There are no translations available.
<უკან დაბრუნება
სამსარის ეკლესია (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. სოფელი პატარა სამსარი //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები. - თბ; 2003. - გვ.41. - ნახევრად გამოქვაბული, გუმბათიანი ეკლესიისა და მისი წარწერების შესახებ. მოხსენიებულნა არიან: ნ.ბერძენიშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი.
2. პატარა სამსარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.709. - მოკლე ცნობა სოფ.პატარა სამსარის ნახევრად გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ.
3. ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. - თბ., 1984. - გვ.149-150. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და წარწერების აღწერილობა.
4. სამსარის წარწერები //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.40-44. - კლდეში გამოკვეთილი სვეტებიანი ეკლესიის წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი.
5. ჯავახეთი //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. - თბ., 1997. - გვ.14-15; გვ.XIV. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე - ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევის მომზადების მიზნით ფონდის მიერ მოწყობილი ექსპედიციის შედწეგების შესახებ. მოცემულია სამსარისწყლის ხეობაში მდებარე X საუკუნის, ძლიერ დაზიანებული სამსარის კომპლექსისი აღწერილობა. აღნიშნულია ასომთავრული წარწერა მცხეთის ჯვრის სარკინოზთაგან მოოხრებისა და წმ.ნინოს ხელის წარტაცების შესახებ. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.
სამსარის ქვაბები (ახალქალაქის რ-ნი):
1. გაფრინდაშვილი გ. კლდის ნასახლართა მოდამოებში //საბჭოთა ხელოვნება. - 1959. - N5. - გვ.68. - ჯავახეთში, ნასოფლარ სამსარის ტერიტორიაზე, კლდეში ნაკვეთი ტაძრისა და სამსარის ქვაბთა ანსამბლის დაცვაზე.
2. სამსარის ვანი. კლდეში ნაკვეთი ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.) -თბ., 1980. - გვ.273-277. - ეკლესიის შესასვლელ კარის თავზე არსებული საამშენებლო წარწერის ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა. მოხსენიებულნი არაიან: გ.გაფრინდაშვილი, ვ.ცისკარიშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.105,106).
|