topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზეგაანის კომპლექსი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>

ზეგანის "ყველაწმინდა" //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.-გვ.96.

VI –VII  სს. მიჯნა

ზეგანის დიდი მონასტერი კახეთშია, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგანის მახლობლად, ხშირ ტყეში. მთავარი შენობა, ყველაწმინდის (ე.ი. ღვთისმშობლის) ტაძარი, სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. სხვა შენობებია - მცირე სამლოცველოები, მარანი და სხვ... მონასტერს  გალავანი არტყია. ყველაწმიდის ეკლესია ტიპის განვითარებულ საფეხურს წარმოგვიდგენს: შუა ეკლესიას სამმხრივი შემოსავლელი აქვს, ანუ გვერდის ეკლესიები და მათი შემაერთებელი დასავლეთის გასასვლელი. საკურთხევლის ორ მხარეს გამოყოფილია უაფსიდო სადიაკვნე და სამკვეთლო, ხოლო შუა ეკლესიის დასავლეთ ნაწილში -პატრონიკე. კედლები მსხვილი რიყის ქვისაა, კუთხეები, სარკმელების მოჩარჩოება და შიგნათ საბჯენი თაღები - შირიმის ფილებისა, კამარა სხმულია.

ფასადები მარტივია, სამკაულის გარეშე, კედლების ვრცელი ზედაპირები მცირედ დანაწევრებულია. სახურავის კალთები ოდნავ არის დაქანებული. დამახასიათებელია წვრილი თაღების მწკრივით გამოყვანილი კარნიზები. სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით, უპირველესად ყოვლისა, ყურადღებას იპყრობს ორ-ორ თაღიანი და სამთაღიანთ (სამხრეთით) შესასვლელები. თაღები მკაფიოდ გამოხატული ნალისებრი მოხაზულობისაა და მსხვილ მასიურ სვეტებს ეყრდნობა. შენობის გარეგნობისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს შუა ეკლესიისა და გარშემოსავლელის მასების შეფარდებას დასავლეთის მხარეს გვერდის ეკლესიების შემაერთებელ სტოას მეორე სართულიც აქვს, რის გამოც ამ მხარეს დამატებითი მოცულობითი მახვილი იქმნება.

შენობის სიგრძეა 19,5 მ., სიგანე - 14 მ., სიმაღლე შიგნით - 11 მ.