topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მცხეთა - თბილისის ეპარქია

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიები>>>

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II

დაბ. 1933 წ. 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის ოჯახში (ერისკაცობაში ირაკლი).

1952 წ. ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაურმა დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო სემინარიაში, სერგიევ პოსადში (მაშინდელ ზაგორსკში).

24 წლის ასაკში 1957 წ. 16/IV, კათოლიკოს -პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს.

1957 წ. 18/IV სიონში  ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად

1959 წ. 10/V  წმ.სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმიდეს ალექსი I მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.

1960 წ. 19/XII აღყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში.

1961 წ. 16/IX - აღყვანილ არქიმანდრიტის ხარისხში.

1963 წ. 26 აგვისტოს, კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II მიერ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტი ილია ხელდასხმულ იქნა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა პატრიარქის ქორეპისკოპოსად.

1967 წ. იგი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

1969 წ. აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში.

იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი - 1963 წლიდან 1972 წლამდე.

1972 წ. ჯილდოდ მიიღო მეორე პანაღიის ტარების უფლება

1975 წ. - უფლება სკუფიაზე ჯვრის ტარებისა.

1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II.

1990 წ. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით მსოფლიო საპატრიარქომ მიანიჭა მტკიცების სიგელი, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ სცნო საქართველოს უწმიდესი ეკლესიის ავტოკეფალია.

1988 წ. მისი უწმიდესობის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია გადმოტანილ იქნა თბილისში და დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, ბულგარეთის, სერბეთის და თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II ღვთისმეტყველების დოქტორის წოდება მიანიჭა. ასეთივე ხარისხი მიანიჭა 1997 წელს მას კრეტის მეცნიერებათა აკადემიამ. იგი არჩეულია მოსკოვის ინფორმატიზაციის აკადემიის წევრად, 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერისტეტმა საპატიო დოქტორისა და პროფესორის წოდება მიანიჭეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მოღვაწეობას უკავშირდება. 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაიდო საკონსტიტუციო შეთანხმება, რითაც აღდგა ისტორიული სამართლიანობა და განისაზღვრა ეკლესიის ადგილი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.

http://www.orthodoxy.ge/patriarqi/patriarqi_bio.htm


მცხეთა - თბილისის ეპარქია -

ქ.თბილისი თავისი რაიონებით, ქ.მცხეთა (მცხეთის რაიონის სოფ.წილკნის, მუხრანისა და საგურამოს გარდა), გარდაბნის რაიონი

