topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბებრის ციხე - პ.ზაქარაია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ბებრის ციხე //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988. გვ.54-55. - ბებრის ციხის კომპლექსიდან შემორჩენილი ნაგებობების აღწერილობა, ძეგლთან დაკავშირებული ხალხური ლეგენდა.

მცხეთის ირგვლივ არმაზციხის, წიწამურისა და სარკინეს გარდა, შესაძლოა სხვა ციხესიმაგრეებიც იყო. მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ბებრისციხემ მოაღწია; მისი ნანგრევები დღესაც ამაყად გადასცქერის არაგვის ხეობას. ოდესღაც ეს ციხე მცხეთის კარს კეტავდა არაგვის ხეობის მხრიდან. მდინარის კალაპოტი - აქ ვიწროა და ციხის ადგილიც ისეა შერჩეული, რომ უშუალოდ ემიჯნება იქ გამავალ გზას. ჩრდილოეთიდან მომავალ მტერს არ შეეძლო გვერდი აევლო მისთვის. ამას გარდა. მოსახლეობის მთებში გახიზვნისას არიერგარდს გაუადვილდებოღა ზურგის დაცვა. ადრეულ საუკუნეებში წარმოშობილი ეს ციხე მეტად კომპლექსურადაა განლაგებული შემაღლებულ კონცხზე. ციხე ორი ნაწილისაგან შედგება. მთავარია ციტადელი, რომელსაც სამხრეთით ვრცელი ეზო აკრავს. გეგმაში იგი სამკუთხედს უახლოვდება. სამივე კუთხეში კოშკები მდგარა, რომელთაგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთის; იგი რამდენიმე სართულისაგან შედგება, რაც მის არა მარტო თავდაცვით, არამედ საცხოვრებელ დანიშნულებაზეც მიუთითებს. ჩრდილოეთი კოშკიც იმავე ტიპისაა, მხოლოდ ზომით უფრო მცირეა. ორივე კოშკში ერთი საინტერესო დეტალია შერჩენილი. ღრმა ნიშებში განლაგებული საბრძოლო ხვრელები. ამ ციხის აგებისას შორს სასროლი იარაღი მშვილდ-ისარი იყო. ციხეს ისეთი მოხერხებული ხვრელი ესაჭიროებოდა, საიდანაც მეომარს შეეძლებოდა მარჯვედ მოქმედება. ეს კი ვერ მოხერხდებოდა ორი-სამი მეტრის სისქის კედლებიდან. თუ მათში განიერ და ღრმა ნიშები არ გაკეთდებოდა, საისრედ კი უფრო განიერი ხვრელი იყო საჭირო. მესამე აღმოსავლეთის კოშკი ადრევე დანგრეულა და მოგვიანებით იმ ადგილას, გაუქმებული ციხის ტერიტორიაზე, საგუშაგო კოშკი აუგიათ, რომელიც ადრე იქვე მდგარი კოშკისაგან განსხვავებით, ცილინდრული ფორმისაა. ციხის ქვედა ეზო ფერდობზე იყო მოთავსებულა და ვრცელი ტერიტორია ეკავა. გალავნის აღმოსავლეთ ბოლოში მდგარა, ზემოთ აღწერილი კოშკების მსგავსი ოთხკუთხა კოშკი. ციხის კედლები, ადრეული ციხეების მსგავსად, თითქმის თანაბარი ქვებით გემოვნებითაა ნაწყობი. ბებრისციხეზე არსებობს ლეგენდა. ოდესღაც ეს მიწა-წყალი ეკუთვნოდა თურმე ვინმე თავად სიმონს. მას აქ, ხეობის ვიწრობში, აუგია სიმაგრე და შიგ გზისმცველები ჩაუყენებია. თავადს ჰყოლია სათნო და მშვენიერი ასული მაკრინე და გულქვა ვაჟი მამუკა. მამის სიკვდილის შემდეგ მამუკას დიდძალი გადასახადი შეუწერია გლეხებისათვის და სასტიკად უწამებია ისინი: კეთილი და ევედრებოდა შეებრალებინა ქვეშევრდომნი, მაგრამ ვერაფერს გამხდარა. ბოლოს გაბოროტებულ ძმას ისიც არ დაუნდვია და კოშკში ჩაუმწყვდევია. ერთხელ, როდესაც ყმებისათვის დიდ ქვაბში წყალწყალა საჭმელი მზადდებოდა. გამოჩენილან ყვავები და ქვაბში ჩაცვენილან. გლეხებს საჭმელი გადაუღვრიათ. ამის შემხედვარე მამუკა განრისხებულა და გლეხების დასაჭერად გამოქცეულა, მაგრამ ამ დროს ქვაბიდან გველები ამომძვრალან და შემოხვევიან. სასოწარკვეთილი ბოროტი თავადი ღმერთს შევედრებია; "ოღონდ მიხსენი და ეკლესიას ავაგებო". ამ სურათს ხედავდა თურმე კოშკში დამწყვდეული მაკრინე, რომელიც მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს. ღმერთს შეუსმენია მისი ვედრება. გადარჩენილ თავადს თავისი სარჩო-საბადებელი ყმებისათვის დაურიგებია. თვითონ კი ბერად აღკვეცილა და წასულა მოწყალების სათხოვნელად. შეგროვილი ფულით ეკლესია აუგია, მაკრინე კი მცხეთას აღკვეცილა მონაზვნად. სამოცდაათი წლის შემდეგ მაკრინე გარდაცვლილა... დასაფლავების დღეს  მოსულა თეთრწვერა მოხუცი. რომელიც ეამბორა თურმე მიცვალებულს შუბლზე და წარმოთქვა ეს: "..დაო ჩემო, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი აღთქმა". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე იქვე ჩაკეცილა და სული განუტევებია, ამიტომ ეწოდაო ამ ციხეს "ბებრის ციხე", - ამბობს ლეგენდა.