topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე - ბელტისციხე - ბებრისციხე (ნაწილი 5)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ექსპონატები/მცხეთის მუზეუმი>>>

ვ.ნიკოლაიშვილი, ა.სიხარულიძე, ქ.დიღმელაშვილი, ი.პაპიძე, მ.პაპიძე

ბელტისციხე - ბებრისციხე

(ნაწილი 5)

ბებრისციხეზე (2006-2008 წწ.) არქეოლოგიური მეთვალყურეობისას აღმოჩენილი მასალების კატალოგი (გაგრძელება):

142. ინვ. №192 (01-30-I-2007) (ტაბ.XVI,2) ჯამი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა.

აკლია ერთი მესამედი. კეცი სილანარევია. პირი მრგვალი, სწორი, გვერდი სწორი, კალთა თანაბრად დაქანებული. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებური, ზოგ ადგილას ჩამოტეხილი. ძირი ოდნავ ჩაზნექილია. ზედაპირზე შეიმჩნევა ატკეცვისა დაჩაღრმავებების კვალი. შიდაპირი მთლიანადაა მწვანე ჭიქურით არის დაფარული, რომელიც გადადის პირზეც. აქვე გადატარებულია შავი ჭიქურიც. ჯამის გარე პირზე ტალღოვანი ხაზია შემოვლებული. ზომები: ჯამის სიმაღლე - 6,9 სმ, პირის დმ - 15,6 სმ, პირის სიმაღლე - 2,5 სმ, ჯამის სიღრმე - 5,2 სმ, კეცის სისქე - 0,9 სმ, ქუსლის დმ - 6,8 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,4 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=2,2 მ.

142. Inv.№192 (01-30-I-2007) (pl.XVI,2) bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

143. ინვ. №193 (01-30-I-2007) (ტაბ.XXI,2) მძივი პასტისა, ყვითელი ფერის, მოხატულია ყავისფერი, ჩალისფერი და თეთრი საღებავით.

მძივი ცილინდრული ფორმისაა, შუაში გადატეხილია. აქვს გამჭოლი ხვრელი. ზომები: სიგრძე - 1 სმ, მძივის დმ - 0,9 სმ, ხვრელის დმ - 0,3 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,2მ.

143. Inv.№193 (01-30-I-2007) (pl.XXI,2) bead of yellow paste

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

144. ინვ. №194 (01-30-I-2007) მრგვალი ნივთი, კარგად ნაპრიალები ძვლისა, ავგაროზი ან კვირისტავი უნდა იყოს.

შუაში გახვრეტილია. ზურგი ბრტყელია, შუბლი კი ოდნავ აბურცული. აქვს ღია ჩალისფერი ფერი, აქა-იქ შეიმჩნევა შვინდისფერი კვალიც. ზომები: დმ - 2,5 სმ, ხვრელის დმ - 0,7 ს, სისქე - 0,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,2 მ.

144. Inv.№194 (01-30-I-2007) ronud item of bone (mascot or whorl)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

145-146. ინვ. №195 (01-30-I-2007) ლურსმანი რკინისა. - 146.ინვ. №196 (01-30-I-2007) ლურსმანი რკინისა.

ძლიერ დაჟანგული. აქვს დიდი თავი. წვერი წატეხილი უნდა ჰქონდეს. ზომები: სიგრძე - 2,4 სმ, ლურსმნის თავის დმ - 1,7 სმ, ლურსმნის სისქე - 0,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h =3,35 მ.

145. Inv.№195 (01-30-I-2007) iron nail -146. Inv.№196 - iron nail

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

146.ინვ. №196 - ძლიერ დაჟანგული. აკლია თავი. ზომები: სიგრძე - 4,5 სმ, ლურსმნის სისქე - 0,3-0,9 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,35 მ.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

147. ინვ. №197 (01-30-I-2007) დანა რკინისა, ძლიერ დაჟანგული.

ოდნავ მოხრილია. ტარის მხარეს მნიშვნელოვნად განივრდება და მსხვილდება. ზომები: სიგრძე - 8,7 სმ, სიგანე - 2 სმ, სისქე - 0,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,25 მ.