მცხეთა - თბილისის ეპარქია- ორი უძველესი ქართული სამღვდელმთავროს - მცხეთისა და თბილისის საეპისკოპოსოების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ (1917 წ.), მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, 1920 წ. 20 ივლისს, გაერთიანდა მცხეთის და თბილისის ეპარქიები და ამის შემდეგ მის მწყემსმთავარს მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. შესაბამისად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებიც მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ამჟამინდელი საეპარქიო ადმინისტრირების თანახმად, მცხეთა-თბილისის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საჯარეჯოსა და ველისციხის, დასავლეთიდან - სამთავისისა და გორის, ჩრდილოეთიდან - წილკნისა და დუშეთის, სამხრეთიდან - მანგლისი - წალკისა და რუსთავი-მარნეულის ეპარქიები. ქრისტიანული საქართველოს საეკლესიო ცენტრი ოდითგანვე მცხეთა-თბილისის ეპარქიაა. მცხეთა-თბილისის ეპარქიის მნიშვნელობა, ტრადიციულად, იმდენად დიდი იყო საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში, რომ, ზოგჯერ, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებში, საქართველოს ეკლესია შემოკლებით „მცხეთის კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის“, „მცხეთის საყდრის“, „მცხეთის საპატრიარქო ტაძრის“ ან მარტივად „მცხეთის ეკლესიის“ სახელით იხსენიებოდა. ერთიანი საქართველოს ეკლესიასთან მცხეთა-თბილისის ეპარქიის გაიგივების ტრადიციას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე, აქაური მღვდელმთავრის საქართველოს საეკლესიო საჭეთმპყრობლად აღიარების დაწყებამ ჩაუყარა საფუძველი. მეფე მირიანის ნათლისღებით და საქართველოში ქრისტიანობის დახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საბოლოოდ განისაზღვრა ქვეყნის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და აღმსარებლობითი ორიენტაცია. საქართველოს ეკლესიას პირველ ეტაპზე, ვახტნგ გორგასლის საეკლესიო რეფორმამდე და კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებამდე, მთავარეპისკოპოსი მართავდა. აქედან მოყოლებული მცხეთის მთავარეპისკოპოსი საქართველოს ერთიანი ეკლესიის მწყემსმთავრად ითვლებოდა. V ს. II ნახევარში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, კათოლიკოსის ინსტიტუტის დაწესებამდე, IV და V საუკუნეებში ქართულ ეკლესიაში მრავალი ეპისოკოპოსი იყო, ამიტომ მათგან უპირველესს „მთავარეპისკოპოსი“ ეწოდებოდა. მთავარეპისკოპოსის კათედრა მცხეთაში - დედაქალაქში იყო. იმ პერიოდში მცხეთაში მცირე ეკლესიებთან ერთად ორი ცენტრალური ეკლესია მოქმედებდა: ზემო - სამთავროს და ქვემო - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, რომელიც 480-იან წლებამდე ხის პატარა ეკლესიას წარმოადგენდა. აქ იყო ქართლის მთავარეპისკოპოსის კათედრა. 375-400 წლებში, საქართველოს ეკლესიის მამამთავარ ელიას მღვდელმთავრობის დროს იწყება ციხე - ქალაქ თბილისის მოხსენიება. ვახტანგ გორგასალმა თავისი მეფობის მეორე ნახევარში საქართველოს ეკლესიის ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული სტრუქტურა კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღებითა და, იმავდროულად, თორმეტი ახალი საეპისკოპოსოს დაარსებით შეცვალა. საეპისკოპოსებს შორის მცხეთაც იხსენიება. ქართული წყაროები პირდაპირ ცნობებს გვაწვდიან ახლად დაარსებული თორმეტი საეპისკოპოსოს, მათ შორის, მცხეთელის სამწყსოს, ტერიტორიული განლაგებისა და საკათოლიკოსო რეზიდენციის შესახებ. ვახტანგს კათოლიკოსის რეზიდენციისათვის მოციქულთა სახელობის ეკლესია - „სვეტიცხოველი“ მცხეთაში ახლად აუგია. მცხეთაშივე არსებული ეპისკოპოსის ძველი საყდარი „მაცხოვრის“ სახელობისა საეპისკოპოსოდ უქცევიათ. ამრიგად, კათოლიკოსის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ მცხეთა ორი მღვდელმთავრის რეზიდენციად გადაიქცა. კათოლიკოსისა და ეპისკოპოსის კათედრები ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა ორივე მცხეთაში მდებარეობდა. რეფორმების შემდეგ ქართლის ეპისკოპოსის კათედრა მცხეთაშივე დარჩა, მაგრამ იგი უკვე ერთ-ერთ ეპისკოპოსად ჩაითვალა და მისი სამწყსო ტერიტორია საგრძნობლად შემცირდა. V საუკუნემდე, აღნიშნულ რეფორმამდე, მცხეთის საეპისოპოსოს იურისდიქცია მთლიანად ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და აქ არსებული ყველა ეკლესია მას ემორჩილებოდა. კათოლიკოსობის დაწესებიდან მცხეთის საეპისკოპოსო საკათოლიკოსოში შემავალ ერთ-ერთ საეპისკოპოსოდ იქცა, რომლის იურისდიქცია მხოლოდ მდინარეების: რეხულასა და დიდ ლიახვს შორის მდებარე ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. ამ პერიოდიდან მცხეთის საეპისკოპოსო მეთაურს ქართლის მთავარეპისკოპოსი ან სამთავროს ეპისკოპოსი ეწოდებოდა. თბილისში დიდი მშენებლობის დაწყება ვახტანგის დროს V ს. 60-იან წლებს უკავშირდება და სავარაუდოა, რომ თბილისის სიონის მშენებლობაც იმ დროიდანვე დაიწყო, რადგან ამავე პერიოდს უკავშიდება თბილისში პირველი ეპისკოპოსის განწესება. თბილელი ეპისკოპოსის კათედრა დასაწყისიდანვე თბილისის სიონი იყო. ქართლის ცენტრალური ეპარქიები, ტრადიციულად მცხეთა და თბილისი, ტერიტორიული სიახლოვის მიუხედავად, განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოდითგანვე კი მათ მღვდელმთავრებს შესაბამისი ფუნქციური დატვირთვა და მოვალეობები ჰქონდათ საქართველოს ეკლესიის წინაშე. დედაქალაქის თბილისში გადმოტანით, პირველ ეტაპზე აქაური მღვდელმთავრის გავლენაც შესაბამისად გაიზრდებოდა, მაგრამ თბილელი მღვდელმთავარი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის შესაბამისად მუდმივად ვერ ინარჩუნებდა დაწინაურებულ მდგომარეობას. მტერთა შემოსევისას ქვეყნის ძნელბედობა უპირველესად თბილისზე აისახებოდა. მომხვდური დედაქალაქის დაპყრობით და აოხრებით სახელმწიფოს აცლიდა უმთავრეს დასაყრდენს. თბილისის სამღვდელმთავრო სამწყსოც ამის კვლად ნადგურდებოდა და კნინდებოდა. არაბი ამირას ოთხსაუკუნოვანი უღლის გადიდების შემდეგაც კი თბილისის ეპარქია დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ დამცრობილი ჩანს. XIII ს. ძეგლი „განგება დარბაზობისა“ მცხეთის მთავარეპისკოპოსს ეპისკოპოსთა შორის მე-4 ადგილს მიაკუთვნებს. იმავე დროს, თბილელი ჩამონათვალში 29-ე ადგილზე იხსენიება. XVIII ს-ის შუა ხანებში, 1794 წელს მეფე ერეკლე II-სა და კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I განჩინებით მცხეთის მთავარეპისკოპოსი ძველებურად მე-4 ადგილზე სახელდება, ხოლო თბილელი მღვდელმთავრის მდგომარეობა საგანგებოდ არის აღნიშნული. ქვეყნის ძლიერების ხანაში, როდესაც თბილისი დედაქალაქად ითვლებოდა „ტფილელსაცა უზემოეს აქუნდა ადგილი კრებასა შინა... სამეფო ქალაქი არ იყო ტფილისი დროთა მას შინა, არამედ ისანი და ქუთათის... ტფილელი უკვე განჩინებასა მას შინა სამოფოსა ფრიად ქვემორე დგებოდის კრებასა შინა“. თბილელი მღვდელმთავრის ხარისხის ამაღლება და მისი გამიტროპოლიტება ქვეყნის პოლიტიკურმა მდგომარეობამაც განაპირობა. თბილელი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ხარისხში ამაღლება XVII-XVIII სს. მიჯნაზე, ქართლის მეფე ერეკლე I ნაზარ-ალი-ხანის (1688-1703, 1709 წწ.) მეფობისა და იოანე დიასამიძის პატრიარქობისას აღსრულდა. ამის შემდეგ თბილელი მღვდელმთავრები მიტროპოლიტის მაღალ სამღვდელმთავრო ხარისხში იხსენიებიან. თბილისის მიტროპოლიტობა მეფე ერეკლე მეორემაც დაადასტურა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე თბილელი და მცხეთელი მღვდელმთავრები თავიანთ დაწინაურებულ მდგომარეობას ინარჩუნებდნენ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ თბილელისა და მცხეთელის კათედრა ქართლის სხვა ეპარქიებთან ერთად ეგზარქოსს დაქვემდებარებულ ერთ სამღვდელმთავროდ გაერთიანდა. ადრიდანვე მცხეთასა და თბილისში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა ძირითადად ამ მხარეში არსებულ ეკლესია-მონასტრებში მიმდინარეობდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკები ჰქონდა მცხეთის სვეტიცხოვლის, სამთავროს, შიომღვიმის და სხვა საგანმანათლებლო კერებს. ყველა ეკლესია თავისებურ სკოლას წარმოადგენდა მომავალი თაობის ქრისტიანული ზნეობის აღზრდის თვალსაზრისით. ეკლესიის აქტიური პოზიციაც საქვეყნოდ იყო გაცხადებული სამეფო კარის თუ დიდებულთა მაღალზნეობრივი, ერისთვის მისაბაძი ქრისიტიანული ცხოვრების შენარჩუნებისათვის. საეკლესიო კრება განაჩინებდა მეფის ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს დავით აღმაშენებლის, თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის... დროს. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე ეკლესიის დროებით მმართველად გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე დაინიშნა. იმავე წლის 13 აგვისტოს საქართველოს სამღვდელოება რუსეთის სინოდის აგრესიული საეკლესიო პოლიტიკის გამო იძულებული გახდა აღედგინა თბილელი მიტროპოლიტის კათედრა, რომელიც ტრადიციულად თბილისის სიონი იყო და მის მღვდელმთავრად ლეონიდე ოქროპირიძე იქნა დადგენილი. 1917 წლის სექტემბერში თბილსის სიონში ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაზე შემუშავდა ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომლის თანახმად პირველ ეტაპზე 13 ეპარქია განახლდა. ეპარქიათა ჩამონათვალში პირველ და მეორე ადგილზე მცხეთისა და თბილისის სამღვდელმთავროები იხსენიება. პირველ კათოლიკოსად არჩეული კირიონ საძაგლიშვილი თბილისში პირველ საპატრიარქო ტაძარში - ანჩისხატში აღასრულებდა ღვთისმსახურებას. თბილელი მღვდელმთავრის კათედრა სიონის ტაძარი იყო. 1918 წლის ივნისში ტრაგიკულად აღსრულებული კათოლიკოს-პატრიარქის ადგილი თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ დაიკავა. 1920 წლის 20 ივლისის მეორე საეკლესიო კრების განჩინებით, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გაერთიანდა მცხეთისა და თბილისის ეპარქიები, მის მწყემსმთავარს ამის შემდეგ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ეწოდა. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ამიერიდან მცხეთისა და თბილისის გაერთიანებული სამღვდელმთავროების მწყემსმთავრები არიან. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრები და საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქები ბრძანდებოდნენ

