topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თიანეთის სიონის ნაწილობრივი აღდგენის პროექტი
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ლევან ხიმშიაშვილი (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე) - თიანეთის სიონის ნაწილობრივი აღდგენის პროექტი // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ.18, გვ. 9-12

თიანეთის სიონის ტაძარი, რომელიც დაშლილი იქნა სიონის წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით 1967 წ., გადმოტანილია თბილისში ქართული ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმის ტერიტორიაზე და აღდგენილია იმ სახით, როგორიც იყო დაშლამდე. დაშლის წინა მდგომარეობა დაფიქსირებულია ანაზომებით და ფოტოსურათებით, რომლებიც კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველოს არქივში ინახება. დაშლილი ძეგლის აწყობის შემდეგ დღის წესრიგში დადგა საკითხი მისი ნაწილობრივი აღდგენის შესახებ, რასაც მოითხოვს, როგორც ამ ძეგლის სამუზეუმო ექსპონატად გახდომის აუცილებლობა, ისე მისი მეცნიერულად დაცვა. ძეგლის ნაწილობრივი აღდგენა მიზანშეწონილია, რადგან პროექტით განზრახული ნაწილის აღსადგენად ადგილზე შემორჩენილია ყველა ფაქტიური მასალა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიური მასალების სიმცირის გამო მთლიანი აღდგენის პრინციპის მიღება შეუძლებელი ხდება. ძეგლის ჩრდილოეთის კედელი თითქმის მთლიანადაა მოღწეული ჩვენამდე, იმ დროს, როდესაც სამხრეთის კედლის დიდი ნაწილი და თითქმის მთელი დასავლეთის კედელი დაკარგულია. ამისათვის გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნახევრის აღდგენით დავკმაყოფილებულიყავით ნაწილობრივი აღდგენის დროს.

აღმოსავლეთის ფასადი. ამ ფასადზე საპირე ქვების დიდი ნაწილია დაკარგული. დაკარგული ნაწილის აღდგენის დროს საჭიროა დავიცვათ წყობის ხასიათი. ფასადის გამოწეული ნაწილის შუაში სარკმელი იყო მოთავსებული, რომლითაც საკურთხეველი ნათდებოდა. ამ სარკმლის წირთხლის ქვები დაკარგულია, გადამხურავი ქვა კი დაცულია. უკანასკნელი გვიადვილებს სარკმლის აღდგენას. საკურთხევლის კედლების კარნიზის ფრაგმენტია ადგილზე დარჩენილი, რაც საშუალებას გვაძლევს საკურთხევლის კარნიზი მთლიანად აღვადგინოთ. ფასადის გამოწეული საკურთხევლის უკან მდებარე კედლის საპირე ქვების დიდი ნაწილი შემონახულია. დაკარგული ნაწილების აღდგენა კი შესაძლებელია დარჩენილი წყობის ხასიათის დაცვით. ამ ნაწილის კარნიზის აღდგენაში დაგვეხმარება აქვე, ჩრდილო - აღმოსავლეთის კუთხეში დარჩენილი კარნიზის ნაწილი. ამ კუთხეში ჩრდილოეთის თარაზულ კარნიზს აღმოსავლეთის ფასადის დახრილი კარნიზი ეყრდნობოდა. დახრის კუთხე აღმოსავლეთის ფასადის ფრონტონისათვის განსაზღვრული იქნა შემონახული კვალის მიხედვით, რომელიც 20 – 25 გრადუსის ფარგლებშია. განაკვეთის აღდგენისას კეხის სიმაღლე თარაზოდან 7,00 მ. სიმაღლეზე მოთავსდა. ამ დროს კი სახურავის დახრის კუთხე 25 გრადუსი უნდა იყოს. როგორი იყო ფრონტონის კარნიზი? ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ აქ კუთხესთან მდებარე თარაზული კარნიზის ფორმა იყო მოხმარებული და შემცდარიც არ უნდა ვიყოთ, თუ მისთვის ამ კარნიზის პროფილს გავიმეორებთ.

