topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხუცაუ - ძუარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ხუცაუ ძუარი - ისტორიული ძეგლი ჩდილოეთ ოსეთში, სოფ.ფალლაგ-ქომსა და რეგახთან - ძეგლი აღმოჩენილი და აღწერილი იქნა ქართული ექსპედიციის მიერ: 1974 წლის აგვისტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ჩაატარა მდინარეების არდონის, მამიხდონის, ზრუგის ხეობებისა და ნარის აუზის არქეოლოგიური დაზვერვა.

გამოვლენილია "დარბაზული" ტიპის ეკლესიის (5,5X7,5 მ) - ხუცაუ-ძუარის ("ღვთაების სამლოცველო") ნანგრევი. იგი ნაგებია ფიქლით თიხის ხსნარზე, გამოყენებულია ტუფიც. დარბაზისგან საფეხურითა და სამხრეებით გამოყოფილი ნახევარწრიული აფსიდა აღმოსავლეთის სწორ კედელშია ჩაწერილი. საკურთხევლის სარკმლის ორსავე მხარეს ნიშებია. დამრეცრაფიანი სარკმლები აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებშია. დარბაზი შუაში პილასტრებითაა გაყოფილი. შესასვლელი სამხრეთის კედლის დასავლეთ კუთხეშია. ხუცაუ-ძუარი არქიტექტურულად ახლოსაა სოფ.თლის ეკლესიასთან. სავარაუდოდ, იგი დვალეთში სასულიერო და საერო პირთა მიერ დიდი ეკლესიების აშენების შემდეგ თვით სოფლელთა მიერ არის აგებული და წინ უნდა უსწრებდეს დვალეთში გვიან წარმოშობილი - ნახევრადწარმართული სამლოცველოების (რომლებშიც არაა დაცული გეგმარებისა და ორიენტირების ზუსტი პრინციპები) მშენებლობას. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ხუცაუ - ძუარის ეკლესიის მშენებლობის თარიღი XI-XIII სს.. შეიძლება განისაზღვროს.

 

 

 

მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:

ღამბაშიძე გ. ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში //საბჭოთა ხელოვნება, 1976, N3, გვ.72-78