There are no translations available.
<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ეკლესია მონასტრები>>>
აკურა. მამადავითის ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.).-თბ.,1980.-გვ.312-313.
სოფ. აკურა (თელავის რ-ნი). სოფლიდან 1,5 კმ. მანძილზე, ტყეში, ვანთის-ხევის წყლის ნაპირზე, მდებარეობს მამადავითის (დავით გრეჯელის) მონასტერი, რომლის მთავარი ეკლესია წარმოადგენს IX ს-ის ბაზილიკას. მასზე შემორჩენილია X –XI სს-ის 4 ასომთავრული წარწერა, რომელთაგან ერთი საღებავითაა შესრულებული, ორი შელესილობაზეა ამოღადრული და ერთიც - ლაპიდარულია.
მოსახსენებელი გიორგისძეთა
აკურის მამადავითის ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის ქვემოთ, ამოღადრულია სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს, სიტყვები ერთმანეთისაგან არაა დაცილებული, ქარაგმის ნიშანი მოკლე, სწორი, განივი ხაზი.
დაზიანება: ფილა შუაზეა გახეთქილი, რის გამოც, წარწერის შუა ნაწილი დაზიანებულია. წარწერის დათარიღება წინა გამოცემებში: IX ს. (ბ, ჩ)
წარმოდგენილი დათარიღების საფუძველი: პალეოგრაფიული ნიშნები - გრაფემების მიდრეკილება განუსხურება-გაკუთხოვნებისაკენ.
გამოცემები: 1) Г. Н. Чубинашвили, Архитектура Кахетии. 1959. 117, (რუს.; გრაფიკ. მონახ.; ფოტო) (ჩ)
2) თ. ბარნაველი. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. 1962 წ., 3, №3, სურ 3 (დედნ. შრიფ.; მხედრ. ტრანსკრ.; გრაფ. მონახ.) (ბ)
|