<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<საქართველოს ციხე - ქალაქები და ეკლესიები>>>
გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 126 - 127.
ნაქალაქარ გრემის ეკლესია და სხვა ნაგებობანი აგებულია აგურისაგან. კახეთის სამეფოს ყოფილ დედაქალაქში (XVI ს.) ამჟამად რამოდენიმე ეკლესიის ქულბაქების - სავაჭრო რიგების, ქარვასლის, აბანოს და სხვა ნაგებობათა ნანგრევებია. ამაღლებულ ბორცვზე აგებულია "მთავარანგელოზის" ეკლესია (1565 წ.), კახეთის მეფის ლევანის მიერ. ეს ბორცვი ზემოთ აზიდული პროპორციების ტაძრითა და ციხე - კოშკების ნანგრევებით, შორიდან არაჩვეულებრივად ცხოველხატულია. ტაძარი ცენტრალურ - გუმბათოვანია, მაღალი გუმბათი შეისრული საბჯენი თაღებით ეყრდნობა საკურთხევლის აფსიდის შვერილებს და დასავლეთის ორ ცილინდრული ფორმის ბურჯს. შიგა სივრცე ვიწროა და მაღალი. ეკლესია აგებულია კვადრატული აგურით. მისი ფასადები დანაწევრებულია სამ არედ, რომელთაგან შუა გვერდისებზე უფრო მაღალია. შეისრული თაღებით დასრულებული სიბრტყეების მორთულობას შეადგენს დიდი ჯვრები, შეისრული დაკიდული თაღები და კუთხით ჩადგმული აგურის ზოლებით შექმნილი ლავგარდნები. მაღალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგზე მოთავსებულია ვიწრო სარკმელი. გრემში, ისევე როგორც სხვა ამ პერიოდის ძეგლში, თვალსაჩინოა ძველი ტრადიციული კომპოზიცია, შეთავსებული აღმოსავლურ მორთულობასთან.
|