<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს ციხე - სიმაგრეები>>>
გონიოს ციხე აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, სოფელ გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხის შესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომ დროინდელი სახელწოდებაა II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი (იპოდრომი და სხვა ნაგებობანი) ციხე-ქალაქი ყოფილა. საუკუნეების მანილზე ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები (გენუა და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი. 1547 წელს გონიოს ციხე ოსმალებმა დაიკავეს და მათ მფლობელობაში იყო 1878 წლამდე. როცა სან-სტეფანოს ზავით აჭარასთან ერთად რუსეთის იმპერიას გადაეცა. ციხე გეგმით დიდი ზომის სწორკუთხედია (195 × 245 მ). ყოველ მხარეს თითო ჭიშკარი აქვს, გალავანი 18 კოშკითაა გამაგრებული. კუთხის კოშკები უფრო დიდია. გონიოს ციხე ქვითაა ნაგები. შეინიშნება რამდენიმე სამშენებლო ფენა. პირველი ფენა (III-V სს.) გამოირჩევა კარგი დამუშავებითა და წყობით, მეორე ფენის კოშკებიანი კედლები (VI-VII სს.) შედარებით ნაკლები ხარისხისაა, მესამე ფენა კი იმ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც ციხე ოსმალებს ეჭირათ (XVI ს.).
გონიოს ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III .- თბ., 1978.- გვ.218
http://ka.wikipedia.org/wiki/გონიოს_ციხე
***************************************************************************
ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.51-52.
არიანეს ცნობით, II საუკუნის 30-იან წლებში აფსაროში ხუთი რომაული კოჰორტა მდგარა. აფსარ - გონიოს ციხე მდებარეობს ბათუმის სამხრეთით 7 კილომეტრის მანძილზე. გეგმაში ციხე ზუსტი ოთხკუთხედია, მისი სიგრძეა - 245 მეტრი, სიგანე - 195 მეტრი. მას ჰქონდა 18 კოშკი და ოთხი კარი.ამ კარების განლაგება ოთხივე მხარეს, დამახასიათებელია რომაული ციხეებისათვის - კასტელუმებისათვის... << ტექსტი სრულად აქ... <<
|