topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მეტეხი (კასპის) - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

მეტეხი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.VI. - თბ., 1983.- გვ. 614.

მეტეხის ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია",  ტ. 14, გამ. "ციცინათელა", თბილისი, 2007, გვ.202-203

მეტეხი - სოფელი კასპის რაიონში. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სოფსაბჭოს ცენტრი (სოფელი: ბარნაბიანთკარი). ზღვის დონიდან 560 მეტრი, კასპიდან 10 კილომეტრი...მეტეხის ტერიტორიაზე (სოფლის მიდამოებში) ადამიანს ჯერ კიდევ ადრინდელ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. შუასოფელში, გაშლილ ტაფობზე, დგას ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელშიც შედის XIII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, გვიანდელ შუა საუკუნოვანი სამრეკლო და კოშკებჩამონგრეული გალავანი. ეკლესია გეგმით კვარატს უახლოვდება. გუმბათი ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებს ეყრდნობა. აღმოსავლეთ აფსიდი იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული, მას ორივე მხარეს მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. გუმბათის ყელში 12 სარკმელია. შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. რამდენჯერმეა შეკეთებული.