ჩრდილოეთის ფასადი. როგორც ავღნიშნეთ, ჩრდილოეთის კედელი თითქმის თავისი პირვანდელი სახით გვაქვს დარჩენილი. აქ მხოლოდ კარნიზის ქვების ნაწილია დაკარგული, რომლის აღდგენა განმეორებით შეგვიძლია ადვილად ჩავატაროთ.

დასავლეთის ფასადი. დასავლეთის კედლიდან დარჩენილია მხოლოდ ცოკოლის რამდენიმე ქვა და ხუთიოდე წყობის ქვა პირველ რიგიდან. ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია მოცულობის მხოლოდ ნახევრის აღდგენა, ეს განაპირობებს, რომ ამ ფასადის ნაწილი უნდა აღვადგინოთ. საერთო განზომილება ცნობილია და თუ წყობის ხასიათს დავიცავთ, ვფიქრობთ, კედელი აღდგენილი იქნება თავის პირვანდელი სახის საკმაოდ მიახლოებული განმეორებით. ფასადის ცენტრში კარი იყო. ამ კარის გაბარიტების დადგენა დარჩენილი ნაწილებით ხერხდება. გარედან ტიმპანის ქვით ყოფილა დახურული, ისე როგორც ეს თელოვანსა და ჟალეთში გვაქვს. კარი გაფორმებული იყო ლილვიანი არშიით. მისი ფრაგმენტი დარჩენილია. კარის ზემოთ სარკმელი უნდა ყოფილიყო (უკანასკნელი ვარიანტით ჩვენ ამ სარკმელს კედლის აღღგენის დროს გვერდს ვუვლით) კედელში მის სავარაუდებელ ფორმის ნაწილს დავნიშნავთ. მაგრამ დასავლეთის ფასადის ჩრდილოეთის ნაწილში კიდევ ერთი სარკმელია სავარაუდებელი. აქ სარკმელი, ვფიქრობთ, რომ აუცილებლად არსებობდა, ვინაიდან გვერდითა ჩრდილოეთის ნავს, სხვა სარკმლისათვის ადგილი არ აქვს. ის ცენტრალურ ნავის სარკმელზე შედარებით მცირე ზომის უნდა ყოფილიყო და ჩაწერილი იყო ნავის გადამხურავი ცილინდრული თაღის ცენტრში; სიფართე და სიმაღლე ანალოგიებით გვაქვს მიღებული.

