<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ფიტარეთი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ.154
1213-1222
თეთრიწყაროს რაიონშია, ესეც დასახლებულ ადგილთაგან მოშორებით. ბეთანია - ქვათახევის ჯგუფის ეკლესიათა ყველაზე ბრწყინვალე ნიმუში, რომელშიაც ორნამენტაციის მრავალფეროვნება და შესრულების არტისტიზმი ფრიად მაღალ დონეს აღწევს. გეგმა თითქმის კვადრატულია. შესასვლელი ერთია, სამხრეთით, ტიპური ფორმის მდიდრულად მორთული კარიბჭიდან. ეკლესია დიდი ხანია მიტოვებულია, მაგრამ მაინც შენარჩუნებული აქვს თავდაპირველი სახე. კარიბჭის შიგნით დიდი სამშენებლო წარწერაა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ეს ტაძარი ააშენა მეფეთა მეფის გიორგის ამირეჯიბმა ქავთარ ქაჯიფაის ძემ. ეს გიორგი - თამარის ძე გიორგი ლაშაა (1213 – 1222), და არა გიორგი ბრწყინვალე, როგორც წინათ მიაჩნდათ: თვით შენობის არქიტექტურა სავსებით უეჭველს ხდის, რომ ეს XIII ს-ის დასაწყისის ძეგლია, და არა XIV ს-ისა. შენობის ზომებია: სიგრძე - დაახლ. 15 მ., სიგანე -13 მ-მდე.
გადიდებისთვის დააწკაპუნეთ - (+)
|