There are no translations available.
<უკან დაბრუნება
წალკის მუნიციპალიტეტი არის ადმინისტრაციული რაიონი ქვემო ქართლის მხარეში, მოიცავს ისტორიულ პროვინცია თრიალეთს. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში შედიოდა, 1917-30 წლებში - ტფილისის მაზრაში, შემდეგ - დამოუკიდებელი რაიონია. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალკა. ისტორიული წალკა წყალსაცავმა დაფარა. X-XV საუკუნეებში თრიალეთის რელიგიურ-ადმინისტრაციული ცენტრი იყო. აქ იჯდა ეპისკოპოსი წალკელი. ქალაქად გამოცხადდა 1984 წელს. ისტორიულ ძეგლთაგან აღსანიშნავია ეძანის VI საუკუნის სამეკლესიანი ბაზილიკა, მეორე ეკლესია X საუკუნეს მიეკუთვნება. წალკაში არის მანგლისისა და წალკის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.
წალკის რაიონის ისტორიული ძეგლები
- ავრანლოს ციხე, ავრანლოს ქვა ასომთავრული წარწერით
- აიაზმი (ისტ. სოფელი - თეთრი წყარო, აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია)
- არჯევან - სარვანის ღვთისმშობლის ეკლესია, არჯევან - სარვანის წმ.გიორგის ეკლესია
- ბეშთაშენის ძეგლები (წმ.გიორგის ეკლესია, მეგალითები)
- ბურნაშეთის ეკლესია
- გველფარეხას წმ.გიორგის ეკლესია
- გუმბათის ციხე - გალავანი და ეკლესია
- დაშბაშის ძეგლები (წმ.გიორგის გუმბათიანი ეკლესია)
- ედიქილისას წმ.დემეტრეს ეკლესია, ედიქილისას სასახლე
- თეჯისის ძეგლები (წმ.კონსტანტინეს ეკლესია, მენჰირი, მეგალითური გალავანი, ეკლესია)
- კირიაკის წმ.გიორგის ეკლესია, კირიაკის ორმალიანი ხიდი
- კუშჩის ეკლესია
- წალკის ეკლესიები (ეძანის და X საუკუნის; წალკის წმ.დემეტრეს ბაზილიკური ეკლესია)
- ოზნის (ჰუნიას) მეგალითური ციხე
- ოლთისის (ნარდევანის) ციკლოპური ციხე
- სანთის ციკლოპური ციხე
- უწყლოს ციკლოპური ციხე
- ჩათახის მონასტერი
- ჩოლიანის ეკლესიის ნანგრევები
- ჭოჭიანის საყდრის ეკლესია
|