<უკან დაბრუნება
წინარეხი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.11, გვ.328, თბ., 1987 წელი.
წინარეხი - სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის რაიონში. მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თემის ცენტრი (სოფლები: გომისჯვარი, თელათგორი, იდლეთი, ლავრისხევი). ზღვის დონიდან 720 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.
წინარეხის ძეგლები:
მაღალაანთ კომპლექსი
ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია და სასაფლაო
ეკლესია ძუძუხატი
ელიას ეკლესია
ზეგარდის ნიში
თავკავთის კომპლექსი
მარჯანიძეების სახლი - დარბაზი
საკურთხისის მაცხოვრის ეკლესია
საკურთხისის წმ.გიორგის ეკლესია, უმზეურა
სამაროვანი
ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი
ჩადრისთავის საყდარი
წმ.თევდორეს ეკლესია
წყრუთის საყდარი
ჯვარპატიოსნის ეკლესია
**************************************************************************************
წინარეხი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. - გვ.212-219.
260. ბოტისის ღვთისმშობლის ეკლესია და სასაფლაო, არქიტექტურულ ისტორიული ძეგლი, ეკლესია. დგას სოფლის სამხრეთ - დასავლეთით 7 კმ-ზე, ნასოფლარ ბოტისის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით...<<ტექსტი სრულად აქ...<<
**************************************************************************************
მაღალაანთ ეკლესია //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.156
ქართლშია, კასპის რაიონში, სოფ.წინარეხს ზემოთ, მდ.კავთურის მარცხენა ნაპირზე. აქ მთელი ფეოდალური ანსამბლის ნარჩენებია. იქაურობა, XV ს-დან მაინც, ძლიერ აზნაურებს მაღალაძეებს ეკუთვნოდა - აქედანაა სახელწოდებაც...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|