შიდა მოცულობა. ტაძარი სვეტებზე დაყრდნობილი თაღების საშუალებით სამ ნაწილად არის დაყოფილი. ცენტრალური ნავი გვერდითა ნავებთან შედარებით განიერია, მას აღმოსავლეთით საკურთხეველი ეკვრის. დღეს ოთხივე სვეტი წაქცეულია. ადგილზე აღდგენილია სვეტების ბაზები. სვეტები ძლიერ დაზიანებულია. აღდგენილი შეიძლება იქნას მხოლოდ ორი. სვეტებიდან კამარები კედლებზე იყო გადაყვანილი. კედელში დარჩენილია კამარის ქუსლი. თუ როგორი იყო ამ კამარების ფორმა, ადგილზე არავითარი საბუთი არ გაგვაჩნია. მათ აღსადგენად ჩვენ ვიყენებთ იმ პრინციპს, რომელიც საკურთხევლის თაღის შესწავლით იქნება დადგენილი. ეს თაღი ნალისებური ფორმისაა (იხილეთ საკურთხევლის თაღი) და შეიძლება აგებული იქნას შემდეგნაირად; მონაკვეთი ა=ღ/3, ვინაიდან მშენებლობა მიმდინარეობს ქუსლებს შორის მანძილთან დაკავშირებით, ამიტომ საჭიროა მონაკვეთის დამოკიდებულება განვსაზღვროთ, Aб მონაკვეთთან. ირკვევა, რომ აღებულია მისი 5,6 ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ მოცემული გვაქვს გადასახურავი მალის მანძილის ნახევარი ჩ, მაშინ მონაკვეთი ა=ჩ/2V^2; რადიუსი კი ტოლი იქნება მოღებული სიდიდის ნამრავლისა 3-ზე. ცენტრალური ნაწილი, ისე როგორც ამავე ეპოქის სხვა ძეგლებში, გადახურული უნდა ყოფილიყო ცილინდრული თაღით, რომელიც საკურთხევლის თაღის მაღლა მდებარეობს და მოქცეულია ორ ქანობიან სახურავში. გვერდითა ნავების გადამხურავი თაღები, როგორც მათი კვალი გვიდასტურებს, ცილინდრული ფორმისაა და მოქცეულია ამავე ორკალთიან სახურავს ქვეშ. სახურავის ორკალთიანობაზე მიგვითითებს ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში შემონახული კარნიზის ქვები. სვეტები და კაპიტელები გამოკვეთილია ქვიშა-ქვაში. ეს ქანი მეტად სუსტია, ადვილად იშლება, რისთვისაც აღდგენილი ნაწილების დატვირთვის გადაცემა მათზე სასურველი არ არის. ამისათვის პროექტში გათვალისწინებულია დამალული რკინა-ბეტონის დამჭერი კონსტრუქციების მოწყობა. გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის კოჭის მოწყობა, რომელიც დაყრდნობილი იქნება დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლებზე. კოჭზე დაყრდნობილი რკინა-ბეტონის ფილა მიიღებს სახურავის მთელ დატვირთვას და გადასცემს კოჭს. წარმოდგენილი პროექტის გრაფიკული მასალა დამუშავებულია საპროექტო მოცემულობის სტადიაში: სამუშაო პროექტი კი დამუშავებული იქნება წარმოების პროცესში.

 

ვახტანგ ცინცაძე

(ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი) - მეცნიერული დაცვის ზოგი საკითხი და შენიშვნები თინეთის სიონის აღდგენა-გამაგრების პროექტთან დაკავშირებით // ძეგლის მეგობარი, 1969 წ., კრ. 18, გვ. 13 -17

არქიტექტორ-რესტავრატორის ლ. ხიმშიაშვილის მიერ წარმოდგენილი  პროექტი შეიცავს გრაფიკულად შესრულებულ ხუთ ფურცელს. აქედან ორ ფურცელზე განაკვეთია, სიგრძივი და განივი მიმართულებით; ორზე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადი. ერთზე კი გამოხატულია ძეგლი აქსონომეტრიულად სამუშაოს დასრულების შემდეგ. პროექტს ახლავს განმარტებითი ბარათი, სადაც მოკლედ აღწერილია პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. სანამ პროექტს შევეხებოდეთ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ავღნიშნო; თიანეთის სიონი, როგორც ცნობილია, დაშლილი იქნა საგუბარის მშენებლობასთან დაკავშირებით. თითქმის სამი წლის განმავლოხაში სიონის ქვები გადაჰქონდათ ერთი ადგილიდან მეორეზე, ასაგებ ადგილის შერჩევასთან დაკავშირებით. ამის გამო დაიკარგა და დაზიანდა ფილები; დაიკარგა და წარიხოცა მათი სამარკირებო ნიშნებიც. ასეთ პირობებში ძეგლის აღდგენა რთულ სიძნელეების გადალახვასა და შეუდარებლად დიდ შრომას მოითხოვდა რესტავრატორისაგან. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ლ.ხიმშიაშვილმა ეს სამუშაო პირნათლად და მისთვის ჩვეული თავდაუზოგავი შემართებით შეასრულა. ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება, თუ შესაბამისი ორგანოები რესტავრატორის ამ შრომას სათანადოდ გადავიდეთ პროექტით წარმოდგენილ მოსაზრებებზე;

1. მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ნაგებობის ნაწილობრივ აღდგენას, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ კერძო შემთხვევაში, ვინაიდან ძეგლი მოთავსებულია მუზეუმის ტერიტორიაზე და ყოველდღიური დათვალიერების ობიექტი იქნება.

