topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ჯოისუბანი (ჯვარისუბანი) - საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები/რაჭა (ონის რ.)>>>

ჯოისუბანი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.120-123.

ჯოისუბნის ე.წ. "მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელიც მე-X საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება, ზემო რაჭაში, ონის რაიონის სოფელ სევაში მდებარეობდა. ისედაც დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი 1991 წლის აპრილის მიწისძვრის შემდეგ სრულიად დაინგრა. ეკლესია ნაგები იყო ფლეთილი ქვით. შირიმის ქვა, ღია რუსი ფერისა, წყობაში გარკვეული მონაცვლეობით იყო გამოყენებული. ეკლესიის ფასადები მორთული იყო რელიეფებით. ჯოისუბნის ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის საპირეს რელიეფური სიუჟეტებით შემკობილი კომპოზიციები გარშემოუყვებოდა. სარკმლის თავზე ნახევარწრიული ფორმის ქვაზე, ცენტრში წარმოდგენილი იყო ტახტზე მჯდომარე მაცხოვარი. მარჯვენათი იგი აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გრაგნილი უჭირავს. ქრისტეს ორივე მხარეს მოციქულები პეტრე (გრაგნილითა და სამოთხის გასაღებით) და პავლე (წიგნით) დგანან. რელიეფის ფონის თავისუფალ არეზე მათი ვინაობის აღმნიშვნელი წარწერებია ამოკვეთილი, ხოლო პეტრე მოციქულის ფიგურის გვერდით, სცენის აღმნიშვნელი წარწერაა - "განკითხვაი".

ქვემოთ, სარკმლის მარცხნივ მოთავსებული რელიეფი განკითხვის ერთ-ერთ ეპიზოდს წარმოადგენს. მასზე გამოსახულია მთავარანგელოზი სასწორით, რომელზეც მან საიქიოს მოხვედრილთა კეთილი საქმენი და ცოდვები უნდა აწონოს. მართალია, მცორე ზომის, შიშველი ფიგურები შარავანდმოსილია, ხოლო ქვედა რიგი ცოდვილებს გამოსახავას, ისინი შარავანდების გარეშე გამოუსახავთ. ისინი ხელებით სიშიშვლეს იფარავენ და თმებსაც იგლეჯენ. რელიეფზე ყველა ფიგურა ფრონტალურადაა წარმოდგენილი. აღმოსავლეთით სარკმლის მარჯვნივ მოთავსებულ ქვაზე გამოსახული მესაყვირე ანგელოზი განკითხვის თემას უკავშირდება. ანგელოზის გვერდით გამოსახულ წვეროსან მამაკაცს დარბაზული ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ჯოისუბნის ეკლესიის ქტიტორი უნდა იყოს წარმოდგენილი. ამ რელიეფური გამოსახულების თანმხლები წარწერა გვამცნობს: "წ(მიდა)ო ეკლესიაო შეიწყალე გაბრიელ მამასახლისი".

ჯოისუბნის რელიეფები განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორც განკითხვის სცენის ერთ-ერთი ადრეული გამოსახულებათაგანი შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში. რელიეფის ოსტატი "განკითხვის დღის" შემოკლებულ ვარიანტს გადმოსცემს: მაცხოვარს და მის ორსავე მხარეს მხოლოდ მოციქულები პეტრე და პავლე, ვითარცა უპირველესნი, არიან წარმოდგენილი, თვით განკითხვის სცენიდან კი, განკითხვის ეპიზოდებიდან, მენაღარე ანგელოზი და ცოდვათა აწონვის სცენა, ცოდვილთა და მართალთა რიგით. წმიდა მხედრების გამოსახულება წმიდა თევდორე მარცხნივ და წმიდა გიორგი მარჯვნივ. უკანასკნელს თავთან წარწერა ახლავს: "წ-ო გიორგი შეიწყალე მონაი შენი კალატოზ(ი)". გამოსახულებები იმეორებენ სახის ერთსა და იმავე ტიპს. სახეებს პრიმიტიული გამომსახველობას ანიჭებს მრგვალი ფორმის თვალის კაკლები შუაში წერტილის სახით ამოჭრილი გუგით. რელიეფის დამუშავება წმინდა გრაფიკული ხერხებით ხდება, ხაზები კიდევ უფრო აძლიერებს სიბრტყობრიობის შეგრძნებას. სამოსის ხაზოვანი დამუშავება მთლიანად ფარავს ზედაპირს და განსაზღვრავს რელიეფის სიბრტყობრიობას.