<უკან დაბრუნება...<<<კასპის რაიონის ძეგლები>>>
ზირთის წმ.გიორგის სახ. ეკლესია იხ.ჩაჩუბეთი - კასპის რ-ნი
ჩაჩუბეთი (კასპის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.34. - ღვთისმშობლის სახ. დარბაზული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.
2. ჩაჩუბეთი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.209-210. - სოფ.ჩაჩუბეთის ტერიტორიაზე განლაგებული ძეგლების: დეგბიციხის ეკლესიის (მდებარეობს სოფლის სამხ.-დას.-ით, თარიღდება IX-X საუკუნეებით), ზირთის წმ.გიორგის სახ. ეკლესიისა და საყდრის საქოლავოს (მდებარეობს სოფლიდან 10 კმ-ზე, ნასოფლარ ზირთაში, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, აქვე აღნიშნულია მთაზე აგებული საყდარი საქოლავი), თეკნელას წმ.გიორგის სახ. ეკლესიის(ნასოფლარ თეკნელაში აგებული, დათარირებულია XI-XIII საუკუნეებით), ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის ნანგრევების, (დაზიანებულია, ჩანს მინაშენი), საბოლიის ეკლესია(სოფლის სამხ.-ით მდებარე, თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით, ძლიერ დაზიანებულია), ღვთისმშობლის სახ. ეკლესია (ნაგები ნატეხი ქვით, დარბაზული ტიპის, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით, შემორჩენილია მოხატულობის და წარწერის რამდენიმე ფრაგმენტი), საერო ხასიათის ნაგებობების მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.
|