2. ძეგლის აღსადგენი ჩრდილოეთის ნაწილი კარგადაა შემორჩენილი; დარჩენილი ელემენტები კი საშუალებას იძლევა აღდგეს ძეგლის ამ მხარის დაკარგული ნაწილიც.

3. ძეგლის ამ ნაწილის აღდგენის შემდეგ ჩვეულებრივი დამთვალიერებლისათვის გასაგები იქნება ნაგებობის ხუროთმოძღვრული აგებულება. ეს კი მთავარია პირველ პუნქტში, ზევით დასმული ამოცანის განსახორციელებლად.

სანამ შენიშვნებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო საკითხებს, რომლებიც პრინციპულია, პროექტიდან გამომდინარეობენ, მაგრამ შენიშვნების ხასიათს არ ატარებენ. აღდგენის პროექტში ყურადღებას იპყრობს ნაგებობის საერთო მასა, სადაც სამნავიანი ბაზილიკა ორქანობიანი სახურავის ქვეშაა მოთავსებული, და არა ორკალთიან სახურავის ქვეშ, როგორც ეს საერთოდ გავრცელებულია სამნავიან ნაგებობისათვის ჩვენში. მიუხედავად ამისა არ შეიძლება არ დავეთანხმოთ აღნიშნავენ. პროექტის ავტორს შინაგანი სივრცისა და გარეთა მასების შემოთავაზებულ აღდგენაში, რამდენადაც ისინი თვით ძეგლზე შემორჩენილი ადგილების მიხედვითაა გადაწყვეტილი. აქ, ვფიქრობთ, რომ ეპოქისათვის (VIII - IX სს.) დამახასიათებელ სტილისტურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენი მტკიცების მეტი საბუთიანობისათვის მოკლედ შევჩერდებით აღნიშნულ საკითხზე. თიანეთის სიონის ჩრდილოეთის ნავის გადამხურავი ცილინდრული თაღის ზენიტი თითქმის საკურთხევლის ტრიუმფალური თაღის ზენიტს უსწორდება. შუა ნავის და გვერდითა ნავების გამყოფი არკატურის ქუსლები ტრიუმფალური თაღის ქუსლების დონეზე მდებარეობს. ეს ხომ ერთდარბაზოვანი სივრცის, ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთ დონეზე ამართულ სივრცის სამ ნაწილად დაყოფაა. სივრცის გადაწყვეტის ეს პრინციპი განსხვავდება სამნავიანი ბაზილიკებისათვის დამახასიათებელ გადაწყვეტისაგან. უკანასკნელში მთავარი ნავის სივრცე მკვეთრადაა გამოყოფილი გვერდითა ნავებიდან. ის მაღალია და ფართო გვერდითა ნავები კი დაბალი და ვიწრო. შინაგანი სივრცის ეს გადაწყვეტა მკვეთრადაა გამოვლინებული გარეთა მასების აგებისა, შესაფერისი ორკალთიანი სახურავის მოწყობით (იხილ. ნეკრესი, მატანი, ძველი შუამთა, ვაჩნაძიანის ბაზილიკა და სხვა. (Г.Н.Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тб, 1959 г.). შინაგანი სივრცისა და გარეთა მასების აღნიშნული დამოკიდებულება ქართულ ხუროთმოძღვრების ერთ - ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისებაა და შემცდარი არ უნდა ვიქნეთ, თუ ვიფიქრებთ, რომ სწორედ ამით არის შეპირობებული თიანეთის სიონში ორფერდა სახურავის ქვეშ სამი თითქმის ერთი სიმაღლის ნავებიანი სივრცის მოთავსება.

