There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ტიმოთესუბანი (ბორჯომის რ-ნი) ბიბლიოგრაფია:
1. გორდეევი ვ. ტიმოთესუბანი // საბჭოთა ხელოვნება. - 1940. - N4. - გვ.45-51. - სოფ.ტიმოთესუბნის მონასტრის ფრესკების სტილისტური და იკონოგრაფიული ანალიზი, მშენებლობის ეტაპები.
2. ზაქარაია პ. შუა საუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურის ზოგიერთი საკითხისათვის // საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. ტ.XXII - B. - 1961. - გვ.71-102. - ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის დაწვრილებითი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული ანალიზი, ფრესკული მხატვრობის მიმოხილვა.
3. კანდელაკი გ. ტიმოთესუბანი. - 1964. - გუმბათოვანი ეკლესიის, კედლის მხატვრობისა და არქიტექტურული დეტალების აღწერილობა.
4. პრივალოვა ე. "არს კიმოთისმანს მონასტერი გუმბათოვანი..." //ძეგლის მეგობარი. - 1975.-N38. - გვ.22-28. - თორელების მიერ XII-XIII საუკუნის მიჯნაზე აგებული ტიმოთესუბნის მონასტრის კედლის მხატვრობის თაობაზე.
4. ტიმოთესუბანი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.264-267. - თორის ქვაბულში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება. დიდი ტაძრის ამგებად და მომხატავად მოხსენიებულია შალვა თორელ-ახალციხელი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართული აქვს საერთო ხედისა და ფრესკული ფერწერის ნიმუშების ფოტოები.
5. ტიმოთესუბნის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი //საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამა. - თბ., 2004 - 2005. - გვ.49. - XIII საუკუნის ტაძარზე ჩატარებული მხატვრობის გასამაგრებელი და სხვა სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ტაძრის გუმბათის მოხატულობის ფოტო.
6. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია; ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები. - თბ., 2005. - გვ.41-42. - შალვა თორელის მიერ XII-XIII საუკუნეებში დაარსებული ტაძრის მოკლე ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, წარწერების ანალიზი, სარესტავარაციო სამუშაოების შედეგები. მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბატონიშვილი, იღუმენი საბა (გიგიბერია, 1994-1996 წწ.), ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა), მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იერომიელი (ფილიშვილი), რესტავრატორები კ.ბაკურაძე, გ.ჭეიშვილი, ე.პრივალოვა; მ.დვალიშვილი.
7. გიტინსი მ. ქართული კედლის მხატვრობის სამი ნიმუშის კონსერვაციისადმი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მიდგომა // ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში. ვ.ბერიძის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (2008 თბილისი) თეზისები. - თბ., 2008. - გვ.122. - განხილულია იტალიელი და ქართველი სპეციალისტების მიერ ტაძარში ჩატარებული სამუშაოები.
8. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ბორჯომის ხეობა. - თბ., 1957. - გვ.24-25. - XII-XIII საუკუნის ჯვრის ფორმის, გუმბათიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრულ - მხატვრული დახასიათება.
9. გუჯარეთი. - თბ., 1987. - გვ.42-47. - ცენტრალურ - გუმბათოვანი, XII-XIII საუკუნეებში აგებული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერებისა და მოხატულობის ანალიზი, შედარება ვარძიის, ყინწვისის, ბეთანიისა და ბერთუბნის ეკლესიათა კედლის მხატვრობასთან. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.9, ტაბ.XXXIV-XLIII).
10. ტიმოთესუბნის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ.15. - თბ., 2007. - გვ.66-69. - ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა.
11. ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.156. - აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს დართული აქვს ფოტო (ტაბ.164).
12. ტიმოთესუბანი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.231-232. - ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის სახ.ტაძრის ბერძნული წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.
13. ტიმოთეს უბანი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. -გვ.303. - მოკლე ცნობა ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის ხუროთმოძღვრებასა და ბერძნული წარწერების შესახებ. მოხსენიებულია დ.ბაქარაძე.
14. კანდელაკი ბ. ტიმოთესუბანი. - თბ., 1964. - 10 გვ. - ბუკლეტში მოცემულია ტაძრის, კედლის მხატვრობის, გამორჩეული არქიტქტურული ფორმების მოკლე აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.
15. ტიმოთესუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.719. - სამონასტრო კომლექსის მთავარი ნაგებობის - ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მოკლე აღწერილობა.
|