There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ფოტოს წყარო: http://society.sangu.ge/georgia/displayimage.php?album=15&pos=1
იკორთა (ცხინვალის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ალექსანდრე ეპისკოპოსი [და სხვ]. თქვენო ბრწყინვალებავ! //ივერია. - 1892 (27 მარტი). - N66. - გვ.2. - იკორთის ტაძრის განახლებისათვის დაარსებული კომიტეტის მიმართვა ერისთავთა გვარის წარმომადგენლებისადმი.
2. "ამ დღეებში სახელმწიფო ქონებათა გამგეობაში..."// ივერია. - 1895 (26 აგვ.). - N183. - გვ.1. - ცნობა ბერ გ.გამრეკელის მიერ ეკლესიის აღდგენისა და აღმოჩენილი ახალი მასალების თაობაზე.
3. გვასალია ჯ. იკორთა //ცისკარი. - 1976. - N4. - გვ.154-155. - ცნობები ქსნის ერისთავთა საგვარეულო ტაძრის-მთავარანგელოზის სახელზე აგებულ იკორთის მონასტრის შესახებ.
4. ვარაზაშვილი მ. იკორთა //ძეგლის მეგობარი. - 1992. - N1. - გვ.57-60. - ძეგლის მდებარეობა, არქიტექტურა, მხატვრული გაფორმება, 1991 წლის მიწისძვრის შედეგები - ზოგადი მიმოხილვა.
5. ზაქარაია პ. იკორთა. - თბ., 1967. ბუკლეტი. - გორის მახლობლად აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება.
6. იკორთა //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა, XI-XII სს.. - თბ., 1975. - გვ.11-142. - ტაძრის არქიტექტურულ - მხატვრული ანალიზი.
7. XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII ს.ს. - თბ., 1990. - გვ.40-54. - ტაძრის ხუროთმოძღვრების შედარება შუასაუკუნეების სხვა ძეგლებთან, ისტორია, მის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, არქიტექტურულ-მხატვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა, განაკვეთების სქემატური გამოსახულება (ილ.XI-XVI).
8. სიმაგრეები: იკორთა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.79-81. - 1172 წელს აგებული, მეორე პერიოდის მშენებლობის ჩვენამდე მოღწეული იკორთის ტაძრისა და ციხე-დარბაზის მოკლე ისტორია, აღწერილობა. სეხნია ჩხეიძის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს დართული აქვს ტაბ.22.
9. იკორთის მონასტერი //ზანგურაშვილი ვლ. ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიების ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2007. - გვ.32-32-33. - მონასტრის ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, ექვ.თაყაიშვილი, იოვანე ქსნის ერისთავი, მონასტრის წინამძღვარი იოაკიმე თითასმანელისძე, შალვა ქვენიფნეველის ძე ერისთავი, მღვდელი დიმიტრი ოქროაძე (ოქროაშვილი). ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.
10. იკორთა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.117. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებული იკორთის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის (1172 წ.) გადარჩენისა და დაცვის ღონისძიებები.
11. იკორთა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.71. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.
12. იკორთა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., 1980.- გვ.105. - სოფ. იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული თავისებურებანი.
13. ს.იკორთა (ქართლი) //ცნობის ფურცელი. - 1899 (4 მაისი). - N810. - გვ2. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ.
14. სოფ.იკორთა. იკორთის ტაძარი // შიდა ქართლი: პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურურლი მემკვიდრეობა. ტ.I - თბ., 2002. - გვ.92-95. - მდ.მეჯუდას ხეობაში აგებული იკორთის ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე; იასე ქსნის ერისთავი, ერისთავთ-ერისთავები: ვარდანი, არსენი, ჭიაბერი, ბასილი. ტექსტს დართული აქვს საკურთხევლის ფოტო, ძეგლის გეგმა.
15. საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები. - თბ., 1991. ალბომი. - წარმოდგენილია ილუსტრაციები 1991 წლის (29 აპრილი, 15 ივნისი) მიწისძვრამდე და მის შემდეგ.
16. სიგმა. სოფ. იკორთა (გორის მაზრა) // ივერია. - 1891 (5 სექტ.). - N188. - გვ.2. - ერისთავების შეწირულობანი მათი საგვარეულო სამარხის გასაახლებლად. მოხსენიებულია ალექსანდრე ეპისკოპოსი.
17. უნაფქოშვილი ვ. იკორთის ტაძარი //ახალი ქართლი. - 1915. - N55. - გვ.2-3. - მოკლე დახასიათება.
18. მაკალათია ს. ქსნის ხეობა. - თბ., 1968. - გვ.89-92. - სოფ.იკორთის ძეგლების: დარბაზული ტიპის ეკლესიის, კოშკისა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ.
19. იკორთა (გორის მაზრა) //ივერია. - 1895 (8 აგვ.). - N168.- გვ.2. - იკორთის ტაძრის შეკეთების თაობაზე. მოხსენებულნი არიან ისტორიული პირები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები.
20. მეგრელიძე ი. წარწერები და სხვა სიძველეები იკორთაში //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე : ისტორიის.. სერია. - 1963. - N3. - გვ.170-171. - იკორთის ტაძრის მოკლე აღწერილობა.
21. იკორთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1982. - გვ.110-113; გვ.142-143. - XII საუკუნის ძეგლის - იკორთის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია იკორთის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები მ.კალაშნიკოვისა).
22. ციხე-დარბაზები: იკორთა //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.164-166. - იკორთის ტაძრისა და მასთან დაკავშირებული ციხე-დარბაზის (ციტადელი, ცილინდრული კოშკი, გალავანი)მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან:ბიძინა ჩოლოყასვილი, შალვა და ელიზბარ ერისთავები, შანშე ქსნის ერისთავი.
23. "სამნი მარტვირნი სამებისად მსრბოლობენ". იკორთა //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I . - თბ., 2005. - გვ. 242-245. - ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების მოწამებრივი სიკვდილის შესახებ. იკორთის გუმბათოვანი ტაძრის აგების თარიღი, ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრულ-სტილისტიკური თავისებურებანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტოები.
24. განვითარებული ფეოდალიზმი: იკორთა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - 1995. - გვ.95. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო (გვ.105).
25. იკორთა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება გამ. ხელოვნება, თბ., 1974. -გვ.151. - სოფ.იკორთის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს იკორთის ეკლესიის ფოტოები (ტაბ.149, 150).
26. იკორთა //საქართველოს სტიქიით დაზარალებული ძეგლები (1991 წლის 29 აპრილისა და 15 ივნისის მიწისძვრის შედეგად): შიდა ქართლი. - თბ., 1991. - გვ.4. - 1172 წელს აგებული გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია ძეგლის გეგმა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
27. იკორთის ტაძარი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.99-103
28. იკორთის ციხე-დარბაზი - "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთის მესამე, ტ.14, გამ. "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., გვ.103-104
29. იკორთა - ნ. გოგიბედაშვილი // ფრესკა, გამ. ნაკადული, 1987, გვ.3-5
|