topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ტიმოთესუბანი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ტიმოთესუბანი (ბორჯომის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:

1. გორდეევი ვ. ტიმოთესუბანი // საბჭოთა ხელოვნება. - 1940. - N4. - გვ.45-51. - სოფ.ტიმოთესუბნის მონასტრის ფრესკების სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზი, მშენებლობის ეტაპები.

2. ზაქარაია პ. შუა საუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ.XXII - B. - 1961. - გვ.71-102. - ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის დაწვრილებითი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, ფრესკული მხატვრობის მიმოხილვა.

3. კანდელაკი გ. ტიმოთესუბანი. - 1964. - გუმბათოვანი ეკლესიის, კედლის მხატვრობისა და არქიტექტურული დეტალების აღწერილობა.

4. პრივალოვა ე. "არს კიმოთისმანს მონასტერი გუმბათოვანი..." //ძეგლის მეგობარი. - 1975.-N38. - გვ.22-28. - თორელების მიერ XII-XIII საუკუნის მიჯნაზე აგებული ტიმოთესუბნის მონასტრის კედლის მხატვრობის თაობაზე.

4. ტიმოთესუბანი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.264-267. - თორის ქვაბულში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება. დიდი ტაძრის ამგებად და მომხატავად მოხსენიებულია შალვა თორელ-ახალციხელი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედისა და ფრესკული ფერწერის ნიმუშების ფოტოები.

5. ტიმოთესუბნის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა. - თბ., 2004 - 2005. - გვ.49. - XIII საუკუნის ტაძარზე ჩატარებული მხატვრობის გასამაგრებელი და სხვა სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის გუმბათის მოხატულობის ფოტო.

6. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები. - თბ., 2005. - გვ.41-42. - შალვა თორელის მიერ XII-XIII საუკუნეებში დაარსებული ტაძრის მოკლე ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, წარწერების ანალიზი, სარესტავარაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, იღუმენი საბა (გიგიბერია, 1994-1996 წწ.), ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რესტავრატორები კ.ბაკურაძე, გ.ჭეიშვილი, ე.პრივალოვა; მ.დვალიშვილი.

7. გიტინსი მ. ქართული კედლის მხატვრობის სამი ნიმუშის კონსერვაციისადმი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მიდგომა // ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში. ვ.ბერიძის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (2008 თბილისი) თეზისები. - თბ., 2008. - გვ.122. - განხილულია იტალიელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ტაძარში ჩატარებული სამუშაოები.

8. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ბორჯომის ხეობა. - თბ., 1957. - გვ.24-25. - XII-XIII საუკუნის ჯვრის ფორმის, გუმბათიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრულ - მხატვრული დახასიათება.

9. გუჯარეთი. - თბ., 1987. - გვ.42-47. - ცენტრალურ - გუმბათოვანი, XII-XIII საუკუნეებში აგებული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერებისა და მოხატულობის ანალიზი, შედარება ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და ბერთუბნის ეკლესიათა კედლის მხატვრობასთან. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.9, ტაბ.XXXIV-XLIII).

10. ტიმოთესუბნის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ.15. - თბ., 2007. - გვ.66-69. -  ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა.

11. ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.156. - აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ფოტო (ტაბ.164).

12. ტიმოთესუბანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.231-232. - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახ.ტაძრის ბერძნული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.

13. ტიმოთეს უბანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. -გვ.303. - მოკლე ცნობა ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და ბერძნული წარწერების შესახებ. მოხსენიებულია დ.ბაქარაძე.

14. კანდელაკი ბ. ტიმოთესუბანი. - თბ., 1964. - 10 გვ.  - ბუკლეტში მოცემულია ტაძრის, კედლის მხატვრობის, გამორჩეული არქიტქტურული ფორმების მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

15. ტიმოთესუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.719. - სამონასტრო კომლექსის მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა.