<უკან დაბრუნება
სოფელი სავანე (საჩხერის რაიონი) ყვირილის ხეობაშია, იმერეთში. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა. ძეგლზე არის რამდენიმე ლაპიდარული წარწერა, დასავლეთის შესასვლელის ტიმპანში მოიხსენიება ხუროთმოძღვარი ჰარაბა და ერისთავთერისთავი გიორგი: "სახელითა ღმრთისაითა... დამაყენა მე, სულითა საწყალობელი ჰარაბაი აღსაშენებლად წმიდისა ამის საყდრისა, ადიდენ ღმერთმან გიორგი ერისთავთ ერისთავი, სალოცველად სულისა მათისათვის"...და სხვ... მეორე წარწერაში, სამხრეთის შესასვლელის ტიმპანში, აგების ზუსტი თარიღი - 1046 წელიც - იხსენიება, მესამეში (აღმოსავლეთის ფასადზე) ნათქვამია, რომ მშენებლობაში სოფელიც იღებდა ნივთიერ მონაწილეობას. სავანეში XI საუკუნისავე მდიდრულად მოჩუქურთმებული თაბაშირის კანკელია დარჩენილი, მაგრამ იგი ძლიერ დამახინჯებულია XIX ს-ის რემონტების დროს. სამრეკლო XIX ს-ის მეორე ნახევრისაა.
***********************************************************************************
სავანე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება - თბ., 1974, გვ. 146
სოფ. სავანე (საჩხერის რაიონი) ყვირილის ხეობაშია, იმერეთში. წმ.გიორგის ერთნავიანი ეკლესია კიდევ ერთი მშვენიერი ნიმუშია XI ს-ის პირველი ნახევრის ხუროთმოძღვრებისა და განსაკუთრებით ხუროთმოძღვრული მორთულობისა...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|