<უკან დაბრუნება
წეროვანი - სოფელი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკის სამხრეთ - აღმოსავლეთით, სხალტბის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. თემის საკრებულოს ცენტრი (მოიცავს 4 სოფელს: გოროვანი, სხალტბა, ჩარდახი, წეროვანი). ზღვის დონიდან - 650 მეტრი, მცხეთიდან - 12 კილომეტრი. სოფლის განაპირას დგას XI საუკუნის I მესამედის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამების დარბაზული ეკლესია. სოფელში არის კიდევ ერთი ეკლესია - კეხიჯვრის ეკლესია და სამაროვნები.
* * * * *
სოფელი წეროვანი დიდი ხნოვანობის სოფელია. რასაც მოწმობს დიდი მცხეთის მუზეუმ ნაკრძალში დაცული საგნები, რომელიც თარიღდება ძვ.წ. XIII-XII სს-ით, მაგრამ მისი, როგორც სოფლის დაფუძნებას დაახლოებით VII-VIII საუკუნისათვის ვარაუდობენ, რადგანაც წეროვნის ახლოს, მის შემოგარენში არის ჩვენამდე მოღწეული კეხიჯვრის დარბაზული ტიპის ეკლესიის ნანგრევები, რომლის აგების თარიღად სპეციალისტები ადრეფეოდალურ ხანას, VIII-IX საუკუნეებს ასახელებენ. XIV საუკუნის დამლევისათვის, 1394 წელს, წეროვნის სვეტიცხოვლის ეკლესიისათვის შეწირულების გუჯარი კვლავ განუახლებია ალექსანდრე მეფეს. მაშასადამე, წეროვანი შეწირულების განახლებამდე ერთი - ორი საუკუნით ადრე მაინც სვეტიცხოვლის კუთვნილი სოფელი ყოფილა. შუა საუკუნეებში წეროვანი საკმაოდ დაწინაურებულა და საფურცლე - სხალტბის რეგიონში ერთ - ერთი ცნობილი სოფელი გამხდარა. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ XI საუკუნის I მეოთხედში აქ აუგიათ წმინდა სამების სახელობის ეკლესია, რომლის მაღალოსტატურად შესრულებული ჩუქურთმები ყველას ანცვიფრებდა. საინტერესოა თვით ტოპონიმ წეროვანის განმარტებაც. სახელწოდება ქონების აღმნიშვნელი ძველი - ოვან სუფიქსით არის გაფორმებული. ძირისეულ მასალად რჩება წერ-ი, რომელიც ეწოდება შავი ფერის თხევად მინერალურ მასას, ნავთობის მსგავს გამონადენს. აკ.შანიძის განმარტებითაც წერი. “მიწიდან ამოღებული ნავთობია". საინტერესოა ისიც, რომ წერი ქართული ენის დასავლურ დიალექტებში ეწოდება კაკლის ხის ქერქის გამონახარშს საღებავს, რომელიც ქსოვილს მოყავისფრო-შავად ღებავს. მაშასადამე, წერ-ოვან-ი ისეთ ადგილს უნდა რქმეოდა, სადაც ამგვარი „ნავთობი” (შავი ფერის მინერალური თხევადი მასა) გამოედინებოდა. ადგილობრივი ხალხური ტრადიციული გადმოცემით კი წეროვანი თურმე წეროების დასასვენებელ ადგილს ნიშნავს: წერო მოდენილა აქა დიდძალი. დასხდებოდენ, დაისვენებდენ, მერე კაცის თვალუნახავად ისევ გაფრინდებოდენ. ერთხელაც მოფრენილა წერო, დამსხდარან ღამის თევაზე, დაუსვენიათ, ხოლოთ დილით ნახევარიც ვეღარ აფრენილან. ალბათ ან ჭყანტი ან საფლობი ადგილი თუ რამ შახვდათ, ეგრე კი დამჩალან ადგილზე. მერე და მერე, დიდი ხანი რო იქნებოდა გასული, იქ ხალხს უნახიათ წეროების ჩონჩხები. ტყესავით ყოფილა. კაცო, ეს ამოდენა წერო რამ დახოცაო,- გაკვირვებულან. მას მერე დაურქმევიათ იმ ადგილებისათვი წეროვანი”
გივი ილიას ძე მაჭარაშვილის მონათხრობი
წეროვანი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. წეროვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. თბ., 1990. - გვ.338. - სოფლის განაპირას ნატეხი და რიყის ქვით აგებული კეხიჯვრის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
2. წმ.სამების სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაზრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.43. - მოკლე ცნობა XI საუკუნით დათარიღებული, ძლიერ დაზიანებული და შემდეგ 1946 წელს რესტავრირებული და 1999 წელს აღდგენილი ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, წინამძღვარი - მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი, სოფ.წეროვანის მკვიდრი თ.მენაბდე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.
3. Шмерлинг Р., Долидзе В., Барнавели Т. Архитектурный путеводитель. - Тб., 1960. - С.49-50 //Шмерлинг Р. Малые формы в архитектуре средневековья Грузии. - Тб., 1962. - С.121-123 с табл.//Шмерлинг Р. Алтарные преграды в Грузии /Ars Georgica. Разыскания Института истории грузинского искусства, 195, N3.. 167-169.
4. Чубинашвили Н. Церовани. Храмы сводчатой архитектуры с конструктивно - декоративными нишами на восточном фасаде. - Тб., 1976. - С.66-68.
5. Памятники культуры Грузии. Каталог выставки. - Тб., 1967. - С.90 с илл.
6. Северов Н. Памятники грузинского зодчества. - М., 1947. - С.206-207.
7. ჯაბუა ნ. ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში. - თბ., 2012. - გვ.71. - წეროვანის სამების ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი.
8. წეროვანის ეკლესია //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია - მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.87-88. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.
**********************************************************************************************
წეროვანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. თბ., 1990. - გვ.338.
კეხიჯვრის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, მაღალი ქედის ფერდზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია (9,048 X 8,11 მ), ნაგებია გულმოდგინედ შერჩეულია ნატეხი და რიყის ქვით, კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული, ხოლო დეკორატიული მიზნით - ღია - მომწვანო ფერის ტუფი. ეკლესია ძალზე დაზიანებულია (სახურავი ჩაქცეულია და სხვ)... <<ტექსტი სრულად აქ...<<
|