topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ზეგაანის კომპლექსი

ზეგაანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამონასტრო კომპლექსი (V-IX სს.) მდებარეობს გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად. კომპლექსი მოიცავს V საუკუნის წმ. მარინეს ეკლესიას, VI-VII საუკუნეების ყოვლადწმიდის სამეკლესიან ბაზილიკას, რომელიც XVI-XVII სს-ში მოიხატა, და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოებს, მარანსა და სხვა ნაგებობათა ნანგრევებს. მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/ზეგაანის_მონასტერი

ზეგაანის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV.- თბ.,1979.- გვ.492-493.

ზეგაანის მონასტერი -  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლიე გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად. მონასტრის ნაგებობათაგან აღსანიშნავია VI-VII საუკუნეების ღვთისშობლის სამეკლესიანი ბაზილიკა - ყველაწმინდა. რიყის ქვით ნაგები შენობის კუთხეები, პილასტრებისა და ბოძების იმპოსტები, აგრეთვე სარკმლის საპირეები (გარედან) ამოყვანილია შირიმის კვადრებით. შუა, მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ აფსიდის კონქი და ბემის თაღი ნალისებრი ფორმისაა. კამარა თლილი ქვის კონსოლებზეა ამოყვანილ სამ საბჯენ ღაღს ეყრდნობა. ნავის დასავლეთ ნაწილში II სართულზე მოწყობილია პატრონიკე. სამხრეთ ეკლესიას აღმოსავლეთ მხარეს აფსიდი აქვს, ხოლო სამხრეთ კედელი ორ მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი სამთაღიანი შესავლელითაა გახსნილი. ჩრდილოეთ ეკლესია უაფსიდოა, მასაც მრგვალ სვეტზე დაყრდნობილი ორთაღიანი შესასვლელი აქვს. მთლიანად ნაგებობისათვის დამახასიათებელია ძირითადი პროპორციებისა და მხატვრული ფორმების იშვიათი გამომსახველობა. მონასტერი შემოზღუდულია გალავნით, რომლის შიგნით შემორჩენილია დარბაზული ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები.

მონასტრის მახლობლად, ტყეში, რიყის  ქვით ნაგები წმ. მარინეს ეკლესიაა (VI ს.). გეგმით მარტივ, ჯვრის სახის შენობას, გარედან ორი, ორფერდა სახურავიანი, ურთიერთგადამკვეთი მასის სახე აქვს. შიგნით კამარები ნალისებრია. შემონახულია გვიანდელი ხანის მოხატულობა.

შ. საღარაძე

 

 

 

 

***********************************************************************************

ზეგანის "ყველაწმინდა" //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.-გვ.96.

ზეგანის დიდი მონასტერი (VI –VII სს. მიჯნა) კახეთშია, გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგანის მახლობლად, ხშირ ტყეში. მთავარი შენობა, ყველაწმინდის (ე.ი. ღვთისმშობლის) ტაძარი, სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპისაა. სხვა შენობებია - მცირე სამლოცველოები, მარანი და სხვ... მონასტერს გალავანი არტყია. ყველაწმიდის ეკლესია ტიპის განვითარებულ საფეხურს წარმოგვიდგენს:შუა ეკლესიას სამმხრივი შემოსავლელი აქვს, ანუ გვერდის ეკლესიები და მათი შემაერთებელი დასავლეთის გასასვლელი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

********************************************************************************

ზეგანის ეკლესია - ციციშვილი ირ. //  ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1995.- გვ.55-56.

VI საუკუნის მეორე ნახევრიდან, ბაზილიკის გვერდით ჩნდება სამეკლესიანი ბაზილიკები, რომლებიც იშვიათია სხვა რეგიონებში. ჩვეულებრივ ბაზილიკებისაგან მათ განასხვავებს სივრცის გრძივად დაყოფა არა ბურჯების რიგებით, არამედ კედლებით. მიჩნეულია, რომ აქ გვერდითი ნავები დამოუკიდებელ ეკლესიათა ფუნქციას ასრულებდნენ, რაც აუცილებელი იყო საეკლესიო - სარიტუალო პროცესისადმი გაზრდილი მოთხოვნილებებით. ..<<ტექსტი სრულად აქ..<<