უწმინდესნი და უნეტარესნი:

კირიონ II საძაგლიშვილი (1917-1918);

ლეონიდე ოქროპირიძე (1918-1921);

ამბროსი ხელაია (1921-1927);

ქრისტეფორე ციცქიშვილი (1927-1932);

კალისტრატე ცინცაძე (1932-1952);

მელქისედეკ ფხალაძე (1952-1960);

ეფრემ სიდამონიძე (1960-1972);

დავით დევდარიანი (1972-1977).

1977 წლის 25 დეკემბრიდან საქართველოს უძველეს ავტოკეფალურ ეკლესიას მწყემსმთავრობს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია II (შიოლაშვილი - ღუდუშაური).

გაზეთი „აღსავალი“, № 1, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/tbilisi.htm

მცხეთა - თბილისის ეპარქიაში მოქმედი და არსებული ეკლესია - მონასტრები

 

მამა გიორგი (გუგუშვილის) ფოტო

საპატრიარქო - საკათედრო ტაძრები:

1. სვეტიცხოვლის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა საპატრიარქო ტაძარი (მცხეთა, IV, V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

2. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი (თბილისი, ელიას მთა, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრაში, ახალი)

3. თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საპატრიარქო ტაძარი (სიონის ქ. V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

თბილისი:

4. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოლოლაკი, ამაღლების ქ. ახალი)

5. ამაღლების სახელობის ეკლესია (ბეჟანიშვილის ქ.მთაზე, ახალი)

6. ამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი, ახალი)

7. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის „ანჩისხატის“ ეკლესია (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, შავთელის ქ. VI ს.)

8. წმ.ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია (ივ. ჯავახიშვილის ქ. XIX ს.)

9. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.)

10. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, გურამიშვილის გამზ. ახალი)

11. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ს. ჩიქოვანის ქ. ახალი)

12. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ვაჟა-ფშაველას გამზირი, ბავშვთა ფედერაციასთან, ახალი)

13. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ზემო, ნავთლუღი, ბოგდან ხმელინცკის ქ.)

14. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქვემო, სასაფლაოს ტერიტორია, ქინძმარაულის ქ.)

15. წმ.მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) სახელობის ეკლესია (წმინდა ილია მართლის-სახ. გიმნაზია, ვაჟა-ფშაველას ქ. ახალი)

16. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - „ქაშუეთი“ (რუსთაველის პროსპექტი, VI, XX სს.-ები )

17. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ვაკის სასაფლაოს ქვემო შესასვლელი, ჭავჭავაძის გამზირი, ახალი)

18. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, ნაქულბაქევი, VII-VIII სს.)

19. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (დიდუბე, სამტრედიის ქ. ახალი)

20. ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. პატარა გლდანი)

21. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (ვარკეთილი, სუხაშვილის ქ. ახალი)

22. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (ნორიოს აღმართის დასაწყისი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, ახალი)

23. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (ოქროყანა)

24. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანი, ქერჩის ქ. უშიშროების აკადემიის ტერიტორია, ახალი)

25. წმ.გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

26. წმ.გიორგის სახელობის კარის ეკლესია (მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

27. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი)

28. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, IX კვარტალი)

29. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ტერიტორია, ახალი)

30. ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანის მასივი III-IV მკ.რ.-ები)

31. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია „მძლეთა“ (წყნეთი)

32. წმინდა გობრონ-მიქაელის სახელობის ეკლესია (გორგასლის ქ.)

33. წმ.დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია (ვაკე, უნივერსიტეტის I კორპ. ეზოში, ახალი)

34. წმ.დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (მეტეხის კლდე, რუისის ქ.ახალი)

35. წმ.მამა დავითის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა)

36. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია - „ჯვრის მამა“ (იერუსალიმის ქ.)

37. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, მანჯგალაძის ქ.)

38. წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

39. წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საბურთალო, ალ.ყაზბეგის ქ.ახალი)

40. წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (ლეო ქიაჩელის ქ. „ლურჯ მონასტერთან“)

41. წმ.იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია (ავჭალის დედათა მონასტერში, ბიჭვინთის ქ.)

42. წმინდა იოანე ნათლისმცგმლის სახელობის ეკლესია (ავჭალა)

43. წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია (საბურთალო, გამსახურდიას გამზ. საბავშვო ბაღის ტერიტორია)

44. მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესია (ნარიყალა, ბეთლემის ქ. V ს. II ნახევარი)

45. მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

46. მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია (ვარკეთილის მეტროსთან, ახალი)

47. მირქმა-მიგებების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III მკ.რნ. ახალი)

48. წმ.მარინეს სახელობის ეკლესია (ქაშვეთის ეკლესიის I სართული, ჯორჯაძის ქ.)

49. წმ.მარინეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, დუშეთის ქ.)

50. წმ.და მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია (კინოსტუდიის ეზოში, დიღმის მასივი)

51. წმ.მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასაფლაოზე)

52. წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (დიმიტრი უზნაძის ქ.)

53. წმ.მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის ეზოში, ე.მანჯგალაძის ქ.)

54. წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, უზნაძის ქ.)

55. წმ.მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

56. წმ.მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ზალდასტანიშვილის ქ.)

57. წმ.მირიანის და ნანას სახელობის ეკლესია (მუხიანის დასახლება, IV მკ.რ.)

58. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ნარიყალას ციხესიმაგრე)

59. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (კრწანისი, გრიშაშვილის ქ.)

60. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ. „ვორონცოვი“)

61. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (აეროპორტის დასახლება)

62. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (კუკია, ნორიოს აღმართი)

63. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

64. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ.)

65. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (საბურთალო, გიმნაზიის ეზოში, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

66. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (ორხევი, კ. აბზიანიძის ქ.)

67. წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ზემო ვერის სასაფლაო, გ.რჩეულიშვილის ქ.)

68. წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (საბურთალო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაჟა-ფშაველას პრ.)

69. წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება)

70. წმ.თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, პეტრე-პავლეს სასაფლაო)

71. წმ.თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საბურთალო, დოლიძის ქ.)

72. წმ.სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (დიღმის მასივი, 130-ე სკოლის ეზოში)

73. წმ.ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია (ნავთლუღი, მე-5 საავადმყოფოს ეზოში, ქინძმარაულის ქ.)

74. წმ.ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია (ავჭალა, ჩიქვანაიას ქ.)

75. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.)

76. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (გარეთუბანი, მანჯგალაძის ქ.)

77. ყოვლადნმიდა სამების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ნაცუბიძის IV კვ.)

78. ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ფერისცვალების დედათა მონასტერში (ავლაბარი, დარეჯანის სასახლე)

79. ფერისცვალების სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან)

80. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დიდუბის ეკლესია (წერეთლის გამზირი)

81. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ეკლესია (მეტეხის აღმართი)

82. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი)

83. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავჭალა, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორია)

84. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

85. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია (კლასიკური გიმნაზია, რუსთაველის პროსპექტი)

86. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია (№2 სამშობიაროს ეზოში, დ.უზნაძის ქ.)

87. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, სამშობიაროს ეზოში, ცოტნე დადიანის ქ.)

88. ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, III მკ.რ.)

89. ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (ელენე ახვლედიანის აღმართი)

90. ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, იოანე პეტრიწის ქ.)

91. წმ.ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესია (ვაზისუბნის დასახლება, III მკ.რ-ნი)

92. ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბახტრიონის ქ.)

93. სამლოცველო სახლი (მეხშუბანი, ქვემო ფონიჭალის დასახლება)

94. სამლოცველო სახლი (ქვემო ფონიჭალა, 135-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)

95. სამლოცველო სახლი (ზემო ფონიჭალა, 70-ე საშ. სკოლის ტერიტორიაზე)

მცხეთა:

96. წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის ეკლესია (რუსთაველის ქ.სადგურის დასახლება)

97. „ახალქალაქური“ - სამონასტრო კომპლექსი: ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის და ბ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიებით (მდ.მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, XI-XII სს. წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერში)

98. სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია, „ანტიოქია“ (მდ.არაგვის მარჯვენა ნაპირზე, მტკვრის და არაგვის შესართავთან, სამნავიანი ბაზილიკა, VII-VIII სს.)

99. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია, „ბარბარეთი“ (მცხეთის ჩრდ. დასავლეთით, სასაფლაოზე, X-XI სს.)

100. კალოუბნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (მცხეთის ჩრდ.-ით, 5 კმ.-ზე, მტკვრის მარცხ. ნაპირზე, მაღალი მთის თხემზე, XII ს.)

101. წმ.იოანე და თორნიკე ათონელების სახელობის ეკლესია (მცხეთა)

102. „გეთსამანია“ - (მცხეთა, დგას ქალაქის დას. ნაწილში, ადრე შუა საუკ. ხანა)

103. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (არმაზი, ა. გიორგობიანის ქ.)

104. მგალობლიანთკარის ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, მდ. მტკვრის მარცხ. ნაპირზე, XVIII-XIX სს.)

105. მცხეთის ჯვრის სამონასტრო კომპლექსი: ა) მცირე ეკლესია (VI ს. II ნახ.), ბ) დიდი ტაძარი (ჯვარ-გუმბათოვანი, 586-604 წწ.)

106. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (მცხეთის დას-ით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე, XI ს. I ნახ. დარბაზული)

107. სამთავროს სამონასტრო კომპლექსი: ა) დიდი ტაძარი (XI ს. 30-იანი წლები, ჯვარ-გუმბათოვანი), ბ) წმ.ნინოს სახელობის პატარა ეკლესია (IV ს. გუმბათოვანი)

108. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ.ეკლესია (მცხეთის გარეუბან კოდმანში, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

109. წმ.დემეტრეს სახელობის ეკლესია (დგას მცხეთის გარეუბან კოდმანის სამხრ-აღმ. ნაწილში, ციცაბო ფერდობის პირზე, განვით. ფეოდ. ხანა)

სოფელი  არაშენდა

110. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-ით  1,5 კმ. გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

111. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. არაშენდა, დგას სოფლის სამხრ-დას-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

112. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (არმაზი, მდ.არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე, XII ს. II ნახ.)

