topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნიკორწმინდა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<რაჭა>>>

ნიკორწმინდა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტVII. - თბ., 1984. - გვ.435.

ნიკორწმინდა - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, გუმბათოვანი ტაძარი. მდებარეობს ამავე სახელწოდების სოფელში. დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით იგი აუგიათ საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დროს 1010-1014 წლებში. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია, დასავლეთით მოკლე სწორკუთხა მკლავი აქვს. აფსიდის შვერილებზე, რომელთაც ნახევარსვეტის ფორმა აქვთ, აღმართულია გუმბათის ყელი. ექვსწახნაგად ან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო შინაგანი სივრცე შესამჩნევად არის დაგრძელებული, მთავარი ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ინტერიერში შემონახულია XVII საუკუნის ფრესკები, გვიანდელი ხანის ქართული კედლის მხატვრობის დამახასიათებელი ნიმუშები. ეკლესიის ფასადები შემოსილია კარგად გათლილი ქვითა და დამუშავებულია უწყვეტი თაღედით. ასეთივე თაღედით არის დამუშავებული 12-სარკმლიანი გუმბათის ყელიც. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, დიდი ადგილი უჭირავს აგრეთვე სიუჟეტურ მრავალფიგურიან რელიეფებს, მრავალფიგურიან სცენებს ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა", "ჯვრის ამაღლება"), წმინდანების ფიგურებს, რეალურ და ფანტასტიკურ ცხოველებს, გამოსახულებებს, რომლებიც ერთი მთლიანი, წინასწარ გააზრებული პროგრამის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. სარკმლებს ირგვლივ შემოუყვება ჩუქურთმიანი არშიები. სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეები მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ ისინიც XI საუკუნის I ნახევარს განეკუთვნება. 1634 შენობა განუახლებია იმერეთის მეფეს ბაგრატ III-ს. ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული.

პ.ზაქარაია

***2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. 2012 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას ჭვარტლით დაფარულ კარიბჭეებში აღმოჩნდა XVI საუკუნის მანამდე უცნობი ფრესკები: ტაძრის ქტიტორთა, ადგილობრივ ფეოდალთა და მთავარანგელოზ მიქაელის გამოსახულებები. ერთ-ერთი ფრესკული წარწერა იხსენიებს ტაძრის მომხატველს, ვინმე ჯავახაძეს. ქტიტორთა გამოსახულებებთან მოხსენიებულია ორი გვარი, ჯავახაძეები და წულუკიძეები.

***http://ka.wikipedia.org/wiki/ნიკორწმინდის_ტაძარი

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ნიკორწმინდა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974, გვ.145

დიდი სოფელი ნიკორწმინდა რაჭაშია, ამბროლაურის რაიონში, რაიონის ცენტრიდან ქუთაისისაკენ მიმავალ გზაზე, ნაქერალას უღელტეხილის მახლობლად. ეკლესია მცირე შემაღლებაზეა და თავს დაჰყურებს მთელ სოფელს. გეგმისა და ფასადთა მორთულობის შესახებ იხ. ზემოთ, ძირითად ტექსტში.<<...ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ნიკორწმინდა - განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ციციშვილი ირ. //ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 85 - 86.

ორიგინალურ ძეგლს წარმოადგენს მთიან რაჭაში 1014 წელს აგებული ნიკორწმინდის ტაძარი. თავისი გეგმით იგი უახლოვდება კუმურდოს, თუმცა აქ აფსიდები ვარსკვლავისებრივაა განაწილებული გუმბათქვეშა სივრცის მიმართ. აღმოსავლეთის აფსიდის გვერდებზე მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნო, ხოლო დასავლეთის მკლავის გვერდებზე ეკვდერებია. მშვენივრად გააზრებული შიგა სივრცე უხვად არის განათებული გუმბათის ყელზე არსებული 12 სარკმლიდან. კედლები დაფარულია ფრესკული ფერწერით....<<ტექსტი სრულად აქ...<<