topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ანჩისხატი - ი. ციციშვილი

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>

გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: ანჩისხატი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1995, - გვ.128.

ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ანჩისხატის ტაძრის სიახლოვეს დგას 1675 წელს აგებული სამრეკლო. საყურადღებოა სამრეკლოს მარჯვე დაკავშირება რელიეფთან და გარემოსთან. იგი აგებულია ქუჩის პირას, როგორც შესასვლელი და დამაკავშირებელი ქუჩისა, მასზე ოთხი მეტრით დაბლა მდებარე ეკლესიის ეზოსთან. თვით სამრეკლოს კუთხით დაყენება და მასზე მოთავსებული ფანჩატურის გადაწევა მარჯვნივ, ითვალისწინებდა მის აღქმას ვიწრო ქუჩიდან და ეკლესიის წინ შექმნილი პატარა მოედნიდან. სამრეკლო წარმოადგენს კუბურ მასას, რომლის ცენტრში გასასვლელის შეისრული თაღის გვერდებზე ორ სართულად განლაგებულია დეკორატიული ნიშები. მათ ზემოთ კი, კონტრასტული ყვითელი ქვის ფილა სამშენებლო წარწერით. დამაგვირგვინებელი ფანჩატურის ქვის სვეტები ორიგინალური სვეტის თავებით და ლავგარდნით, ისევე როგორც გასასვლელის თაღის არე. ასახავენ ამ პერიოდში გავრცელებულ ირანულ ფორმებსა და მოტივებს.