147. Inv.№197 (01-30-I-2007) iron knife

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

148. ინვ. №198 (01-30-I-2007) მოხრილი ნივთი ბრინჯაოსი.

ნამგალისებური. ძლიერ პატინირებული. ზომები: სიგრძე - 3სმ, სისქე - 0,4-0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=2,2 მ.

148. Inv.№198 (01-30-I-2007) bronze curved item

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

149. ინვ. №199 (01-30-I-2007) (ტაბ.XXIV,2) ქვიშაქვის ფილის ფრაგმენტი.

გვერდებსა და უკანა მხრიდან შერჩენილი აქვს დუღაბის სქელი ფენა. წინა მხრიდან ამოკვეთილია რელიეფური ჯვარი, რომლის მკლავები (ერთი ჩამოტეხილია) ასიმეტრიულია. ზომები: ფილის სიგრძე - 11,1 სმ, სიგანე - 9,1 სმ, სისქე - 2,5 სმ, ჯვრის მკლავის სიგრძე - 2,7 სმ, სიგანე - 1,8 სმ, რელიეფის სისქე - 0,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის გარეთ, აღმოსავლეთი კედლის ძირში.

149. Inv.№199 (01-30-I-2007) (pl.XXIV,2) fragment of sandstone slab, with a relief cross

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

150. ინვ. №200 (01-30-I-2007) ფირფიტა ბრინჯაოსი.

პატინირებული. ზომები: დმ - 3 სმ, სისქე - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,3 მ.

150. Inv.№200 (01-30-I-2007) bronze plaque

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

151. ინვ. №201 (01-30-I-2007) ქვის სალესი, მწვანე შეფერილობისა,

თავისივე ყავისფერი ლაქებით. ნივთის ერთი მხარე უფრო თხელი და ნაპრიალებია მეორეზე. სქელ მხარეს შუაში გახვრეტილია. ზომები: სიგრძე - 4,7 სმ, სიგანე - 1,5 სმ, სისქე - 0,1-05 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,3 მ.

151. Inv.№201 (01-30-I-2007) whetting-stone

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

152. ინვ. №203 (01-30-I-2007) (ტაბ.XXIV,1) ქვევრის პირ-ყელი, წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. აქვს დაბალი ყელი. ქობა ბრტყელია და გარეთ გაზნექილი. ქვევრი მთლიანად დაფარულია წითელი წერნაქით. ზომები: ყელის სიმაღლე - 1,8 სმ, კეცის სისქე - 1,5 სმ, ქობას სიგანე - 5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3 მ.

152. Inv.№203 (01-30-I-2007) (pl.XXIV,1) mouth and neck of winejar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

153. ინვ. №205 (01-30-I-2006) (ტაბ.XVII,1) ჯამი, მოწითალო - მოვარდისფროდ გამომწვარი თიხისა, დამტვრეული.

ნაწილობრივ აღდგენილია. კეცი სილანარევია, ქარსის ჩანართებიანი. პირი მრავალი, ოდნავ მომრგვალებული და დაბრტყელებული აქვს. გვერდი სწორი, ოდნავ მომრგვალებული, კალთა თანაბრად დაქანებული. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებური, ოდნავ გამოყვანილი. ძირი შეზნექილი, ქუსლის ჩაღრმავება ამოვსებულია თეთრი მასით, შესაძლოა ანგობით. ზედაპირზე წერტილოვანი ღრმულები ემჩნევა. შიდაპირი თეთრი ანგობით არის მოხატული. ფსკერზე წრეა, რომლისგანაც პირისკენ ყვავილის და გულის სამი სტილიზებული გამოხატულებაა მიმართული. მათგან ერთი მთლიანადაა შემორჩენილი, ორი კი - ნაწილობრივ. გულის გამოსახულებებს შორის ჩასმულია ცხოველის სტილიზებული გამოსახულებები. თეთრ ანგობზე სახვადასხვა ადგილას მწვანე ფერმკრთალი ჭიქურის ფოთლებია დასმული. ჯამის პირის დაბრტყელებული ზედაპირი ასევე თეთრი ანგობითა და მწვანე ჭიქურითაა მოხატული. ზომები: სიმაღლე - 9 სმ, პირის დმ - 19,5 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,7 სმ, ქუსლის დმ - 7,2 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 0,9 სმ, პირის სიმაღლე - 2,3 სმ, ჯამის სიღრმე - 6,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h=2,6 მ. მსგავსი ფორმისა და მოხატულ-მოჭიქული ჯამი აღმოჩენილია რუსთავის ნაციხარზე [მიწიშვილი 1969: ტაბ.II, სურ.1-2].

