There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ტიმოთესუბანი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ.719.
ტიმოთესუბანი (კიმოთესუბანი) - სოფელი ბორჯომის რაიონში... თორის ქვაბულში (ისტორიული თორის შუაგულში), გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მ., ბორჯომიდან 17 კმ, წაღვერიდან 3 კმ. შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნეგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს სამი შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეტ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე.პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).
***ვარაუდობენ, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე დაკრძალულია შალვა ახალციხელი, ვინაიდან იგი აგებული იქნა თორის მფლობელ შალვა ერისთავთ - ერისთავ ახალციხელის მიერ. ამჟამად ეკლესიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მონასტერი. მონასტრის ტერიტორიაზე დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევები. ზემო, ჩრდილოეთის ტერასაზე მდებარეობს პატარა, წმინდა ბარბარეს სახელობის ერთნავიანი ბაზილიკა და საძვალე. ცენტრალური ტაძარი ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. გუმბათის ყელი შემკულია ლაჟვარდოვანი ჭიქურის ფიალებით. სიმაღლე 28 მეტრია (ჯვართან ერთად, სიგანე - 19 მეტრი, სიგრძე - 11 მეტრი. ჩრდილოეთის მხრის ფანჯრები ამოშენებულია და მოხატული. ტაძრის მოხატულობა თარიღდება 1205 - 1215 წლებით (თამარ მეფის ეპოქა) და თავის მხრივ უნიკალურია. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. ფრესკების დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. 2000-2006 წლებში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ (ხელმძღვ. მარიამ დვალიშვილი), მათ ჩაუტარდათ გაწმენდისა და გამაგრების სარესტავრაციო სამუშაოები. რესტავრაციის შემდეგ ამავე ცენტრმა ღვთისმშობლის ტაძარზე ჩატარებული პროექტი ევროგაერთიანების კულტურული მემკვიდრერობის პრიზზე / ევროპა ნოსტრას ჯილდოზე წარადგინა, რის შედეგაც პროექტმა ერთერთი პრესტიჟული ჯილდო - მედალი მოიპოვა.
*** გამოყენებული ბმული: http://ka.wikipedia.org/wiki
************************************************************************************
ტიმოთესუბანი და ყინცვისი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 156 (XIII ს-ის დასაწყისი)
ტიმოთესუბნის ეკლესია ბორჯომის რაიონშია, წაღვერს ზემოთ. ეს აგურით ნაშენი გუმბათოვანი ტაძარია. გეგმით, სივრცით, გარეგნული მასით იგი ახლო დგას ბეთანია -ქვათახევ -ფიტარეთის ჯგუფთან....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ტიმოთესუბნის ეკლესია //"ჟღერს ქვის ჰარმონია", საკითხავი ყმაწვილთათვის, ტ.15. - თბ., 2007. - გვ.66-69.
ტიმოთესუბნის ეკლესია ბორჯომთან, წაღვერიდან 3 კილომეტრზე, მდინარე თორის (ხლანდელი გუჯარეთისწყალი) ღრმა და ვიწრო ხეობაში მდებარეობს...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|