topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ვაჩეძორის კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

(+)

ვაჩეძორი - სამონასტრო კომპლექსი თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიულ ტაოში, მდინარე ნიაკომის ჭალაში, კალმახის ციხესა და სოფელ კეჩილს შორის. კომპლექსში შედის ორი ეკლესია (ერთი წმ.სტეფანეს სახელობისაა), სამრეკლო, სატრაპეზო და სხვა ნაგებობები. წმინდა სტეფანეს ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის საშუალო ზომის ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობოდა ოთხ მსხვილ მრგვალ ბურჯს. ტაძარს დასავლეთიდან ებმის ორი სამლოცველო და ორსართულიანი სამრეკლო. მთავარი ტაძრის ბურჯებზე მხატვრობის კვალი დღემდეა შემორჩენილი. ტაძარი სავარაუდოდ IX საუკუნეს ეკუთვნის. დღეს დღეობით ეკლესია ბოსლადაა ქცეული და შიგნით შესვლა გაძნელებულია. მეორე ეკლესიაში დასავლეთის კედლის მხატვრობა კარგადაა შემორჩენილი - არის წარწერებიც. მონასტრის სხვა პატარა ეკლესიები დარბაზული ნაგებობებია. 1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მონასტერში აღმოჩენილი იყო XV საუკუნის ხელნაწერები, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდა ამ მონასტრის იდენტიფიკაცია. ამავე საბუთებშია მოხსენიებული ვაჩეძორთან დაკავშირებული ისტორიული პირები.

 

 

 

 

**************************************************************************

კალმახის ციხე და დიდი მონასტერი ვაჩი-ძორი //თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგალში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.54-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.354-361.

ორთისის წყალი ერთვის სალაჩურის წყალს, შემდინარეს ოლთისის წყალისა. ამ წყლების კალაპოტები იმავე დროს გზებია. სხვა გზები აქ არ მოიპოვება. ჩვენ გავყევით ჯერ ოლთისის წყლის კალაპოტს, შემდეგ სალაჩურისა ნიაკომის წყლის შესართავამდის, რომელიც მარჯვნივ ერთვის სალაჩურის წყალს (აქედან ავყევით ნიაკომის წყლის მაღალ ხეობას და მივედით ეხლა დიდ ვანქად წოდებულ დიდი მონასტრის ნანგრევებთან. აქ ხეობა შედარებით ფართოა, წყლის პირად ბაღებით მოცული. ორივე მხრით ხეობისა ფრიად მაღალი მთებია, ქვემოთ ტყით და ბუჩქნარით შემოსილი, ხოლო ზემოდან კლდოვანი. ერთი მაღალი და მიუვალი კლდის მწვერვალზე სამხრეთის მხარის მონასტრის ნანგრევებისა აშენებულია დიდი ციხე, ეხლა მუსულმანთა ჩვეულებით კალად წოდებული...<<<ტექსტი სრულად აქ...<<<

(+)

ვაჩე-ძორი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ბაგრატიონი გ. მოგზაურობა თურქეთში //ძეგლის მეგობარი. - 1996. - N1/92. - გვ.56. - ვაჩეძორის სამონასტრო კომპლექსის აღწერილობა.

2. ხოშტარია დ. წმ.სტეფანეს ეკლესია ვაჩე-ძორის მონასტერში //ძეგლის მეგობარი. - 1997. - N4 (99). - გვ.23-35. - ვაჩე-ძორის კომპლექსში შემავალი წმ.სტეფანეს სახელობის გუმბათიანი ეკლესიის აღწერილობა და დათარიღება.

3. კალმახის ციხე და დიდი მონასტერი ვაჩი-ძორი //თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგალში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.54-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.354-361. - ვაჩეძორის სამონასტრო კომპლექსის აღწერილობა. შემორჩენილი წარწერების, მხატვრობისა და მღვიმეში ნაპოვნი საბუთების მიმოხილვა. ვაჩე-ძორის მონასტრის მთავარი ტაძრისა და მის ირგვლივ ნანგრევების სახით შემორჩენილი შენობების ნაშთების მოკლე აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ნ.მარი, ვახუშტი ბაგრატიონი, კალგინი, ლიოზენი (ფოტოგრაფი).

4. სხირტლაძე ზ. ახალი მასალები საქართველოს სამხრეთი პროვინციების მოხატულობათა შესახებ //საბჭოთა ხელოვნება. - 1986. - N3. - გვ.125-135. - ვაჩეძორის კედლის მხატვრობის შესახებ.

5. ტაო - კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114. - ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ვაჩე-ძორის არქიტექტურა.

6. ბარნაველი თ. რამდენიმე წარწერა სამხრეთ საქართველოს ისტორიული პროვინციებიდან //მაცნე. - 1970. - N1. - გვ.155-160. - ინგლისელი მეცნიერის დავით ვანდფილდის მიერ სამხრეთ საქართველოს პროვინციებში მოგზაურობის დროს მოპოვებული ვაჩეძორის ტაძრის წარწერების ფოტოასლები და მათი მიმოხილვა.

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)

(+)