აღმოსავლეთის კედელზე:
"ამ ეკლესიას (თუ ეკლესიის)"
3. ჩრდილოეთის კედელზე:
"ქრისტე, შეიწყალე მოქელ ცოდვილი"
4. იქვე სხვა ქვაზე:
"ქრისტე, შეიწყალე გაბრიელ"
5. დასავლეთის კედელზე:
"ქრისტე, შეიწყალე...შეუნდვენ..." 409.
წარწერა აღმოსავლეთის კედელზე
წარწერა სამხრეთ კარის თავზე
წარწერა ქვაზე
წარწერა დასავლეთ ფასადზე
ყვარშა (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ყვარშას წარწერები //ცისკარიშვილი ვ.ჯავახეთია ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.124. - ცნობა ი.როსტომაშვილის მიერ სოფ.ყვარშას ეკლესიის წარწერების წაკითხვის თაობაზე.
2. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტორული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. - თბ., 2012. -გვ.64-65. - ყვარშას ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.
|