ჩვენ ზევით პირობითად ვუწოდეთ თიანეთის სიონის შიდა სივრცეს დარბაზული სივრცე, დაყოფილი სამი ნავით. მხატვრულ - სტილისტური ანალიზი ამის უფლებას გვაძლევს. იგი, როგორც ზევით ავღნიშნეთ, ამით განსხვავდება უფრო ადრინდელ დროით დათარიღებულ ბაზილიკურ ნაგებობისაგან. ცნობილია, რომ თიანეთის სიონი VIII - IX საუკუნეთა (Г.Н.Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тб, 1959 г. გვ.133). ეს დრო ჩვენი ხუროთმოძღვრების განვითარებაში ცნობილია როგორც გარდამავალი საფეხური. შინაგანი სივრცისადმი დარბაზულობის ხასიათის მიცემის ტენდენცია ადრევეა შემჩნეული ამ პერიოდისათვის (ქართული ხელოვნება, ტ.V, თბილისი, 1959, გვ. 88) მე-10 საუკუნის დასასრულისათვის ბაზილიკური თემა ჩვენში თავისი არსებობის უკანასკნელ პერიოდს განიცდის. ორბუნებრიობა დამახასიათებელი გარდამავალი პერიოდისათვის თიანეთის სიონში შეიძლება შემჩნეული იყოს გეგმის გადაწყვეტაში. აქ ნავების გამყოფ თაღედს ტენდენცია აქვს ცენტრში კვადრატი შემოფარგლოს, და არა აღმოსავლეთიდან დასავლეთით გამავალი ღერძის განვითარებისა - ხაზის გასმისა. თუ გავიხსენებთ ამავე VIII - IX საუკუნეებით დათარიღებული წირქოლისა და არმაზის ძეგლებს, განა ამ მხრივ აქ მსგავს მოვლენას არ დავინახავთ? გუმბათოვანი ნაგებობა ორივე შემთხვევაში ორქანობიან სახურავს ქვეშაა მოთავსებული. ეს ხომ ფაქტია, და ჯიუტი ფაქტი, რომლის უგულვებელყოფა მათი რესტავრაციის შემთხვევაში ყოვლად დაუშვებელია. ან კიდევ სხვა მაგალითი: გვაქვს ძეგლები, რომლებიც ორნავიანი და სტოათი შექმნილ გეგმაზე არიან ამართული (ახმეტა, კვირიკე წმინდა და სხვა). მათი გარეთა გადაწყვეტა ბაზილიკურ ფორმებს იმეორებს. ამავე დროს თუ გავიხსენებთ ზედა ვარძიას, რომელიც ასევე ორნავიან და სტოათი შექმნილ კომპოზიციას წარმოადგენს, მისი აღდგენის შემთხვევაში თითქოს ისევ ორკალთიანი სახურავი უნდა მოგვეწყო, მაგრამ ფაქტი სხვა, სიონის მსგავს, სურათს იძლევა. აქაც მთელი ძეგლი მოთავსებულია ორფერდა სახურავის ქვეშ, და აღდგენის შემთხვევაში მხოლოდ ორფერდა სახურავი უნდა მოეწყოს. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. ეს არის ნაგებობის აღმოსავლეთის ნაწილის, სახელდობრ, ფასადის გადაწყვეტა. აქ თითქოს პროექტთან სადაო არაფერი ჩანს: გამოწეული ხუთწახნაგოვანი საკურთხეველი მიდგმულია დარბაზის საფასადო სიბრტყეზე. ასეა ეს ყველა დღემდის ჩვენთვის ცნობილ ძეგლებზე, ასეა წარმოდგენილი პროექტზედაც. პროექტის ავტორი, თიანეთის სიონის დაშლას,  რომ იწყებდა (1960-1961 წწ)., ძეგლზე უმაღლეს წერტილებს წარმოადგენდა: კარნიზები შერჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეზე და საკურთხევლის ჩრდილოეთის წიბოზე. აღმოსავლეთის ფასადის ამგვარი დაცულობა