სოფელი ახალდაბა

113. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალდაბა, დგას სოფლის ჩრდ-აღმით 200-300 მ-ზე, გვიანი ფეოდ. ხანა)

სოფელი  ახალსოფელი

114. ბზიანის კომპლექსი (სოფ.ახალსოფელი): ა) დარბაზული ეკლესია, VIII ს. ბ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, XII ს. დარბაზული გ) მოგვიანო ხანის ეკლესია

სოფელი ახალუბანი

115. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ახალუბანი, 1692 ნ. დარბაზული)

სოფელი  ბევრეთი

116. ძველი საყდარი (სოფ.ბევრეთი. სოფლის აღმ. 1,5 კმ-ზე, სათოვლიის მთაზე, ფეოდ. ხანა)

სოფელი ბიწმენდი

117. ეკლესია (სოფ.ბიწმენდი, სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

118. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ.ბიწმენდი)

119. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.ბიწმენდი, სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე, გვიანი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი გალავანი

120. ციხე-გალავნის ეკლესია (სოფ. გალავანი, დგას სოფლის აღმ-ით 1 კმ. XVIII ს. დარბაზული)

სოფელი  გლდანი

121. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გლდანი, დგას სოფლის სამხრ-ით, ახალ სასაფლაოზე, VIII-IX სს. დარბაზული)

122. გლდანის ეკლესია (სოფლის განაპირას, დას-ით, სასაფლაოზე, XIX ს. დარბაზული)

123. ვეჯინის კომპლექსი (გლდანი, დგას სოფლის დას-ით, ვეჯინის ხევში, VIII-IX სს. ა) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დარბაზული ბ) ნასაყდარი, დარბაზული გ) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, დარბაზული)

124. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (გლდანი, დგას სოფლის ჩრდ-ით, ძვ. სასაფლაოზე, IX-X სს. სამნავიანი ბაზილიკა)

სოფელი გოროვანი

125. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. გოროვანი, დგას სოფლის განაპირას, 1830 წ. დარბაზული)

სოფელი დიღომი

126. ზეგარდის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით, სოფ.მუხათგვერდის მახლობლად, XIII-XIV სს. დარბაზული)

127. თეთრი გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით მთაზე, ძვ. სასაფლაოზე, 1863 წ. დარბაზული)

128. კავთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის განაპირას, სამხრ-ით, XIX ს. დარბაზული)

129. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის ჩრდ. აღმით, XIX ს. დარბაზული)

130. მაჩხანის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, მთის ფერდობზე, IX ს-ის შუა ხანები, დარბაზული)

131. წმ.დიდმოწამე თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დიდგორის ქ.)

132. ამაღლების სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი)

133. ძველი საყდარი დიდგორის მთის წვერზე (სოფ.დიღომი, ფეოდ. ხანა)

134. ნაქულბაქევის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას საქართსამხედრო გზის აღმ-ით 1 კმ-ზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

135. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - „ონადირი“ (სოფ.დიღომი, დგას სოფლის სამხრ-ით, 2 კმ-ზე, ხევის მარცხენა ნაპირზე, X ს. დარბაზული)

136. ძველი საყდარი (სოფ.დიღომი, სოფლის აღმ. უბანში, ფეოდ. ხანა)

137. ძველი საყდარი (სოფ.დიღომი, სოფლის მამდალაანთ უბანში, ფეოდ. ხანა)

138. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის ჩრდ-დას. ზემო უბანში ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

139. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის განაპირას, აღმ-ით, X-XI სს. დარბაზული)

140. წმ.მარინეს სახელობის ეკლესია (სოფ.დიღომი, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

სოფელი ერედა

141. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. ერედა, დგას სოფლის ცენტრში, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი ვაზიანი

142. „სუმბიანის“ ეკლესია (სოფ.ვაზიანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, გუმბათოვანი)

სოფელი ზაქარო

143. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანის დასაწყისი, დარბაზული)

144. „შინდიანის ხატი“ (სოფ.ზაქარო, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით 1,5 კმ-ზე, VIII-IX სს. დარბაზული)

145. „ცაცხვიანის ხატი“ (სოფ.ზაქარო, დგას დ. აღმ-ით 2-3 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

146. პეტრე მოციქულის სახელობის ეკლესია (ზაჰესის დასახლება, დარბაზული)

სოფელი ზემო ნიჩბისი

147. „უმზეურის ეკლესია“ (სოფ.ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის ჩრდ-ით, დარბაზული)

148. „ვანთედის ეკლესია“ (სოფ.ზემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, IX-X სს. სამეკლესიანი ბაზილიკა)

სოფელი თელოვანი

149. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ.თელოვანი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

150. „ჯოიანის“ წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.თელოვანი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი თხინვალი

151. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

152. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. თხინვალი, დგას სოფლის დას-ით, ლისის ტბის მიდამოებში, XVII-XVIII სს. დარბაზული)

სოფელი კარსანი

153. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, IX-X სს. დარბაზული)

154. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ.კარსანი, დგას მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი კევლიანი

155. „ბნელა საყდარი“ (სოფ.კევლიანი, დგას სოფლის დას-ით, ხშირი ტყით დაფარულ მთაზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, სამეკლესიანი ბაზილიკა)

156. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

157. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, ფერდობზე, ადრინდელი ფეოდ. ხანა, დარბაზული)

158. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.კევლიანი, დგას სოფლის ჩრდ.აღმ-ით, ფერდობზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფ.კოდმანი

159. წმ.დემეტრეს სახელობის ეკლესია (სოფ.კოდმანი).