153. Inv.№205 (01-30-I-2007) (plXVII,1) bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

154. ინვ. №207 (01-30-I-2006) ჯამი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

დაზიანებულია. კეცი შეიცავს სილის მინარევებს. ჯამი პირმოყრილია და აქვს ბორბლისებური, ძირშეზნექილი ქუსლი. შიდაპირი მოჭიქულია მწვანედ, რაც გადადის ბაკოზეც. ზომები: ჯამის სიმაღლე - 6 სმ, კეცის სისქე - 1 სმ, ქუსლის დმ - 6,2 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1,5 სმ, ძირის ჩაღრმავება - 1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

154. Inv.№207 (01-30-I-2007) bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

155. ინვ. №208 (01-30-I-2006) ჯამის ძირ-ქუსლი, მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი შეიცავს სილის მინარევებს. მოჭიქულია მწვანედ. ქუსლი ბორბლისებური და ძირშეზნექილია. ზომები: ქუსლის დმ - 6,2 სმ, სიმაღლე - 1,1 სმ, ძირის ჩაღრმავება - 1 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

155. Inv.№208 (01-30-I-2007) bottom and foot of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

156. ინვ. №210 (01-30-I-2006) ქოთნის პირ-გვერდი, ჩალისფრად გამომწვარი თიხისა (რესტავრირებული 6 ნაწილისაგან).

კეცი სილანარევია, ორყურიანი. ბაკო მრგვალია, ყელი - დაბალი, გამოყვანილი. მხარზე გარდიგარდმოდ (ჰორიზონტულად) დაძერწილია განივკვეთში მრგვალი პატარა ყურები. აქვს მშვილდისებური ყურისთვალი. ქოთანს მხარსა და მუცელზე ამოღარული ტალღისებური და სწორი ზოლები დაუყვება. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ბაკოს სისქე - 0,7 სმ, პირის დმ - 15 სმ, ყურის სიგრძე - 6,8 სმ, ყურის დმ - 1,5 სმ, თვალის რადიუსი - 1,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

156. Inv.№210 (01-30-I-2007) mouth and side of pot

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

157. ინვ. №211 (01-30-I-2006) დოქის ყელ-ყურის ფრაგმენტი მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

აღდგენილია. კეცი შეიცავს სილისა და კირქვის მინარევებს. ბაკო გარეთ დაქანებული და დაბრტყელებული აქვს. ყელი ცილინდრულია, ყური - ბრტყელი. ზომები: სიმაღლე - 5,8 სმ, კეცის სისქე - 0,5 სმ, ბაკოს სისქე - 0,9 სმ, ყელის დმ შიგნიდან - 3,8 სმ, ყელის დმ გარედან - 4,3 სმ, ყურის სიგანე - 3,2 სმ, ყურის სისქე - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

157. Inv.№211 (01-30-I-2007) fragment of neck and handle of jug

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

158. ინვ. №212 (01-30-I-2006) დერგის კედლის ნაწილი მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

კეცი სილანარევია. ზედაპირი ნაპრიალები აქვს. მუცელზე დაუყვება ერთი ჰორიზონტული, კონცენტრული, რელიეფური ხაზი: ერთ შემთხევევაში ესაა თოკისებური ორნამენტი, სხვაგან ორი პარალელური, სწორი ხაზი. გარდა ამისა, ზედაპირზე ემჩნევა ვერტიკალური და ბადისებური, წნეხვით დატანილი ორნამენტი. შიგნიდან ეტყობა დაზგის ანაბეჭდი. ზომები: სიმარლე - 13,3 სმ, სიგანე - 18 სმ, კეცის სისქე - 0,7 სმ. აღმოჩნდა დონჟონის ნაშალ ფენაში.

