There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ძეგლები>>>
რატევანი - სოფელი ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, მდებარეობს ბოლნისი - კაზრეთის ავტომაგისტრალზე, მდინარე მაშავერის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ბოლნისიდან 2 კმ მანძილზე... შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების
- ღვთისმშობლის ეკლესია სასაფლაოს ტერიორიაზე (კედლებზე ლაპიდარული წარწერებია),
- წმ.გიორგის ეკლესია გორაკზე.
გამოყენებული წყარო:
რატევანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984.- გვ.307-308
რატევანის წმ. გიორგის ეკლესიის არქიტეტურული აღწერილობა:
XI-XIII საუკუნის ქრისტიანული ძეგლი, არქიტექტურული კომპლექსი შეიცავს გალავანს და ეკლესიას
ეკლესიის ტიპი - დარბაზული; დარბაზული მინაშენით
სამშენებლო მასალა - აგური; ქვა; დუღაბი
ფასადის მორთულობა - ცოკოლი, ერთსაფეხურიანი; ფრონტონის მორთულობა - ჯვარი; კარნიზი(ლავგარდანი) - გეომეტრიული ორნამენტი; კარი - ნაოთხალიანი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; კარი - თაღოვანი შიგნიდან; სარკმელი - თაღოვანი
აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; ამბიონი; ტრაპეზეს ქვა; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა; კანკელი
შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული
აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი
დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული
პილასტრი - სწორკუთხა
სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი (სვეტისთავი)
ეკლესია რესტავრირებულია. ძეგლის სამხრეთით 10-15 მ-ში დიდი თლილი ქვაა, რომელზედაც ბოლნური ჯვარია გამოსახული. ეკლესიაში ბარათაშვილების საფლავის ქვაა.
რატევანის "ღვთისმშობლის" ეკლესიის არქიტექტურული აღწერილობა:
XI-XIII საუკუნის ქრისტიანული ძეგლი
ეკლესიის ტიპი - დარბაზული
სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი
სამშენებლო წყობა - შერეული
ფასადის მორთულობა - კარი - თაღოვანი შიგნიდან; სარკმელი - თაღოვანი
აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა
პილასტრი - სწორკუთხა
ეკლესიის გადახურვა ჩანგრეულია. კედლის პერანგი ალაგ-ალაგ მორღვეულია.
რატევანი (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. გვრიტიშვილი ლ. რატევანი //საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXXVI-B. - 1982. - გვ.116-120. - სოფ.რატევნის ისტორია. აღწერილია სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილი ღვთისმშობლის დარბაზული ტიპისა და წმინდა გიორგის სახელობის თლილი რუხი ფერის ქვით ნაგები ეკლესიების ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2. რატევანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - თბ., 1984. - გვ.307-308. - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
ფოტოგალერეა:
რატევანის წმ გიორგის ეკლესია:
რატევანის ღვთისმშობლის ეკლესია:
გ. ბაგრატიონის ფოტო
|