სოფელი კოტორაანთკარი

160. ძველი საყდარი (სოფ.კოტორაანთკარი, დგას სოფლის აღმ-ით, 1,5 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი  ლელობი

161. ძველი საყდარი (სოფ.ლელობი, სოფლის ჩრდ.დას-ით ნაქალაქარზე, XIII-XIV სს.)

სოფელი ლისი

162. წმ.ესტატეს სახელობის ეკლესია (სოფ.ლისი),

163. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.ლისი).

16ძ. ძველი საყდარი (სოფ.ლისი, სოფლის ჩრდ-ით დიღმურას მარჯვენა ნაპირზე არსებულ ნასოფლარზე, ფეოდ. ხანა)

165. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.ლისი, დგას სოფლის განაპირას, სამხრ-ით, ძვ. სასაფლაოზე, განვ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი მამკოდა

166. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.მამკოდა, XIX ს. დარბაზული)

167. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.მამკოდა, XIX ს. ჯვარ-გუმბათოვანი)

სოფელი მისაქციელი

168. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.მისაქციელი, დგას სოფლის დას. სამხრ. დას-ით, XIX ს. დარბაზული)

სოფელი მსხალდიდი

169. ეკლესია (სოფ.მსხალდიდი, დგას სოფლის განაპირას, აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი მსხალდიდი

178. „ნახშირგორის” ეკლესია (სოფ.მსხალდიდი, დგას სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოზე, განვ. ფეოდ. ხანა)

სოფელი მუხრანი

171. მაცხოვრის აღდგომის სახელობის მუხრანბატონთა კარის ეკლესია (სოფ. მუხრანი, დგას ციხე-გალავნის ჩრდ. აღმ-ით, დარბაზული)

172. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სოფ. მუხრანი, XIX ს. დარბაზული)

სოფელი ნავდარაანთკარი

173. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.ნავდარაანთკარი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

174. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.ნავდარაანთკარი, დგას სოფლის სამხრ. აღმ-ით, სასაფლაოზე, ადრინდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

175. წმინდა გიორგის სახელობის ნიში (სოფ.ნავდარაანთკარი, დგას სოფლის სამხრ. აღმ-ით, ფეოდ. ხანა)

სოფელი ნატახტარი

176. წმინდა იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია (სოფ.ნატახტარი, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. II ნახ. დარბაზული)

177. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია (სოფ.ნატახტარი, დგას სოფლის სამხრ-ით, ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი საგურამო

178. „აგურის საყდარი“ - შედგება ორი ეკლესიისაგან: ა) დარბაზული ეკლესია, ადრინდ. ფეოდ. ხანა, ბ) სამეკლესიანი ბაზილიკა, IX-X სს. (სოფელი საგურამო, დგას ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის სამხ-ით, მთის ფერდობზე)

179. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. საგურამო, დგას სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოზე, განვით. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

188. ძველი საყდარი (სოფ.საგურამო, დგას მცხეთა - საგურამოს გზის მარჯვ. მხარეს, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი სათოვლე

181. „აბულეთის“ სამონასტრო კომპლექსი: ა) წმ.გიორგის სახელობის ეკლესია დარბაზული, ბ) მცირე ეკლესია დარბაზული (სოფ.სათოვლე, მდებარეობს სოფლის ჩრდ. აღმ-ით, აბულეთის ბორცვზე, მდ.ხეკორძულას მარჯვ. შენაკადთან, XI ს.)

182. „კოხიანას“ ეკლესია (სოფ. სათოვლე, დგას სოფლის სამხრ. აღმ-ით, 2 კმ-ზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა)

183. წმ.იოანე მახარებლის სახელობის ეკლესია (სოფ.სასხორი, დგას სოფლის სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი სასხორი

184. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (სოფ.სასხორი, დგას სოფლის განაპირას სამხრ-ით, ნასოფლარზე, 1704 წ. დარბაზული)

185. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.სასხორი, დგას სოფლის სამხრ-ით, განვით. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

186. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.სასხორი, დგას სოფლის სამხრ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

187. „უკუღმა“ ეკლესია (სოფ.სასხორი, დგას სოფლის სამხრ. დას-ით, ციცაბო ფერდობზე, მდ.ნიჩბურას მარჯვ. ნაპირზე, VIII-IX სს.)

სოფელი  სხალტბა

188. კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია სოფელ სხალტბაში, დგას სოფლის დას-ით, 1,5 კმ-ზე, სასაფლაოზე, 1669 წ. დარბაზული)

სოფელი  ქვემო ნიჩბისი

169. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.ქვემო ნიჩბისი, დგას სოფლის განაპირას სამხრ-ით, სასაფლაოზე, 1817 წ. დარბაზული)

190. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (სოფ.ქვემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, მდ.ნიჩბურას მარჯვ. ნაპირზე, XVI-XVII სს.)

191. „კიკოლაანთ საყდარი“ (სოფ.ქვემო ნიჩბისი, დგას სოფლის სამხრ-ით, X ს. დარბაზული)

სოფელი ქსანი

192. სამნავიანი ბაზილიკა (სოფ.ქსანი, დგას ნასტაგისის ველის ჩრდ. აღმ. ნაწილში, V-VI სს.)

193. სამეკლესიანი ბაზილიკა (სოფ.ქსანი)

სოფელი ქსოვრისი

194. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (ქსოვრისი)

195. ჯვარპატიოსნის სახელობის თელოვანის ეკლესია (სოფ. ქსოვრისი, დგას სოფლის აღმ-ით, 2-3 კმ-ზე, VIII-IX სს.)