158. Inv.№212 (01-30-I-2007) part of wall of dergi

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

159. ინვ. №224 (01-30-I-2007) კვირისტავი წითლად გამომწვარი თიხისა, სილისა და ქარსის მინარევებიანი.

აქვს წაკვეთილი კონუსის ფორმა. ზომები: სიმაღლე - 1,7 სმ, თავის დმ - 4 სმ, ხვრელის დმ - 1,4 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=4,2 მ.

159. Inv.№224 (01-30-I-2007) whorl of red-fired clay

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

 

160. ინვ. №225 (01-30-I-2007) (ტაბ.XXIII,2) ქვევრის პირ-ყელის ნაწილი, წითლად გამომწვარი, კარგად განლექილი, კეცში ეტყობა სილის მინარევები.

ყელზე შემორჩენილი აქვს კირხსნარის კვალი. ბაკო ბრტყელი და გარეთ გაზნექილია. ზომები: ბაკოს სიგანე - 8 სმ, სისქე - 4 სმ, კეცის სისქე - 2,4 სმ, ქობის გარე რკალის სიგრძე - 44 სმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=2,9 მ.

160. Inv.№225 (01-30-I-2007) (pl.XXIII,2) part of mouth and neck of wine jar

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

161. ინვ. №226 (01-30-I-2007) ნემსი? ძვლის, დამუშავებული, წვერწატეხილი.

ასევე მოტეხილი უნდა ჰქონდეს ბოლოც. ზომები: სიგრძე - 4,1 სმ, წვეტის დმ - 1 მმ, ბოლოს დმ - 3,5 მმ. აღმოჩნდა დონჟონში, h=3,2 მ.

161. Inv.№226 (01-30-I-2007) bone needle (?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

162. ინვ. №227 (01-30-I-2007) (ტაბ.XX,1) სადღვებლის გვერდის ნაწილი (5 ცალი), წითლად გამომწვარი თიხისა.

კეცში ემჩნევა სილისა და კირქვის ჩანართები. ყური განივკვეთში ბრტყელია. ყურის ძირში შემოსდევს სავარცხლისებური ორნამენტი (9 ზოლი). ყურის თავთან დატანებული აქვს ხვრელი. ჭურჭელს უნდა ჰქონოდა ყელიც, რომელიც ყურის ზემოთ იწყებოდა. ზომები: კეცის სისქე - 0,6 სმ, ყურის სიგრძე - 11 სმ, ყურის სიგანე - 4,1 სმ, ყურის სისქე - 1,4 სმ, ნახვრეტის დმ - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში. h=3,3 მ.

162. Inv.№227 (01-30-I-2007) (pl.XX,1) part of the side of churn

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

163. ინვ. №228 (01-30-I-2007) გაურკვეველი დანიშნულების საგანი.

ხის ფერი. მრგვალი, ერთ ადგილას ოდნავ შეზნექილი. ორივე ზედაპირზე თანაბარი მოხაზულობის ზოლები ემჩნევა. ზომები: სისქე - 0,4 სმ, დმ - 1,5 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

163. Inv.№228 (01-30-I-2007) item of unclear purpose

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

164. ინვ. №229 (01-30-I-2007) თიხის ნაკლული,

წაგრძელებული, კონუსური ფორმის ნივთი, გამჭოლი ხვრელით - სამშვენისი? ზომები: სიგრძე - 2,2 სმ, დმ - 0,7-1,1 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.

164. Inv.№229 (01-30-I-2007) elongated conical item, fragmentary

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

165. ინვ.№230 (01-30-I-2007) (ტაბ.XIX,2) ჯამის ძირ-ქუსლი, ღია მოჩალისფროდ გამომწვარი თიხისა.

დეფორმირებული. კეცში აღინიშნება სილის მინარევები. ქუსლი მრგვალი - ბორბლისებურია, ძირშეზნექილი, ქუსლის პატარა ნაწილი ჩამოტეხილი აქვს. ფსკერი მოხატულია მწვანე ჭიქურით. ზომები: კეცის სისქე - 1 სმ, ქუსლის დმ - 6,1 სმ, ქუსლის სიმაღლე - 1 სმ, შეზნექილი ძირის სიღრმე - 1,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში. h=3 მ.

