topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ოთხთა ეკლესია - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება...<<< ეკლესია - მონასტრები>>>

ოთხთა ეკლესია (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ბოლქვაძე თ. იმოგზაურეთ ტაო-კლარჯეთში /ბურჯი ეროვნებისა. - 2003. - N1-2. - გვ.20-23.- ოთხთა ეკლესიის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ.

2. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.43; 125-126. - მოკლე ცნობა ოთხთა ეკლესიის არქიტექტურაზე.

3. ვირსალაძე თ. წმინდა სოფიის გამოსახულება ოთხთას ეკლესიის მოხატულობაში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXVI სამეცნიერო სესიის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. 1987 წლის 29 და 30 იანვარი. - თბ., 1981. - გვ.24-27. - ოთხთა ეკლესიის მოხატულობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული გააზრება.

4. გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1996. - გვ.24-25. - მოკლე ცნობა X საუკუნით დათარიღებული, სამნავიანი ბაზილიკის - ოთხთა ეკლესიის სამონასტრო კომპლექსის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. აღნიშნულია ეკლესიის კედლებზე შემორჩენილი ფრესკების ფრაგმენტების თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: XI საუკუნის მოღვაწე გიორგის მთაწმინდელი, კალიგრაფი გაბრიელ პატარაი (X ს.).

5. ოთხთა ეკლესია //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.505.  - ცნობები ჭოროხის აუზში მდებარე X საუკუნის ძეგლის - ოთხთა (სამნავიან ბაზილიკურ) ეკლესიაზე.

6. ოთხთა ეკლესია ("დორთ-ქილისე") //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.287-289. - ოთხთა ეკლესიის სამონასტრო კომპლექსის მოკლე ისტორია, მდებარეობა, წარწერების - მოსახსენებელი დავით კურაპალატისა და ხურსი ერისთავთ-ერისთავისა - აღწერილობა. მოხსენიებულია ექვ.თაყაიშვილი. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.109).

7. ციცხვაია ლ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა სამლოცველო //სამეცნიერო შრომების კრებული. ხელოვნებათმცოდნეობა. - 2001. - N2. - გვ.209-211. რეზ. ინგლისურ ენაზე. - 1998 წლის აგვისტოში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სამეცნიერო  - ექსპედიციის შედეგები (გრაფიკული და ფოტოფიქსაცია).

8. დიდი ხუთეული ტაოთა: ოთხთა ეკლესია //გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი. - თბ., 2004. - გვ.175-182. - ართვინის ვილაიეთში, სოფ.თექალედან ხუთ კილომეტრში მდებარე ძეგლის შესწავლის ისტორია, მონასტრის მთავარი ტაძრის - სამნავიანი ბაზილიკის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მოხატულობის თეოლოგიურ-იკონოგრაფიული ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ვ.ჯობაძე, ექვ.თაყაიშვული, ვ.ბერიძე, მ. და ჟ.ტიერები, ზ.სხირტლაძე, დ.ხოშტარია, ქ.აბაშიძე , ე.პრივალოვა და სხვები. ტექსტს დართული აქვს მდიდარი ფოტომასალა.

9. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.108-109. - ოთხთა ეკლესიის სატრაპეზოს მოკლე აღწერილობა.

10. ტაო-კლარჯეთის კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.195-199. - ტაძრის მოკლე მიმოხილვა, მხატვრული ანალიზი.

11. ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ //ლიტერატურა და ხელოვნება. - 1991. - N1. - გვ.117-161. - ოთხთა ეკლესიის დეტალური აღწერილობა.

12. მარსაგიშვილი გ. ოთხთა ეკლესიის მონასტრის ზედა (არსენისეული) ეკლესია //საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომრლთა შრომების კრებული. ნარკვევები. V. - 1999. - გვ.89-95. - ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ასომთავრული წარწერების მიმოხილვა, დათარიღება.

13. ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ოთხთა ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

14. ოთხთა ეკლესიის მონასტერი //ჯობაძე ვ. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.180-202. - ოთხთა ეკლესიის მონასტრის, მთავარი ბაზილიკის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების, ინტერიერის, საკურთხევლის, მიმდებარე ოთახებისა და სატრაპეზოს აღწერილობა, ტაძრის აგებისა და მოხატულობის დათარიღება. მოსაზრება ტაძარში სემინარიის არსებობის თაობაზე, წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულია ე. თაყაიშვილი. ტექსტს დართული აქვს ილუსტრაციები (N53-60)და ტაბულები (216-240).

15. ოთხთა ეკლესია //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.127. - X საუკუნის ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

16. პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.314-336. რეზ. ინგლ. ენაზე. - ოთხთა ეკლესის, იშხნის, ოშკისა და ხახულის მოხატულობის ვრცელი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ნიკოლ და მიშელ ტიერები, დ.უინფილდი, ნ.ალექსიძე, დ.ხოშტარია. ტექსტს დართული აქვს ძეგლების ფოტოები.

17. ლორთქიფანიძე ი. ძველი ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული ხელოვნების საკითხები. - თბ., 1982. - გვ.50-57. - ოთხთას ეკლესიის ფრესკული მხატვრობის შესრულების თავისებური მანერის შესახებ (ახალი სკოლა-მონუმენტური მხატვრობა, XI ს.).