<უკან დაბრუნება....<<<ეკლესია - მონასტრები// ტაო-კლარჯეთის ძეგლები>>>
დოლისყანა - შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, თანამედროვე სოფელ ჰამამლი ქოიში (თურქ.Hamamlı köy), მაღალი მთის ფერდობზე. სამონასტრო კომპლექსიდან მხოლოდ მთავარი ტაძარია შემორჩენილი, დანარჩენი ნაგებობები კი უკვე XIX საუკუნისათვის მთლიანად იყო განადგურებული. კარგადაა შემონახული ეკლესიის მთავარი, ჯვრული ნაწილი, რადგანაც აქ ბოლო დრომდე მეჩეთი (ჯამე) ფუნქციონირებდა. როგორც ირკვევა, დოლისყანა, როგორც დასახლებული პუნქტი, მონასტრის აშენებმადეც არსებობდა. სუმბატ დავითის ძის ცნობით, 826 წელს, იანვარში დოლისყანის ტერიტორიაზე იდგა აშოტ კურაპალატის ლაშქარი, როდესაც იგი მოულოდნელად მოკლეს მტრებმა. მონასტერი აქ X საუკუნიდან დგას, თუმცა მონასტრის დაარსებისა და აშენების ზუსტი თარიღი ცნობილი არაა. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერს, რომ დოლისყანა კლარჯეთის სხვა მონასტრებთან შედარებით გვიან აშენდა, ე. ი. 830-840-იანი წლების შემდეგ. გარდა ამისა, მონასტერი აგებულია 951 წლამდე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების დაწერამდე. შესაბამისად, დოლისყანა 850–950 წლებს შორისაა დაარსებული.
წყარო http://ka.wikipedia.org/wiki/დოლისყანა
************************************************************************************
დოლისყანა // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბილისი, 1974. - გვ.127.
ახლა თურქეთის ფარგლებშია, წინანდელი შავშეთის მიწაზე. გუმბათიანი ეკლესიაა ჯვრისებრი გეგმით. ერთი ნახევარწრიული აფსიდით (საკურთხეველში), დამატებითი კუთხის ოთახებით ჯვრის მკლავებს შორის. კედლები უხეშად დამუშავებული ქვისაა, სარკმლები და მთელი გუმბათის ყელი თლილი ქვისა....<<ტექსტი სრულად აქ...<<
|