165. Inv.№230 (01-30-I-2007) (pl.XIX,2) bottom and foot of bowl

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

166. ინვ. №231 (01-30-I-2007) ჭურჭლის პირის ფრაგმენტი, ლითონისა (ბრინჯაო?).

პატინირებული. შიგნითა მხრიდან დამოქლონებულია მეორე უფრო თხელი ფირფიტა. ზომები: სიგრძე - 6,6 სმ, სიმაღლე – 2,6 სმ, სისქე - 0,1-0,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში.  h =3,7 მ.

166. Inv.№231 (01-30-I-2007) fragment of vessel mouth

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

167. ინვ. №232 (01-30-I-2007) ჭურჭლის პირის ფრაგმენტი, ლითონისა (ბრინჯაო?).

პატინირებული. ერთ ადგილას გახვრეტილია. ზომები: სიგრძე - 3,7 სმ, სიმაღლე - 2,3 სმ, სისქე - 0,1-0,2 სმ. აღმოჩნდა დონჟონში,  h =3,7 მ.

167. Inv.№231 (01-30-I-2007) fragment of vessel mouth

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

168. ინვ. №235 (01-30-2008) მილის ნატეხი, წითლად გამომწვარი თიხისა.

შემორჩენილია კიდის ფრაგმენტი, რომელსაც წატეხილი აქვს მეორე მილში შემავალი თავი. კეცი სილანარევია. ზომები: სიგრძე - 11,8 სმ, სიგანე - 11 სმ, სისქე - 2 სმ, ზედპირსა და ცხვირს შორის სისქე - 2,1 სმ. შემთხვევითი მონაპოვარი ციტადელის გზაზე.

168. Inv.№235 (01-30-I-2007) fragment of red-fired clay pipe

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

169. ინვ. №236 (01-30-2008) კრამიტი, ბრტყელი, გვერდებაკეცილი, მოვარდისფროდ გამომწვარი.

შემორჩენილია მარჯვენა მთლიანი ნაწილი აკეცილი გვერდითა და მუხლითურთ (8 ნატეხი). კრამიტის ზედაპირზე ჰორიზონტულად დატანილია ასიმეტრიული ხაზები. ზომები: კრამიტის სრული სიგრძე - 17 სმ, სისქე - 1,8 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე - 5,6 სმ, აკეცილი გვერდის სიმაღლე შიგნიდან - 4 სმ, აკეცილი გვერდის სისქე - 2,9 სმ, მუხლზედა სივრცე - 6,8 სმ. შემთხვევითი მონაპოვარი ციტადელის გზაზე.

169. Inv.№236 (01-30-I-2007) flat tile with folded-up side

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

170. ინვ. №237 (01-30-I-2008) გაურკვეველი დანიშნულების ფრაგმენტი (ჭურჭლის?).

სქელკეციანი, მინარევებიანი. ერთი პირი შეღებილია ყვითლად. ამავე მხარეს ნატეხს დაუყვება წრიული შვერილი. ზომები: კეცის სისქე - 2,8 სმ, შვერილის სიმაღლე - 0,6 სმ, შვერილის სიგანე - 1,3 სმ, შვერილის შემორჩენილი სიგრძე - 7,6 სმ. აღმოჩნდა დონჟონის გარეთ, აღმოსავლეთის კედელთან.

170. Inv.№237 (01-30-I-2007) fragment of unclear-purpose (vessel?)

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - "+"

171. ინვ. №240 (01-30-I-2008) მონეტა, სპილენძის, ძლიერ პატინირებული.

ზომები: დმ - 1,6 სმ, სისქე - 0,1 სმ. მონეტის გაწმენდის შემდეგ შესაძლებელი გახდა მისი განსაზღვრა - XIV-XVსს. არაბული მონეტაა5 მონეტა განსაზღვრა ი.ჯალაღანიამ. აღმოჩნდა დონჟონში,  h =4,15 მ.

171. Inv.№240 (01-30-I-2007) Arabic copper coin (14th-15th cent.)

 

 

წინა გვერდი (ნაწილი IV)