სწორედ პროექტით  წარმოდგენილ აღდგენის საშუალებას იძლევა, მაგრამ საქმე ამით არ მთავრდება. თიანეთის სიონი პირველად თვრამეტიოდე წლის წინათ - 1951 წ. რუსუდან მეფისაშვილთან ერთად ვინახულე. ძეგლმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და აი, მაშინდელი დღიურის ფურცლებზე ყურადღებას იპყრობს აღმოსავლეთის ფასადის ჩანახატები (აქ მოგვყავს დღიურის ამ ფურცლის პირი, ჯომელიც ბეჭდვის ტექნიკურ მოთხოვნილების საპასუხოდ ტუშითაა შესრულებული). ჩანახატიდან ვარკვევთ, რომ ნაგებობის სხვა ნაწილის მსგავსად, აღმოსავლეთის ფასადის გადაწყვეტის დროსაც მჟღავნდება ეპოქის სტილისტურ მოთხოვნილებით შეპირობებული მკვეთრი ინდივიდუალური შემოქმედის მიდგომა. გამოწეულ საკურთხევლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს დარბაზის აღმოსავლეთის კედლის ფასადურ სიბრტყიდან წამოზრდილია 66 სმ სისქისა და 185 სმ სიგანის, საკურთხევლის მასაში ნაწილობრივ შეჭრილი პილონები. (თიანეთის სიონი მიკვლეული იყო 1951 წელს აკადემიკოს .ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციის მიერ. ძეგლის ფიქსაცია და შესწავლა იმავე წელს ჩაატარა დღეს უკვე პროფესორმა ირ. ციციშვილმა. მის მიერ შესრულებული ანაზომები კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საქმეთა სამმართველოს არქივში ინახება. ჩვენი წერილი აწყობილი იყო, როდესაც ამ მასალას გავეცანით. აღმოსავლეთის ფასადზე (ინვ, №7169) აღნიშნული პილონი კარგად არის ნაჩვენები, სხვა ფურცლებზე ამ პილონის არსებობის არავითარი ნიშანი არ არის დაცული აღმოსავლეთის ფასადის და ჩვენი ჩანახატების მონაცემების საფუძველზე ხერხდება, სრულიად დამაჯერებლად აღვადგინოთ საკურთხევლის ზედა ნაწილის თავისებური გადაწყეეტა). ფასადის ასეთი გადაწყვეტით ხუროთმოძღვარი ამჟღავნებს სამნავიანი ნაგებობის შინაგან სივრცის აგების ხასიათს. ფასადზე გამოწეული პილონები თითქოს ხაზს უსვამს გვერდითა ნავების არსებობას. ან სხვა სიტყვებით, თუ ორფერდა სახურავის გამართვის დროს, გარეთა ფორმებში ხუროთმოძღვარი უარჰყოფს გვერდითა ნავების არსებობის ფაქტს, აქ აღმოსავლეთის ფასადზე, პილონების მოწყობით სწორედ შინაგან სივრცეში გვერდითა ნავების არსებობაა ხაზგასმული. ეს სამნავიანი ბაზილიკური თემის ფასადის ახლებური გადაწყვეტაა, რაც გაგებული უნდა იყოს, როგორც ძიების ეპოქის - "გარდამავალი საფეხურის (VIII - IX სს. დამახასიათებელ მოვლენად. ამგვარად, ეს არის მეტად მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მხოლოდ დღიურში გვაქვს დაფიქსირებული. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია მისი ადგილზე აღდგენა. ეს ხომ დიდი შენაძენი იქნება ძეგლის აგების დროისა და შემოქმედების დახასიათებისათვის.

