There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<<ბოლნისის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>
სარაჩლო - სოფელი ბოლნისის რაიონში, მდინარე საღზაღანისწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზღვის დონიდან 510 მ, ბოლნისიდან 22 კილომეტრზე, შულავრიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 9 კმ. სოფლის მახლობლად და სოფელში დგას ოთხი ეკლესია: ამათგან ნასოფლარ მანხუტთან, მდინარის პირასაა ორი დარბაზული ეკლესიაა (VI-VIII საუკუნეები) - მანხუტის ზედა და ქვედა ეკლესიები. ქვედა ეკლესია ძარღვიანი ყვითელი ქვის სუფთად გათლილი დიდრონი კვადრებით არის ნაგები. შემკულია მოჩუქურთმებული სვეტისტავებით. ზედა უფრო სადაა, ორივე ეკლესიას, ისევე როგორც ბოლნისის სიონს, კარების თავზე ღია ლუნეტები აქვს გაკეთებული. მოშორებით დგას მესამე ეკლესია (X საუკუნე). გარდა ამისა იქვე დგას მესამე ეკლესიის ნანგრევებიც. თავად სოფელში კი არის მეოთხე ეკლესია.
მანხუტის ეკლესიები:
1. მანხუთი. ქვედა ეკლესია, VI-VII სს-ის ძეგლი - არქიტექტურული კომპლექსი, მდებარეობს სოფლიდან მოშორებით. ეკლესიის ტიპი - დარბაზული, შვერილ აფსიდიანი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული. საბურველი - კრამიტი. ფასადის მორთულობა - ცოკოლი, 2საფეხურიანი; სარკმლის თავსართი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; კარი - თაღოვანი შიგნიდან; სარკმელი - თაღოვანი; კარნიზი (ლავგარდანი), აფსიდი (საკურთხეველი), ნალისებური; აფსიდი ერთი ან ორი საფეხურით ამაღლებული. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. იატაკი - მიწის. დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 474673, განედი - 4579012, სიმაღლე ზღვის დონიდან - 688 მ. ეკლესია რესტავრირებულია. აღსანიშნავია, ინტერიერის მაღალი, აზიდული, კლასიკური პროპორციები; კედლის პერანგის ლამაზი, მოხდენილი წყობა; აფსიდის, სარკმლის თაღისა და კონქის თაღის ნალისებური მოყვანილობა. ეკლესიას კბილანა ლავგარდანი შემოუყვება.
2. მანხუთის მეორე - ზედა ეკლესია, VI ს., ეკლესიის ტიპი - დარბაზული მინაშენით. სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული; ცხოველხატული. საბურველი - კრამიტი. ფასადის მორთულობა - რელიეფი; ცოკოლი, ორსაფეხურიანი; სარკმლის თავსართი; კარნიზი (ლავგარდანი) - გეომეტრიული ორნამენტი; კარნიზი (ლავგარდანი) - აგური; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - თაღოვანი. აფსიდი (საკურთხეველი) - ნახევარწრიული; ნალისებური; საკურთხევლის ნიშა - სწორკუთხა. შიდა გადახურვა - ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი. თაღები - კედლის გრძივი თაღები. სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი (სვეტისთავი). დაზიანების კატეგორია - 1 კატეგორია. გრძედი - 474602. განედი - 4579070. სიმაღლე ზღვის დონიდან - 707 მ. ეკლესია რესტავრირებულია. აღმ. შარკმლის თავზე წვრილი ორნამენტირებული წარბია, რომლის თავზეც ბოლნური ჯვარია გამოკვეთილი.
3. მანხუთი. მესამე ეკლესია, XI-XIII სს., ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული. ფასადის მორთულობა - ცოკოლი, ორსაფეხურიანი. აფსიდი(საკურთხეველი) - ნახევარწრიული. თაღები - კედლის გრძივი თაღები. პილასტრი - სწორკუთხა. გრძედი - 477298. განედი - 4580651. სიმაღლე ზღვის დონიდან - 570 მ. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი. იკითხება პილასტრი და ორსაფეხურიანი ცოკოლი.
4. მანხუთი. ეკლესია №4. XI-XIII სს., ეკლესიის ტიპი - დარბაზული. სამშენებლო მასალა - ქვა; დუღაბი. სამშენებლო წყობა - თარაზული. ფასადის მორთულობა - ცოკოლი, ორსაფეხურიანი; ბარელიეფი; სარკმლის თავსართი; კარი - სწორკუთხა ანუ არქიტრავული; სარკმელი - თაღოვანი; კარნიზი (ლავგარდანი). აფსიდი(საკურთხეველი) - ნალისებური; საკურთხევლის ნიშა - თაღოვანი. შიდა გადახურვა - თაღოვან - კამაროვანი; ცილინდრული. აფსიდის გადახურვა - კონქი; კონქის თაღი. დარბაზის გადახურვა - კამაროვანი შეისრული. თაღები - კედლის გრძივი თაღები. პილასტრი - სწორკუთხა. სვეტის პილასტრის მორთულობა - კაპიტელი(სვეტისთავი). დაზიანების კატეგორია - 2 კატეგორია. გრძედი - 479029, განედი - 4585426. სიმაღლე ზღვის დონიდან - 391 მ. ეკლესიის სამხრეთ მინაშენის მხოლოდ კვალია დარჩენილი. დასავლეთ სარკმელს არშია შემოუყვება. სარკმლის თაღზე ჯვარია გამოსახული. იკითხება კარნიზის მცირე ფრაგმენტი.
ფოტოების ავტორი - გ.ბაგრატიონი - (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოებზე - + )
მანხუტის ეკლესიები (ბოლნისის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" //დმანისი. კრ.IV. - თბ., 2003. - გვ.212-215. - მანხუტისხევის (ამჟამად საღსაღანისწყალი) მარცხენა ნაპირზე მდებარე (ყოფილი სოფ.მანხუტი) ნანგრევების სახით შემორჩენილი ორი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერათა პალეოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონი. ტექსტს ახლავს მანხუტის ზედა და ქვედა ეკლესიების გეგმები.
2. მანხუტის ქვემო და ზემო ეკლესია //არქიტექტურის რესტავრაცია საქრთველოში. ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი. - თბ., 2012. - გვ.125-126. - ტექსტს ერთვის ეკლესიებია ფოტოები.
|