There are no translations available.
< უკან დაბრუნება ...<<<საქართველოს მეგალითები>>>
ჩოლაყის "აია-კონსტანტინ"-ი. // ლ.მელიქსეთ-ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში., თბ., 1938 წ., გვ. 55
სოფელ ჩოლაყის ახლოს მდებარე მთაზე ცნობილია ე.წ. „აია-კონსტანტინ“-ი, ე.ი. წმიდა კონსტანტინე. ასე ეწოდება ეკლესიას, რომელიც აგებულია მეგალითების სამყაროში: ჯერ ერთი, თვით ეკლესია თვისი ეგუტერითურთ აშენებულია იმ ადგილზე, სადაც მენჰირ ვეშაპოიდი იდგა ცის ქვეშ, ხოლო ეკლესიაში მოქცეული ქვა ჯვარიან-ქვად იქნა გადამუშავებული: შემდეგ, ეს მენჰირი შემორტყმული ყოფილა კრომლეხით, რომლის ნაშთი ეკლესიის ჩრდილოეთ-დასავლეთ მხარეშიღაა და ოდნავად იმჩნევა. (ტაბ. XVII). ამას გარდა აქ დაცულია ციკლოპური ნაგებობის გალავანი (ტაბ. XV- XVI, XVIIIა), რომელიც, რასაკვირველია, პირვანდელი სახისა არ არის, არამედ ძირითადად გადაკეთებულია. ხოლო გალავნის ერთ-ერთ ქვას "ერატიპა"-ს ფუნქცია აქვს მიკუთვნებული (ტაბ. XVI)
|