ამგვარად, აქ მოკლედ შევეხეთ ძეგლის რესტავრაციასთან დაკავშირებულ ზოგი საკითხის კვლევის მეთოდს. შევეცადეთ განმეორებით გვეჩვენებინა, რომ ყოველი საკითხის გადაწყვეტა უპირველესად თავისი ობიექტის გულდასმით შესწავლის შედეგს უნდა წარმოადგენდეს, შემდეგ კი საჭიროა მისი შეყვანა საერთო განვითარების პროცესში (როგორც ძეგლის შექმნისა, ისე მისი რესტავრაციის დროში და გარემოში).

ჩვენი შენიშვნები წარმოდგენილი პროექტის შესახებ;

1. ნავების გამყოფი არკატურის აღდგენისათვის ორსაფეხურიანი კამარაა  ნაჩვენები, როგორც საერთო ასახულობაზე, ისე განივკვეთებზე. ვფიქრობთ, რომ ამისათვის არავითარი საბუთი არ არსებობს; საჭიროა მისი გაკეთება მარტივ კამარად, როგორც ეს ადრეულ შუასაუკუნეების სხვა ძეგლებზე გვაქვს.

2. გრძივ განაკვეთზე და ფასადის ნახაზზე ერთი და იმავე ადგილზე სხვადასხვა პროფილების კარნიზებია ნაჩვენები; საჭიროა იყოს ერთი და იგივე. სახელდობრ, განაკვეთში უნდა იყოს გამოხატული ფასადის კარნიზის პროფილი. ამ შენიშვნებთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, შესასრულებელია შემდეგი სამუშაო. კედლის წყობის აღდგენის დროს კვადრებზე დარჩენილი ნალესობა ვერ ავსებს თავდაპირველ სიბრტყეს. ამისათვის აღდგენილ ზედაპირზე კვადრებს შორის ჩნდება ჩავარდნილი არეები, რაც საერთოდ ზედაპირის ძალზე დამახინჯებულ სურათს ქმნის. და, რაც მთავარია, ხელს უწყობს მის შემდგომ დაშლას. ამისათვის ჩვენი წინადადება ასეთი იქნება; ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი და აუცილებელიცაა საგრაფიტოთი დამუშავებული თავდაპირველი კედლის სიბრტყე აღდგენილი იქნას ამ ჩავარდნების ამოვსებით იმგვარად, რომ ჩანდეს ახალი შევსების კვალი. სამუშაო საჭიროა შესრულდეს კვალიფიცირებული რესტავრატორების მიერ, საგანგებო მეთვალყურეობის ქვეშ. ძეგლის უფრო სრული სურათის შესაქმნელად ურიგო არ იქნება, ჩვენი   აზრით, ერთ დროს ნაგებობის სამხრეთით და ჩრდილოეთით მიშენებული სათავსოების გეგმებს მიწის ზედაპირიდან ერთი რიგი ქვების დაწყობით თუ აღვადგენთ. დასასრულ, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ძეგლის მეცნიერულ - დაცვითი სამუშაოები დამთავრებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუ არმაზის საცავში სიონიდან გადატანილ არქიტექტურულ ფრაგმენტებს უკან არ დავუბრუნებთ ძეგლს. ერთი ნაწილის თავის ადგილზე დაწყობით აღდგენილი იქნება საკურთხევლის შემაღლება. სხვა მოჩუქურთმებული ფრაგმენტები, რომლის ადგილზე მოთავსება არ ხერხდება; ან მდიდრულად მოჩუქურთმებული არქეოლოგიური ძიებით მოპოვებული საფლავის ლოდები, რასაკვირველია, მიზანშეწონილი იქნება დაწყობილი იყოს ნახევრად აღდგენილი ძეგლის ინტერიერში, სახელდობრ, მის ჩრდილოეთის კედელთან და საკურთხეველში. აქ ისინი დაცული იქნებიან ატმოსფერულ ნალექებიდან. ამგვარ ჩვენებით ხელს შევუწყობთ ძეგლის შესახებ დამთვალიერებლის წარმოდგენების გაძლიერებას. ასეთია შენიშვნები და დამატება პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ ძეგლი ღია ცისქვეშ მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი იქნება.