196. ეკლესია (სოფ. ქსოვრისი, დგას სოფლის აღმ-ით, 2 კმ-ზე, ნასოფლარ ფშუტიან ქედზე, დარბაზული)

197. შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსი: ა) მღვიმე - ეკლესია, გზის მარჯვენა მხარეს კონცხზე (შიოს თავდაპირველი სამყოფელი), ბ) წმ.იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია (VI ს. ჯვარგუმბათოვანი), გ) წმ.შიოს სასაფლაო - ეკლესია, დ) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სამნავიანი ბაზილიკა)

სოფელი ციხისძირი

198. ძველი საყდარი (სოფ.ციხისძირი, დგას სოფლის აღმ-ით, ადრინდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

199. ძველი საყდარი (სოფ.ციხისძირი, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

200. ძველი საყდარი (სოფ.ციხისძირი, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი ცხვარიჭამია

201. წმ.მარიამის სახელობის ეკლესია (სოფ.ცხვარიჭამია, დგას სოფლის ცენტრში, XIX ს. დარბაზული)

202. დიდი საყდარი (სოფ.ცხვარიჭამია, დგას სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოსთან, VIII-IX სს. სამეკლესიანი ბაზილიკა)

203. პატარა საყდარი (სოფ.ცხვარიჭამია, დგას სოფლის ჩრდ. აღმ-ით, მდ.თეზმის მარჯვ. ნაპირზე, VIII-IX სს. დარბაზული)

სოფელი ძალისი

204. ძველი საყდარი (სოფ.ძალისი, დგას სოფლის ჩრდ. დას-ით, სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

285. ახლადაშენებული ეკლესია (სოფ.ძალისი, დგას სოფლის ცენტრში)

206. ძველი საყდარი (სოფ.ძალისი, დგას სოფლის აღმ-ით, მუხრანის ველზე, მდ. ნარეკვავის ნაპირზე, ნაქალაქარის ტერიტორიაზე, VIII ს.)

სოფელი ძეგვი

207. „ბორას“, იგივე ბოძის საყდარი (სოფ.ძეგვი, დგას სოფლის სამხრ. აღმ-ით 1,5 კმ. მდ. ძეგვისწყლის მარჯვ. ნაპირზე, X ს. დარბაზული)

208. დედაღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.ძეგვი, დგას შუა სოფელში, დარბაზული)

209. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.ძეგვი, 1676-1700 წწ. დარბაზული)

210. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. ძეგვი, 1716 წ. დარბაზული)

211. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (სოფ.ძეგვი, დგას სოფლის განაპირას, ჩრდ-ით, სასაფლაოზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

212. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (სოფ.ძეგვი, დგას სოფლის სამხრ. აღმ-ით 5-6 კმ-ზე, მაღალი მთის წვერზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

213. წმ.მარიამის სახელობის ეკლესია (სოფ.ძეგვი, დგას სოფლის სამხრ. აღმით 1,5 კმ-ზე, მდ.ძეგვისწყლის ხეობაში, ციხედიდის ხევის მარცხ. ნაპირზე, დარბაზული)

214. ეკლესია (სოფ. ძეგვი, დგას სოფლის სასაფლაოს აღმ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი ძველი ქანდა

215. „მაროდიშის“ ეკლესია (სოფ.ძველი ქანდა, დგას სოფლის აღმ-ით, ნასოფლარზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

216. ძველი საყდარი (სოფ.ძველი ქანდა, დგას სოფლის სამხრ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი წეროვანი

217. „კეხიჯვრის“ ეკლესია (სოფ.წეროვანი, დგას სოფლის განაპირას, VIII ს. დარბაზული)

218. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (სოფ. წეროვანი)

სოფელი წინამძღვრიანთკარი

219. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. წინამძღვრიანთკარი, დგას სოფლის ჩრდ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

220. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (სოფ. წინამძღვრიანთკარი, დგას სოფლის ჩრდ-ით, დარბაზული)

221. „წინამძღვრიშვილების“ ეკლესია (სოფ.წინამძღვრიანთკარი, XIX ს. თავისუფალი ჯვრის ტიპი)

222. ბერების საყდარი (სოფ.წინამძღვრიანთკარი, დგას სოფლის ჩრდ. აღმ-ით, ტუხალდის ხევის მარჯვ. ნაპირზე, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

223. „ორთვალას“ ეკლესია (სოფ.წინამძღვრიანთკარი, დგას სოფლის ჩრდ-ით, გვიანდ. ფეოდ. ხანა, დარბაზული)

სოფელი ხეკორძი

224. ძველი საყდარი (სოფ.ხეკორძი, დგას სოფლის ჩრდ-ით, მდ.ხეკორძულას მარჯვ. ნაპირზე)

გარდაბანი

225. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (გარდაბანი)

226. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (გარდაბანი)

სოფელი ახალსოფელი

227. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ.ახალსოფელი, XIX ს.)

სოფელი დიდი ლილო

228. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.დიდი ლილო, XIX ს.)

სოფელი  ზემო თელეთი

229. ძველი საყდარი (სოფ. ზემო თელეთი, გვ.შ.ს.)

სოფელი კვესეთი

230. ძველი საყდარი (სოფ. კვესეთი, ადრე შუა ს.)

სოფელი კოჯორი

231. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.კოჯორი, გარდამ. ხანა)

232. ორმეოც წმინდათა სებასტიელ (ორმეოცთა) სახელობის ეკლესია (სოფ.კოჯორი)

სოფელი კუმისი

233. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (სოფ.კუმისი, XIX ს.)

სოფელი ლეწონისი

234. წმინდა ელენეს და კონსტანტინეს სახელობის ეკლესია (სოფ.ლეწონისი, გუმბათოვანი, გვ.შ.ს.)

ლილოს დასახლება

235. წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება)

სოფელი მარტყოფი

236. ძველი საყდარი „აპარნასის“ სახელობის (სოფ.მარტყოფი)

237. წმ.გიორგის სახელობის „ბორკლის ჯვრის“ ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

238. წმ.გიორგის სახელობის „ოთაანთ“ ეკლესია (სოფ. მარტყოფი. გვ.შ.ს.)

239. წმ.გიორგის სახელობის „წყაროსთეთრის“ ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

2ძ0. წმ.გიორგის სახელობის „ჭოტორის“ ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

241. „თეძმალიანთ“ საყდარი (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

242. მაცხოვრის სახელობის ეკლესია (სოფ.მარტყოფი, 1790-1810 წწ.)

243. მთავარანგელოზთა სახ.ეკლესია (სოფ.მარტყოფი)

244. წმინდა მოციქულ თომას სახ.კვირაცხოვლობის ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

245. ყოვლადწმიდა სამების სახ.ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

246. ღვთაების სახ.ეკლესია (სოფ.მარტყოფი, გვ.შ.ს.)

247. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია (სოფ.მარტყოფი)

სოფელი ნორიო

248. წმ.გიორგის სახ.ეკლესია (სოფ.ნორიო, გვ.შ.ს.)

250. წმ.გიორგის სახ.ეკლესია (სოფ.ნორიო, გვ.შ.ს.)

251. წმ.გიორგის სახ. „ცოფურიანთ“ ეკლესია (სოფ.ნორიო, XIX ს.)

252. წმ.გიორგის სახ. „ხაზარაულის“ ეკლესია (სოფ.ნორიო, გვ.შ.ს.)

253. წმ.იოანე ნათლისმცემლის სახ.ეკლესია (სოფ.ნორიო, გვ.შ.ს.)

254. წმ.მთავარანგელოზთა მიქაელის და გაბრიელის სახელობის ეკლესია (სოფ. ნორიო, XIX ს.)

255. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სოფ. ნორიო, გვ.შ.ს.)

256. ძველი საყდარი (სოფ.ნორიო, გვ.შ.ს.)

სოფელი პატარა ლილო

257. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.პატარა ლილო, გვ.შ.ს.)

სოფელი საცხენისი

258. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.საცხენისი, გვ.შ.ს.)

259. ძველი საყდარი (სოფ.საცხენისი, შუა ს.)

სოფელი ტაბახმელა

260. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.ტაბახმელა, გვ.შ.ს.)

261. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სოფ.ტაბახმელა)

უძოს მთა

262. „უძოს“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (უძოს მთა)

სოფელი ქვემო თელეთი

263. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (სოფ. ქვემო თელეთი)

სოფელი ქვემო წყნეთი

264. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სოფ.ქვემო წყნეთი)

სოფელი წავკისი

265. კვირაცხოვლობის სახელობის ეკლესია (სოფ.წავკისი, 1493 წ.)

266. წმ.მარინეს სახელობის ეკლესია (სოფ.წავკისი, XVIII ს.)

267. წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (სოფ.წავკისი)

268. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ.წავკისი, XVII-XVIII სს.)

სოფელი  წალისყური

269. ძველი საყდარი (სოფ.წალისყური, XIX ს.)

სოფელი წინუბანი

270. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.წინუბანი)

სოფელი წყნეთი

271. წმ.გიორგის „მძლეთის“ სახელობის ეკლესია (სოფ.წყნეთი)

სოფელი შინდისი

272. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ.შინდისი, შუა ს.)

273. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია (სოფ. შინდისი, სოფლის განაპირას, 1868-1873 წწ.)

274. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (სოფ. შინდისი)

მონასტრები:

275. ყოვლადწმიდა სამების სახ.თბილისის საპატრიარქო ლავრის სამონასტრო კომპლექსი (ახალი)

276. წმ.ათორმეტ მოციქულთა სახელობის სვეტიცხოვლის მამათა მონასტერი (IV, V, XI სს.)

277. ღვთაების წმინდა ანტონ მარტყოფელის სახ. მამათა მონასტერი (მარტყოფი, იალნოს მთა, VI ს.)

278. ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახ. ბეთანიის მამათა მონასტერი (XII-XIII სს.)

279. წმ.იოანე ზედაზნელის სახელობის მამათა მონასტერი (VI ს.)

280. წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი (VI ს.)

281. წმ.და პატიოსანი ჯვრის სახ.მამათა მონასტერი (VII ს.)

282. წმ.გიორგის სახ.შავნაბადას მამათა მონასტერი (XVIII-XIX სს.)

283. წმ.გიორგის სახ.თელეთის სამონასტრო კომპლექსი (XIX ს.)

284. ფერისცვალების სახ.მამათა მონასტერი (თაბორის მთა, ახალი)

285. კრწანისის ტყე-პარკის მამათა მონასტერი (ახალი)

286. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი (მარტყოფი)

287. წმ.ეკატერინეს სახელობის მცხეთის დედათა მონასტერი

288. წმ.ნინოს სახ.სამთავროს დედათა მონასტერი

289. ფერისცვალების სახ.დედათა მონასტერი (დარეჯანის სასახლე)

290. ანტიოქია-დედათა მონასტერი (მცხეთა)

291. წმ.იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის დედათა მონასტერი (ავჭალა)

292. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი (ნორიო, ადრ. შ.ს.)

სტავროპიგიული მონასტრები:

293. წმ.დავით გარეჯის მამათა მონასტერი

294. წმ.ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერი

295. ფოკის დედათა მონასტერი

296. წმ.ნიკოლოზის სახელობის შემოქმედის დედათა მონასტერი

მშენებარე ტაძრები:

297. ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეკლესიები. (ელიას მთა, ყოვლადწმიდა სამების სახელობის ლავრა)

298. ხარების სახელობის ტაძარი (საქართველოს საპატრიარქოს ეზოში, ერეკლე II მოედანი)

299. წმ.აბო თბილელის სახელობის ტაძარი (მეტეხის კლდის ძირში)

308. წმ.ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარი (საბურთალოს ქ.)

301. წმ.ბარბარეს სახელობის ტაძარი

302. წმ.გიორგის სახელობის ტაძარი (ვეძისი, ოსეთის ქ.)

303. წმ.გიორგის სახელობის ტაძარი (ჩუღურეთი)

304. წმ.გიორგის სახელობის ტაძარი (31-ე ქარხნის ტერიტორიაზე)

305. წმ.თამარ მეფის სახელობის ტაძარი

306. ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარი

307. წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი

308. კაბენის კომპლექსი

389. წმ.მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძარი

310. მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის სხელობის ტაძარი (სოფ. ნორიო)

311. მთავარანგელოზ მიქაელის და გაბრიელის სახელობის ტაძარი (სოფ. წავკისი)

312. წმ.ორმეოც სებასტიელ მოწამეთა სახელობის ტაძარი (ჭრელ აბანოებთან)

313. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ.ტაძარი (სოფ.დიღომი, ჩრ.დას.-ით)

314. ფერისცვალების სახელობის ტაძარი (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან)

315. მშენებარე ტაძარი (რესპუბლიკის პროკურატურის ეზოში)